რუსეთთან ამდენ წლიანი ომისა და მტრობის პირობებში, ათობით ათასი ქართველისა და სხვა რუსეთის მეზობელი ეთნოსის წარმომადგენელის სიცოცხლის შეწირვის შემდეგ, რომელთა სიცოცხლეც მოსკოვში მჯდომი ვიღაც მოხუცი მარაზმატიკების, გაუგებარ და უპერსპექტივო გეპოლიტიკურ პროექტს შეეწირა, ცოტათი მეზედმეტება და მეუცნაურება რომ ამ კითხვის დასმა გვიწევს და საერთოდ განვიხილავთ საკითხს, რომელშიც რუსეთის და ამ სახელმწიფოს მოსახლეობის პასუხისმგებლობის ხარისხზე ვლაპარაკობთ!
 უცნაურია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ხომ ადვილია იმისთვის სახელის დარქმევე, რასაც რუსეთი გვიკეთებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ამდენი წლების განმავლობაში და რატომ ვერ დავარქვით სახელი იმას, რასაც რუსეთი სჩადის. რატომ გვაქვს დღემდე ორი რუსეთის წარმოდგენა და უცნაური კამათის ჟინი იმაზე, თუ რატომ და რაშია დამნაშავე რუსეთი!? 
 უკრაინის კრიზისმა, მთელი ეს პოლემიკა გარკვეული დოზით ჩაახშო, გამოაცალა ყოველგვარი ჰუმანისტური არგუმენტი და პირველ რიგში, წარსულში ნებაყოფლობითი რუსოფილებისთვის გახდა გაუმართლებელი ქმედება ის სადიზმი, რომელსაც ახლა ყოველი ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალს, უკრაინის სხვსდასხვა ქალაქებში...
 მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე რაც ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არარელევანტურად მიმაჩნია საერთოდ ამ საკთხის განხილვა და უპირობოდ დასაყენებულია ყველაფერი ისე, რომ რუსმა ერმა აგოს პასუხი იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათი ჩართულობით და დანაშაულებრივი დუმილის პირობებში, ჩაიდინა მათმა სახელმწიფომ.
სრული აბსურდია იმის მტკიცება რომ სახელმწიფო და მისი მოსახლეობა, სხვდასხვა ცნებებია და რომ მათ ერთმანეთის ქცევაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ეს ერთი მთლიანია, რომლის გამიჯვნას ისეთი გაბედული ბრიყვი თუ გააკეთებს, როგორებიც არიან ქართველი და სხვა, ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების მოქალაქე რუსოფილები...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რუსი ერი, ისეთვე დამნაშავეა იმ ყველაფერში რაც ახლა ხდება, როგორიც კრემლში გამაგრებული ერთი კაცი - პუტინი! ამ ერთმა პიროვნებამ, პირველ რიგში თავად რუსებისთვის გააკეთა ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეეძლო გაეკეთებინა და მსოფლიოს დაუბრუნა საკუთარი ერის ის სიძულვილი, რომელიც მთელს სსრკ-ს ჰქონდა გადანაწილებული წარსულში. ამ 23 წლის განმავლობაში, რაც პუტინი ხელისუფლებაშია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს ის ბოროტება გახსენებოდა მთელი სიცხადით და შემდეგ უკვე მის მიმართ წარსულში არსებული სიძულვილი, მიუღებლობა, ახლანდელი რუსეთისკენ გადმოემისამართებინა! 
ამას მოხერხება და განსაკუთრებული იდეოლოგიური დახშულობა სჭირდება, რომელიც რუსმა ერმა დაუშვა და ახლა რატომღაც, საკუთარი თავის მიმართ მაღალი ხარისხით ტოლერანტულობას ითხოვენ, მაშინ როდესაც მათი ელემენტარული მოქალაქეობრივი პოზიციაც კი საკმარისი იქნებოდა უახლოესი წარსულის მოცემულობაში, რომ უამრავი ახალგაზრდის და უდანაშაულო ადამიანის სისხლი არ დაღვრილიყო!  - მაგრამ მაშნ რუსი ერი თავს კარგად გრძნობდა!
რუსმა ერმა, აერცერთ ისტორიულ გადამწყვეტ მომენტში არ დაიჭირა ცივილიზებული სამყარო მხარე. ყოველთვის იყო პუტინისა და მისი ველიკოდერჟავნიკული მსოფლმხედველობის გამზიარებელი, მხარდამჭერი და გულმხურვალე დამცველი. ყოველ რუსში იდო ის ნოსტალგია, რომელიც სსრკ-ს "დიდებას" ეფუძნებოდა და ყველთვის ეს ერი და მისი საზოგადოება, ამარაგებდა რუსეთის არმიას იმ მკვლელებით, რომლებიც პუტინისა და მისი მრჩევლების, დანაშულებრივ ბრძანებებს ასრულდებდნენ. 
მას შემდეგ რაც სსრკ დაიშალა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი მსოფლიო მობილიზებულია იმისკენ რომ რუსმა ერმა სახე შეინარჩინოს და დანაშაულებათა მთელი წყება, რომლებიც მათი სახელმწიფოს მიერ არის ჩადინილი, მათთან კავშირში არ იყოს! ახლაც ასეა... 
სამეზობლოს მიამრთ ვინ ჩივის და საკუთარი თავი და საკუთარი ღირსება ვერ დაუცვიათ. საკუთარი ცხოვრება ვერ მოუწყიათ და საკუთარი იდეოლოგია ვერ უპოვნიათ. ამ პირობებში კი რატომღაც გადაწყვიტეს, სხვებს ასწავლონ და მოუწესრიგონ ცხოვრება!? - კლასიკური კოგნიტური დისონანსია!
შესაბამისად, თუკი დაყვავებითა და დასავლეთ ცივილიზაციური მიდგომებით არ გამოდის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ერის გაცივილურება და თავად მიილტვიან სამხედრო ხასიათის ავანტურისკენ, უნდა დაისაჯონ იმავე მიდგომებითა და ნორმების მიხედვით, როგორსაც იმსახურებს უსამართლო თავდამსხმელი, მიმდინარე ომის მოცემულობაში!
რუსეთიდან საქართველოში, შესაძლო რუსი ე.წ. ლტოლვილების მასობრივი გადმოსვლის წინააღმდეგ ატეხილმა აჟიოტაჟმა განაპირობა ამ სტატიის დაწერის აუცილებლობა. 
ეს პროცესი რომ რაღაცნაირად არაჯანსაღი და საეჭვოა, ფაქტია! ამაზე მიანიშნებს ის რომ ვერაფრით აიხსნება თუ რას გაურბიან რუსები მოსკოვიდან? მათ ქვეყანის ტერიტორიაზე არც ომია და არც მათ შვილებსა და ოჯახის წევრებს აცვივათ თავზე, ასეულ კილოგრამიანი ბომბები... მაშ რას გაურბიან? სანქციების შედეგად გართულებულ ცხოვრებას? და ისევ იქ მივდივართ, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ღირსეულად ცხოვრების უფლება ვერ დაუცავს ამ ერს და მგონი რომ დადგა დრო, მათაც მიიღონ გაკვეთილი, რომელიც რაღაც წილ გამოასწორებს მათ მსოფლმხედველობით პოზიციას მომავალში მაინც და გააცბობიერებინებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგია, ცივილიზებული სამყაროს აბსულუტური უმრავლესობა, როგორც მინიმუმ უნდა დაფიქრდე იმაზე, რას არ აკეთებს სწორად შენი სახელმწიფო, გქონდეს ამაზე რაქცია და თუ საჭირო გახდა, დაამხო კიდეც ხელისუფლება, რომელიც შენსა და შენი მეზობელების შორის, დაუსრულებელი სისხლისღვრის ხელშემწყობია! ვიდრე ამას არ აკეთებს ერი, ისიც ჩვეულებრივი დამნაშავეა, არ აქვს მნიშვნელობა ამ მოცემულ მომენტში არც ასაკს, არც სოციალურ სტატუსს, არც განათლების ხარისხს და არც მსოფლმეხდველობით პოზიციას! 
ერის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა უნდა გრძნოს ის რომ მათ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ ცივილიზაციის წინაშე ისევე, როგორც ყველა სხვა ერის წარმომადგენელს - ამ შემთხვევაში არც რუსი ერი უნდა იყოს გამონაკლისი!  

Комментариев нет:
Отправить комментарий