Страницы

четверг, 14 апреля 2022 г.

დამარცხებული პუტინის კეთროვანი ქვეყანა


გამრჯვებულ-დამარცხებულის საკითხი ომიანობის დროს, როგორც წესი ბრძოლების დასრულების შემდეგ ან კონფლიქტის დაწყებიდან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება ხოლმე აქტუალური და ცხადი იმ თვალსაზრისით, თუ რომელი მხარეა დამარცებული და რომელი გამარჯვებული. 
უკრაინა-რუსეთის ომი, ამ თვალსაზრისით უნიკალური მოვლენაა (ალბათ) რადგან, მისი დაწყების პირველივე წამიდან ცხადი იყო, რომ რუსეთი ამ ომიდან წაგებული გამოვიდოდა. აგებდა არა იმ საომარი მოქმედებების შედეგებით, რომელსაც ცდილობდა მაშინ განევითარებინა, არამედ მორალურად და იმ განსჭვრეტადი შედეგის მიხედვით, რომელიც მაშინვე იმზირებოდა მთელს ამ ვაკხანალიაში! ყველა შედეგით, რუსეთი ამ ბრძოლიდან დამარცხებული რომ გავიდოდა, პირველი საათებიდან გამოჩნდა და ეს მოცემულობა ყველაზე მთავარმა - პუტინის რუსეთის მიერ, წლების განმავლობაში - "ალტერნატიული რეალობის" შექმნა/ტრანსლირებამ განაპირობა!
ამ მტკიცებულების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა, 24 თებერვლამდე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი ამ ომზე ვერ წავიდოდა და რომ ქვეყნის საზღვრებთან კონცენტრირებული უზარმაზარი სამხედრო ძალა იყო - დასაშინებლად მოწყობილი კამპანია! მაშინ ეს განცხადება ყველას გვაოცებდა და რაღაც დოზით, არარაციონალურიც გვეჩვენებოდა დასავლური ანალიტიკური სამსახურების მიერ გავრცელებული ცნობების ფონზე. ჩემი სუბიექტური ხედვით, ზელენსკის მაშინდელი პოზიცია, დიდი ალბათობით განპირობებული იყო იმ რწმენით, რომ რუსულ დაზვერვას ზუსტად უნდა ჰქონდა ინფორმაცია იმ შეიარაღებისა და სამზადისის შესახებ, რომელიც განხორციელებული იყო უკრაინელების მხრიდან. ამ მოცემულობით, უკრაინაზე უბრალოდ - "ხაკისფერი მასის" ეფექტის მოხდენაზე გათვლილი სამხედრო კამპანია, სრულ აფსურდად გამოიყურებოდა. შედეგად ვნახეთ ის რომ რუსულ დაზვერვას, აბსულუტურად არასწორი აღქმა ჰქონდა ვითარების და იკითხებოდა კიდეც მათ ქცევაში - "მათივე ალტერნატიული რეალობა" და მასზე დაფუძნებული სამხედრო გადაწყვეტილებები, რამაც საქვეყნო სირცხვილი აჭამა - "მსოფლიოში ძლევამოსილებით მეორე არმიას"! 
 კიევსა და ჩერნიგოვოზე "მიმტვრეული კბილების" ფაქტორმა, იმოქმედა ზემოტივატორ ფენომენად უკრაინელებში საბრძოლო ჟინის ასამაღლებლად და ისედაც მორალურ-ფსიქოლოგიური უპირატესობის პირობებში, რომელიც თავდამცავ მხარეს გააჩნია, წარმოუდგენელი გახდა ის გეგმები, რომელსაც კრემლში და ლუბიანკაზე აგებდნენ:
- ადვილი გასეირნების მოლოდინი, რის შედეგადაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი ქვეყნის ისტორიაში უნდა შესულიყო მმართველი - რომელმაც რუსეთს დაუბრუნა "ძირძველი და კუთვნილი ტერიტორიები"! - სხვა ყველა შედეგი, რომლითაც უკვე ვხედავთ რომ ეს ომი დასრულდება, პუტინის რუსეთისთვის ვერ ჩაითვლება მოგებად სამხედრო თვალსაზრისით და კიდევ უფრო უარესი, იმაზე მეტად უარყოფით ხანგრძლივ პოლიტიკურ შედეგებს იქონიებს, ვიდრე ეს დღეს მცხოვრებ რუსებს წარმოუდგენიათ! 
 უკვე თვეზე მეტია ომი მიმდინარეობს და ყოველდღიურად ვრწმუნდები ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებაში, რომ რუსები საკუთარი მოგონილი ალტერნატიული რეალობის მსხვერპლნი არიან და მართლაც დაიჯერებს ის, თითქოს მთელი მსოფლიოს თავდაყირა დაყენება და საკუთარი რესურსებით, მსოფლიო წესრიგის შეცვლა შეეძლოთ! 
 პუტინმა წააგო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საკუთარი ისტორიული იმიჯი, რომელიც უკვე ცნობილია რომ ვერ იქნება ისეთი, როგორადაც მას უნდოდა დარჩენილიყო ისტორიაში. პოსტსაბჭოთა რუსეთის მემკვიდრედ დარჩენილი ნაწილი ქვეყნის მოსახლეობისა, აუცილებლად შეაჩვენებს პუტინს როგორც მმართველს, რომელმაც მათი სახელმწიფოს პასპორტი აბსულუტურად მიიუღებელი გახადა, მთელი მსოფლიოსთვის და სამყაროს მოწყობის იმ მოდელის სიმახინჯეც სრუალდ გადმოგვიშალა, რომელიც ჯერ საბჭოთა პერიოდში და შემდეგ უკვე პოსტსაბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობაში კულტივირდა, იმავე პუტინის იდეოლოგების მიერ. 
 რუსეთი დამარცხდება ბევრი თვალსაზრისით და ყველაზე მთავარი მარცხი არის ცივილიზაციური მარცხი, რომელიც პერსპექტივაში მრავალი წლით გაჰყვება რუსეთად დარჩენილ გეოგრაფიულ ერთეულს. 
 ჩემი სუბიექტური ხედვით, ახლა რასაც ვუყურებთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს არის სსრკ-ს საბოლოო დასასრული. ამ დასასრულ ეტაპზე კი პუტინი და ლუკაშენკო - "უკანასკნელ მოჰიკანებად" ხედავენ საკუთარ თავს და ზუსტად იმ შინაარსით მოქმედებენ, როგორც უნდა ემოქმედა "ბოროტების იმპერიის" უკანასკნელ აპოლოგოტებს. სხვა მოლოდინი იმ მახინჯი იდეოლოგიისგან, რომელმაც ეს ორი მარაზმატიკი გამოზარდა, არც უნდა გვქონოდა. მარტივად რომ ვთქვა, პუტინის ისტორიული მარცხი აპრიორი განპირობებული იყო იმ მომენტიდან, როდესაც მისმა იდეოლოგებმა, საბჭოთა ინტერპრეტაციის კომუნიზმი, მართლმადიდებლობასთან დააჰიბრიდეს და შეეცადნენ ამ იდეოლოგიურ საფუძველზე, "მესამე რომი" გამხდარიყვნენ. შესაბამისად, ეს ორი ერთმანეთთან ვერაფრით თანხვედრი იდეოლოგიური საფუძველი იმდენად მახინჯი რამ სჩანდა, შეუძლებელი იყო მას ფეხი მოეკიდა და განვითარებულიყო რაიმე ფორმით, თუნდაც რუსეთის "გლუბინკაში ჩატოვებული" გაუნათლებელი მასის გონებაში. მისი შედეგი არის მხოლოდ აგრესიის კულტივირება  დანარჩენი სამყაროს მიმართ, რომელიც პოსტსაბჭოთა რუსეთზე ასი თავით ძლიერი და საუკუნეების იდეოლოგიურ ფენომენებზე მდგომი კაცობრიობის ნაწილია! შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებში კულტივირებულ აგრესიას და დანარჩენი მსოფლიოს დემონსტრაციულ მიუღებლობას, ვერანაირად ვერ ექნებოდა ის ეფექტი, რომელიც მოსკოვს კულტურულ თუ პოლიტიკურ მიზიდულობის ცენტრად აქცევდა! ამგვარი ფორმაციის საზოგადოებას კი, ასეთი შეუძლებლობის გაცნობიერება, მხოლოდ აგრესიას უღვივებს და ვერაფრით ხდის რაციონალურს.

და ბოლოს... როგორც არ უნდა დასრულდეს უკრაინა-რუსეთის ეს ომი და რა ნაწილი ტერიტორიისაც არ უნდა მიისაკუთროს რუსეთმა (თუკი ეს საერთოდ შესძლო), ის მაინც დამარცხებული და მიუღებელი დარჩება მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის - აღარაფერს ვამბობ იმ ულტიმატუმზე, რომლითაც დაიწყო პუტინმა მთელი ეს ვაკხანალია და ახლა სადამდეა დასული! არც იმას, თუ როგორი ბლეფი და უეფექტო იყო ბირთვული მუქარა და ა.შ.  
პუტინი დამარცხებულია და დამრცხებულია ომის დაწყების პირველივე წამიდან თუმცა, ის რომ პუტინის რუსეთი დასრულდება, სულაც არ ნიშნავს რომ ამ ერისგან მომდინარე საფრთხეებიც დასრულდება იმ პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, რომელიც პირველ რიგში ერს აქვს და შემდეგ უკვე მის მმართველს! 

Комментариев нет:

Отправить комментарий