ბუნებრივია, ვერსიები ათასგვარი შეგვიძლია განვიხილოთ მაგრამ, ცოტათი ხატოვნად რომ ვთქვათ - პუტინს მოკლავს უკრაინა! ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მთავარი ახლა ის არის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი და ვინ მოიყვანს აღსრულებაში იმას, რამაც უნდა გადაარჩინოს პლანეტა ისეთი სისულელისგან, რომელშიც პუტინის რუსეთმა და სხვამ არავინ, ამოგვაყოფინა თავი, დედამიწის ამ ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს!
რუსულ თანამედროვე მწერლობაში, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილს იკავებს, სსრკ-ს დროინდელი სპეც. სამსახურების, ყოფილ თანამშრომელთა მოყოლილი ისტორიები, გაკვრით მაგრამ თითქმის ყოველ მათგანში არის ლაპარაკი, ორ ძალოვან უწყებას შორის მარადიული კონკურენციის შესახებ. ეს უწყებები КГБ (ახლა ФСБ) და ГРУ-ა, რომლებიც ფუნქციურად თითქოს არ კვეთენ ერთმანეთს თუმცა, როგორც თანამედროვე რუსეთის, ისე სსრკ-ს მმართველ ვერტიკალზე გავლენას ან სულაც ხელში ჩაგდებას, ორივე ორგანიზაცია ცდილობდა. პუტინი, გამომდინარე იქიდან რომ КГБ-ს გამოზრდილი კადრია, ბუნებრივია მისი ინტერესების გამტარებელი იქნება ამ კონკურენციის ნაწილში თუმცა, ის რაც ახლა წამოიწყო, მანდ ГРУ-ს მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა! ГРУ კი სამხედრო დაზვერვაა და მთლიანად სამხედო ინტერესებზეა აგებული, რომელიც ახლა საშინელ სირცხვილს განიცდის იმ აბსურდული მსხვერპლისა და გარდაუვალი მარცხის გამო, რომელსაც რუსეთის ე.წ. "უძლეველი არმია" ახლა უკრაინაში იღებს. ეს შეურაწხყოფა, რუსი სამხედროებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი იქნება და ვერაფრით მოახერხებს პუტინი იმას, რომ უკრაინის ავანტურა, სამხედრო მაღალ ჩინებს ისე შეუბრუნოს, სირცხვილი - აგრესიად უქციოს. სხვა ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში მოახერხებდა ამას გარდა, უკრაინისა და ბელორუსიისა. ამიტომაც, თუკი საიდანმე უნდა ელოდის ახლა პუტინი სიკვდილს - ეს თავისივე სამხედროებია!
სხვა შემთხვევაში გამოვა რომ პუტინის რეჟიმთან ერთად მთელი სისტემა იქნება დემონტაჟებული და ამავე გენერალიტეტის საკითხიც გაურკვეველი დარჩება. წესით ახლა ისინი უნდა შეეცადონ პუტინის ისე მოშორებას, რომ მართვის სისტემა შეინარჩუნონ, რაც მეორე უბედურებაა და არ არის ეს პროცესი მისაშვები ბედის ანაბარად, დასავლეთის მხრიდან. სავარაუდოდ, 90-იანების დასაწყისში დაშვებული შეცდომები აღარ იქნება გამეორებული და ისეთი დემოკრატიზაციის პროცესს ჩაეყრება საფუძველი, რომელიც სამუდამოდ დაასამარებს რუსეთს ისეთად, როგორიც ჩვენ დაგვამახსოვრდება და რომელსაც სულ ჰქონდა სსრკ-ს აღდგენის სურვილი!
აქვე ერთი მოკლე სტრიქონით მინდა აღვწერო ის ისტორიული ლოგიკა, რომელმაც გარდაუვალი გახადა პუტინის რუსეთის კრახი - ეს არის ის ისტორიული ლოგიკა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა მოითხოვს!
დღეს დედამიწაზე არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისის ფონზე (მოსახლეობის მატება), სრული აფსურდია, პლანეტის ხმელეთის ამოდენა ნაწილი იდოს უმონაწილეოდ მსოფლიო ეკონომიკისთვის და მას საკუთარი, პირადი ინტერესებისთვის განკარგავდეს, ანტიცივილიზაციური ფორმაციის რეჟიმი, რომელიც გარდა იმისა რომ ამ რესურსს არ ანვითარებს, იმუქრება იმითაც, რომ არავის გამოაყენებინებს და თუკი ასეთზე წავა, მაშინ მოსკოვის მხრიდან მისეული ვერსიით უნდა წარიმართოს კაცობრიობის მომავალი, რაც სრული აბსურდია.
რუსეთის ცივილიზაციური ჩამორჩენა, უსაფუძვლოს ხდის ამ ამბიციას და ვერც პრაქტიკული დასტური შეუძლია მოგვცეს იმით, რომ პუტინის რუსეთის მიერ აშენებული, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, შედეგიანი იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის და განაპირობებს გრძევლადიან მშვიდობას დედამიწაზე!
გამოდის რომ - ერთის მხრივ არსებობს დედამიწაზე ძალიან დიდი რესურსი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ მძლავრი და დადებითი იმპულსი მისცეს კრიზისში მყოფ მსოფლიო ეკონომიკას და არის მეორე მხრივ პუტინის რეჟიმი, რომელიც ამ რესურსს - "ავი ძაღლის" პრინციპით იცავს და უსაფუძვლოდ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს! ასეთ მოცემულობაში გამოსავალი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - დაემხოს პუტინის რეჟიმი და ამას აკეთებს უკრაინა!
ისტორიულად, პასუხი კითხვაზე - თუ ვინ მოკლა პუტინი? ცალსახდ, მიუხედავად შესაძლო კონკრეტული სახელი და გვარისა, იქნება - უკრაინამ!
Комментариев нет:
Отправить комментарий