კითხვა, თუ რატომ მაინც და მაინც ახლა? არის ის მთავარი კითხვა, რომელიც ახსნის, მოსკოვის მიერ წამოწყებული ესკალაციის ლოგიკას.
თუ დაუკვირდებით, სატელევიზიო გადაცემებსა და ანალიტიკურ სტატიებში, ძირითადად ლაპარაკი და განხილვები მიმდინარეობს იმაზე, თუ რა ხდება მოცემულ მომენტში, როგორი იქნება განვითარების სცენარი და ა.შ. ხშირად ისიც ხდება ხოლმე რომ ჟურნალისტები სვავენ კითხვას - რატომ მაინცდამაინც ახლა და არა მაგალითად გასული წლის შემოდგომაზე?! რაზეც პასუხი ძირითადად არის, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანით გამოწვეული და დაბნეულობა, რომელიც რუსების მიერ შეფასებული იქნა, როგორც დასავლეთის დასუსტება და დაინახა შესაძლებლობათა ფანჯარა საკუთარი, გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
ეს პასუხი ნაწილობრივ სწორია და ნაწილობრივი იმიტომ, რომ კონფლიქტი, რომლის ცხელ ფაზაში გადასვლის ეტაპსაც ახლა შესაძლოა ვადევნებდეთ თვალს, დაიწყო იმ მომენტში, როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული უსაფრთხოების შეთანხმებების ნაწილს მოქმედების ვადა ეწურებოდა, ხოლო ძირითადი ნაწილი თავად რუსეთმა დაარღვია და ყოველგვარი აზრი დაუკარგა საერთაშორისო უსაფრთოხოების იმ სისტემას, რომელმაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე მეტნაკლები სიმშვიდით მოიყვანა.
გამომდინარე იქიდან რომ სსრკ-ს დაშლა, დღევანდელი რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებაში "საუკუნის კატასტროფად" არის მიჩნეული, მათი პოზიციიდან დადგა საჭიროება, არსებული რეალობის გათვალსიწინებით ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა შექმნილიყო. რუსებმა, საკუთარი ქცევიდან გამომდინარე თავად დაიწყეს ლაპარაკი, უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის უმოქმედობაზე და თავადვე გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეთანხმებული თამაშის წესები დარღვეულიყო, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ფონზე კი გადაწყვიტეს, შეთანხმების იმ ფორმატზე დაეთანხმებინათ კოლექტიური დასავლეთი, რომელიც სსრკ-ს მსგავს გავლენას აღუდგენდა რუსეთს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პუტინის სტრატეგებმა აქ ვერ გათვალეს ის, რომ დღევანდელი რუსეთი და მაშინდელი, მეორე მსოფლიო ომ გამოვლილი სტალინის საბჭოთა კავშირი, სხვა მასშტაბის ქვეყნები არიან და სხვა ისტორიული რეალობა იყო, რომელიც თავისებურად კარნახობდა მაშინდელი უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურას და არვინ უწყოდა რომ მოსკოვი ამ ეპოქაში, ისევ დამპყრობლური ომებით დაკავდებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ახლანდელ ესკალაციაზე მოახდინა გავლენა, ეს არის "ჩრდილოეთის ახალი საზღვაო მარშრუტი", რომელიც ბალტიის ზღვიდან იწყება და წყნარ ოკეანეში მთავრდება. აღნიშნული საზღვაო მარტშრუტი აქტუალური გახდა, გლობალური დათბობის შედეგად ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ნაწილის გალღვობის შემდეგ და რუსეთი ყველა გზით ცდილობს ამ მარშუტზე ექსკლუზიური კონტროლის დამყარებას, ამისთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანია მოსკოვის კონტროლი აღდგეს ბალტიის ქვეყნებსა და ბალტიის ზღვის აკვატორიაზე, რაც მისთვი ახლა მიუწვდომელი შედეგია და ამიტომაც იქნა დაყენებული ის ულტიმატუმი, რომელიც გახდა მიმდინარე ესკალაციის მთავარი კატალიზატორი და რომლის წონაც განსაზღვრულია არა პოლიტიკური ან ცივილიზაციური უპირატესობით, არამედ ბირთვული იარაღის ქონით!
აქვე უნდა დავამატოთ ენერგორესურსებით მანიპულაციები, რომელიც რუსული ე.წ. გავლენის გამტკიცების პოლიტიკის განუყოფელი და მთავარი ნაწილი იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავალობაში და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო სირიის აფეთქება, რომელმაც დაასამარა ყატარული გაზის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის პროექტი და გაუხსნა რუსეთს ხელ-ფეხი მანიპულაციებისთვის, რომელსაც დამატებითი იმპულსი მისცა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობის დასრულებამ, რასაც საერთო ჯამში ევროპის, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების ზრდა უნდა მოჰყოლოდა.
ამ ყველაფერს დაემატა თავდაპირველად ნახსენები დასავლეთ კოალიციის გასვლა ავღანეთიდან და ის საინფორმაციო კამპანიები თუ კიბერ შეტევები, რომელიც რუსულმა და ჩინურმა პროპაგანდამ აქტიურად აწარმოეს ჯერ კიდევ ტრამპის არჩევნებიდან მოყოლებული.
პუტინისთვის ახლა არის ასეთი მოცემულობა - ჩინეთი საკუთარ რეგიონში ურევს როგორც შეუძლია, ირანი ახლო აღმოსავლეთში, თავად კი აღმოსავლეთ ევროპაში. ამასობაში კი მისივე წარმოდგენაში, ევროპა ახლა ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ჰყავს ჩაყენებული, ენერგორესურსებით მომარაგების თვალსაზრისით. სწორედ ამ მომენტისთვის იყო აფეთქებული სირია თავის დროზე, რომ ყატარის გაზის მოხვედრა გამორიცხულიყო ევროპის ენერგო ბაზარზე, რომელიც უმოკლესი გზით - სირიისა და თურქეთის გავლით უნდა გასულიყო და მიერთებოდა თურქეთის გაზის გამანაწილებელ სისტემას, რაც რუსეთისთვისაც და ირანისთვისაც აბსულუტურად მიუღებელი პროექტი გამოდგა და ამიტომაც მოაწყეს სირიაში ის, რაც მოაწყეს და რამაც, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. პარალელურად კი რუსეთი დაკავებული იყო "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაყვანით, რომელმაც კრელის წარმოდგენით, უნდა ჩაანაცვლოს უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე გაყვანილი გაზსადენი, რომლითაც აქამდე მარაგდებოდა ევროპის გარკვეული ნაწილი. ახლა კი ამ სატრანზიტო მილით გაზის მიწოდება მცირდება და ამიტომაც მოხდა ევროპაში გაზზე ფასების კატასტროფული მატება.
ამას დაუმატეთ ის პოლემიკა, რომელიც გერმანიასა და აშშ-ის შორის მიმდინარეობდა როგორც უსაფრთხოების საკითხებზე, ისე "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შესახებ და რომელიც რუსეთის სასარგებლოდ არცერთ შემთხვევაში არ დასრულდებოდა, რასაც კარგად უწყოდნენ მოსკოვში და როგორც კი მივიდა დასავლეთი ერთიან სამოქმედო მექანიზმთან ამ საკითხში, რუსეთმაც არ დააყოვნა და დაიწყო ამ თამაშის ერთერთი ბოლო სვლა, რომლის გაგრძელება იქნება ზემოთ მოყვანილი - ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი.
ცალკე უნდა გამოვყო რუსეთისათვის დაწესებული ტექნოლოგიური ემბარგო, რომელიც სსრკ-ს დაშლის დროიდან მოჰყვება და პუტინი ამაზეც ძალიან გაბრაზებულია. თვლის რომ დასავლეთმა მოატყუა და მიუხედავად "დემოკრატიზაციისა" ეს ემბარგო არ იქნა მოხსნილი. ტექნოლოგიების მიწოდება/მიყიდვაზე შენარჩუნებული შეზღუდვა განაპირობებს, რუსეთის ზოგად ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობას, თუმცა იმ სიველურის დემონსტრირების პირობებში, რომელსაც ეს ქვეყანა ახდენს პერმანენტულად (დაახლოების 6 წლიანი ინტერვალით), სრულიად ლოგიკურია, რომ არც იქნებოდა მოხსინილი შეზღუდვა და ვიდრე იმ ცივილიზაციურ ხარისხში ავიდოდეს რუსეთ, რომ დასავლეთმა საკუთარი ტექნოლოგიები გაუზიაროს, მანამდე ძალიან დიდი ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს. ამ ტრანსფორმაციის ილუზია შექმნა პუტინმა სწორედ 2007 წლმდე და როდესაც მიხვდა, რომ საინფორაციო სივრცეში გამოყრილი "დემოკრატიის კანფეტებით" დასავლეთს ვერ ატყუებდა, სრულად ხელი აიღო ცივილიზებულობაზე და ერთ დღეში დაბრუნდა სსრკ-ს იდეოლოგიას. შესაბამისად ის ემბარგო, რომელზეც ამ ნაწილშია ლაპარაკი, ბუნებრივად შენარჩუნდა და შენარჩუნდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც რუსეთი გააგრძელებს დედამიწის ამ ნაწილში, ცივილიზაციის შემოღწევის დაბლოკვას! ტექნოლოგიები კი ისე შორს მიდის რომ ხვდებინ კრემლში, რამდენიმე წელიწადში სრული უაზრობა იქნება ყველაფერი, რაც ახლა რამენაირადმე მაინც ათანაბრებს მათ განვითარებულ ქვეყნებთან. არსად წასულა ხრუშჩოვის მიერ გაჟღერებული მაგრამ ამჟამად ქვეცნობიერად გატარებული - "დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას" რბოლაც, რომელიც ამ ერის ფსქოლოგიაში ღრმად ფესვებგამდგარ - თვითშეასების დეფიციტს ააშკარავებს!
რუსებთან ასევე ძალიან დიდი პრობლემა აქვს დასავლეთს, სარაკეტო შეიარაღების თვალსაზრისით. განსაკუთრებით პრობლემაა ახლო და საშუალო მოქმედების რაკეტები, რომლის შესახებ გაფორმებული შეთანხმებიდან Wiki-link, რუსეთი ცალმხრივად გავიდა და გავიდა ისე, რომ აშშ-ი დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში, ახალი შეთანხმება კი ჯერ არ გაფორმებულა და როგორც ჩანს ჯერჯერობით არც გაფორმდება.
პუტინის კრემლის კაბინეტის ფანჯარაში დახატული ვარდისფერი სურათი, საკუთარი დიადი გამარჯვებისა და ზესახელმწიფოს აღდგენის შესახებ, გააუფერულა კოლექტიური დასავლეთის იმ ხარისხით კონსოლიდაციამ, რომელსაც ახლა ყველა ვადევნებთ თვალს. შესაბამისად, პურტინის სტრატეგების შეცდომად უნდა ჩაითვალოს ის რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლა, შეაფასეს მარცხად და მის დასუსტებად. ფაქტია ამ მოველნიდან მალევე გამოჩდა, თითქოს მიეცათ იმედი, რომ გარღვევა საკუთარი ინტერესების დასაცავად შესაძლებელი იქნებოდა, ვიდრე ვაშინგტონი გადაწყვეტდა ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების განთავსების საკითხსა და დაკავებული იქნებოდა მისი "მიტოვებით" გამოწვეულ პოლიტიკურ შედეგებთან გამკლავებით, რაც ასევე არასწორი გათვლა იყო და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, ისეთი ქაოტური შედეგებით არ მომხდარა, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ტრანსლირებდა. ვერც ის პოლიტიკური შედეგი ვნახეთ პერსონალურად აშშ-ისთვის, რომელსაც შეეძლო ვაშინგტონის იმდენად გათიშვა, რომ რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპის ხელახალი ოკუპაციის შესაძლებლობა მიეცა!
ბოლომდე რომ კარგად გავიაზროთ ის, თუ რას ესწრაფვის რუსეთი და რა შედეგი უნდა რომ მიიღოს, არის კიდევ ერთი ძირძველი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და რომელიც ამავე დროს ძალზედ ბანალური და აბსურდულია. რატომღაც ყველა მსჯელობაში, რომელიც რუსეთს ეხება, ეს ფაქტორი გამორჩენილია უმეტესწილად. წარსულში სსრკ-ს და ამჟამად მისი სამართალმემკვიდრე, რუსეთის ქმედებების მთავარი ამხსნელი ფაქტორი არის - "ტოტალური განსხვავებულობის სურვილი, დასავლეთ ცივილიზაციისგან, აბსულუტურად ყველაფერში"!
ამიტომაც არის მიუღებელი ის ცივლიზებულობა, რომელიც დღეს არის დომინანტური კულტურა დედამიწაზე და რუსეთს უნდა შემოგვთავაზოს საკუთარი ვერსია ცივილიზაციისა, რომელსაც არანაირი ისტორიული, ანთროპოლოგიური ან კულტურული საფუძველი არ გააჩნია!
ამ სტატიაში მოკლედ და ზედაპირულად შევეცადე იმ ძირითადი ფაქტორების ჩამოთვლას, რომელმაც დღეს არსებულ ესკალაციამდე მოგვიყვანა. აქვე დავამატებ რომ კრემლის პოლიტიკის კონტექსტში, გასული წლების განმავლობაში ალბათ ყველა ჩვენთაგანს მოგვხვედრია ყურში, თვად რუსული პროპაგანდის მიერ ხშირად გამოყენებული ფრაზა "მნოგო ხადოვკა". ამ ტაქტიკის მთავარი მუხანათობა იმაშია, რომ არასოდეს იცი, თუ რომელი ნაბიჯია ბოლო ან გადამწყვეტი. თუმცა ულტიმატუმი, რომელიც ახლა წაუყენა პუტინმა დასავლეთს, აღნიშნული სტრატეგიის ერთერთ ბოლო ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ მაგრამ არა სულ ბოლო ნაბიჯად.
როგორც ვხედავთ, ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ დღეს მიმდინარე ესკალაციის მთავარ კატალიზატორად. მრავალფაქტორულია მიზეზი, რომელმაც პუტნი და მისი სტრატეგები ამ ნაბიჯამდე მიიყვანა. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ კრემლი საკუთარი "ტრანსფორმირებული რეალობის" მსხვერპლი იყოს და სჯეროდეს იმ პერსონალური სიდიადის, უანალოგობის, რომელსაც რუსული პროპაგანდა ტრანსლირებს...
Комментариев нет:
Отправить комментарий