Страницы

понедельник, 1 февраля 2016 г.

დორენკო: მალე თურქეთთან გვექნება ომი (ვიდეო/video)

ცნობილი რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო, გადაცემა "Реплика"-სთვის ჩაწერილ კომენტარში ანვითარებს აზრს რომ სულ მალე რუსებს, თურქებთან ომი ექნებათ.
პათეტიკური ტექსტით აღნიშნავს მიზეზებს რომელმაც შეიძლება ეს ომი გამოიწვიოს და ბოლო დროის დაძაბულობის ფონზე, რუსულ მედიაში გააქტიურებულ მოსაზრებას ანვითარებს. რომლის თანახმადაც თურქეთი გეგმავს უახლოეს მომავალში სირიის ტერიტორიაზე შეჭრას და შესაბამისად, რუსეთს მოუწევს სირიის სუვერინიტეტის დაცვა (?!). დორენკო პარალელს ავლებს თურქეთთან მოსაზღვრე სირიის რაიონებსა და დონბასს შორის. ომის დაწყების მთავარ მიზეზების ახსნისას კი, ორი ქვეყნების ლიდერების "პრობლემებზე რაგირების სტილს" უსვავს ხაზს და ასკვნის რომ ომი მალე დაიწყება!
 რამდენად ახდება დორენკოს წინასწარმეტყველება ღმერთმა უწყის, თუმცა საგულისხმოა მისი კომენტარი გამომდინარე იქიდან რომ ის, კრემლის პროპაგანდისტული მართვის სტრუქტურებთან დაახლოებული და ერთერთი აქტიური განმახორციელებელი ჟურნალისტია, რაც მიუთითებს იმაზე რომ თუ მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით, შესაძლო ომისათვის საზოგადოების შემზადებას არ ისახავს მიზნად, მაშინ კარგად აჩვენებს განწყობებს, რომელიც რუსეთში ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრებშია გავრცელებული, რაც ისეთივე საშიში ფაქტორია, როგორც უკვე გამოცხადებული ომი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий