Страницы

воскресенье, 31 января 2016 г.

თურქეთის სამხედრო ავიაცია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გუშინ საღამოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელშიც რუსული სამხედრო ავიაციის მიერ, ქვეყნის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, თურქეთის სამხედრო
საჰაერო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნენ მოყვანილები. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი სააგენტო "Anadolu" აქვეყნებს წყარო. საბრძოლო მზადყოფნის გამოცხდება ითვალისწინებს მორიგე პილოტების მხრიდან დარღვევაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას, ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, რაც ზრდის რისკებს განმეორდეს გასული წლის 24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი, როდესაც თურქმა პილოტებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.  პარალალურად რუსული ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერი სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ რუსულმა ავიაციამ დაბომბა ლტოლვილთა ბანაკი თურქეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს წყარო. გარდა ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვისა, ერდოღანის გუშინდელი განცხადებიდან ირკვევა რომ რუსები ასვე ბომბავენ თურქომანებით დასახლებულ რაიონს, საიდანაც ბოლო დღეების განმავლობაში ლტოლვილთა ახალი ნაკადი გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე.
 ტრადიციულად რუსები უარყოფენ ყველაფერს და გუშინ უსწრაფესად გამოემხმაურა ერდოღანის განცხადებას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი, რომელმაც განაცხადა რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, პროპაგანდისტული მიზნებით გაკეთებული უსაფუძვლო განცხადებაა წყარო
 რუსების მიერ უარმყოფელ განცხადებას მოჰყვა განცხადებები NATO-სა და ვაშინგტონიდან, რომლებმაც დაადასტურეს რუსული ბომბდამშენის СУ-34 მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცსის დარღვევა და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს წყარო
 რუსულ სამხედრო საიტებზე "უცნაური" აქტივობა შეიმჩნევა თურქეთის მიმართულებით და გუშინდელი განცხადების შემდეგ, მუსირებს აზრი რომ თურქეთი ემზადება სირიაში სრულმაშტაბიანი შეჭრისათვის ბმული, რომლის ერთადერთი შემაკავებელი ფქტორიც რუსეთია. 
 მოველენათა განვითარება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და მთელი რიგი პროცესები წინ გვაქვს. რა სახეს მიიღებს დღევანდელი ესკალაცია ძნელი სათქმელია და დამოკიდებულია, სირიაში მოქმედი რუსული სამხედრო ავიაციის მოქმედებაზე. თუ კი მათ განაგრძეს თურქების პროვოცირება, ეს იქნება ნიშანი იმისა რომ რუსები მიდიან მაქსიმალურ ესკალაციაზე და გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშია მიღებული, რომელსაც სირიის სამხედრო კამპანიის ლოგიკიდან გამომდინარე გადასაჭრელ ამოცანებთან, არავითარი კავშირი არ აქვს.

ასევე წაიკითხეთ:






Комментариев нет:

Отправить комментарий