საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ევროპაში. კერძოდ კი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, პოლონეთის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა.
ანდჟეი დუდას არჩევის შემდეგ, პოლონეთი ერთგვარი ინტეგრატორი გახდა ბალტიისა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. დაიწყო ლაპარაკი კარგად მივიწყებულ პროექტ "Междуморье"-ზე (Wiki-link), რაც იმის მაჩვენებელი იყო რომ პოლონეთი, რეგიონში დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური დომინანტობის შემცირებასა და საკუთარი როლის გაზრდას იწყებდა.
ეს ყველაფერი დაადასტურა 29 იანვარს, პოლონეთის სეიმში ქვეყნის საგარეოს აქმეთა მინისტრის გამოსვლამ, რომელიც საკმაოდ ვრცელი და საინტერესო აღმოჩნდა, საკითხების იმ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რომელშიც ის ამ გამოსვლაში შეეხო. ერთერთი ასეთი საკითხთაგანი იყო ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი "აღმოსავლეთ პარტინიორობის" პროექტი, რომელიც პოსტასაბჭოთა ქვეყნების ევროპასთან დაახლოების ხელშესაწყობად, სწორედ პოლონელი და შვედი საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, 2008 წელს დაიწყო. ვიტოლდ ვაშიკოვსკის თქმით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტით გათვალისწინებული შედეგი მიღწეული არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დასავლეთ ევროპამ, ის რეალური საინტეგრაციო მექანიზმად კი არა, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის ბუფერული ზონის შექმნისთვის გამოიყენა. მისი თქმით ამ პროექტმა მონაწილე ქვეყნებს ილუზია შეუქმნა, რაც ვერ ჩაითვლება პროექტის დადებით მხარედ და ამიტომ უმჯობესი იქნება თუ მისი წარუმატებლობას გავაცნობიერებთ და ახალ, უფრო პროდუქტიულ პროექტს შევქმნით-ო. მინისტრის გამოსვლა გაჯერებული იყო გერმანიის საერთაშორისო პოლიტიკის ოპონირებით, თუმცა ვაშიკოვსკის განცხდებით პოლონეთი ასეთი პოლიტიკით არ ცდილობს გერმანიისგან დაშორებას. ის ცდილობს ბრიტანეთსა და ვიშეგრადის ოთხეულთან (Wiki-link) დაახლოებას(?!). საგარეო საქმეთა მინისტრი უკმაყოფილოა იმით რომ რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად შექმნილ, არცერთ სამშვიდობო ჯგუფში (ნომრანდიული ოთხეული, მინსკის ჯგუფი) არ იქნა შეყვანილი, რაც ლოგიკურად პრობლემურია პოლონეთისთვის და კარგად აისახა ეს დამოკდებულება მის მიერ ნათქვამ ფრაზაში - "მითია ის მტკიცებულება რომ კარგი აღმოსავლური პოლიტიკის გატარება მხოლოდ ევროკავშირის გავლით არის შესაძლებელი". ამ კონტექსტში მინისტრმა ევროკავშირის ბიუროკრატიულ სიტლანქეზეც მიუთითა.
საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაში, ქვეყნის და ევროპის უმთავრეს საფრთხედ რუსეთი იქნა გამოცხადებული. ზედმიწევნით კარგად იქნა ჩამოყალიბებული ის საფრთხეები და მიზენები, რომელიც რუსეთს აქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით წყარო და მის გამოსვლაში შეინიშნებოდა ამ საფრთხის გაცნობიერების ხარისხი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით.
ევროსტრუქტურებსა და პოლონეთს შორის ოპონირების პირველი ეპიზოდი, ერთი თვის წინ მედიის შესახებ ვარშავაში მიღებულ კანონს მოჰყვა. კავშირის მედიარეგულატორებმა მიიჩნის რომ ახალი კანონი, საშუალებას მისცემდა პოლონეთის ხელისუფლებას გაეკონტროლებინა მედია წყარო. მაშინ დუდას მხარდამჭერების მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება რომ აღნიშული კანონის მიღება, საჭირო იყო რუსული პროპაგანდის წინააღდმეგ ბრძოლის ეფექტურობისთვის. თუმცა ასეთი ფორმულირება ოფიციალურ დონეზე მას არ მისცემია.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий