Страницы

вторник, 2 февраля 2016 г.

ყველაზე და ყველაფერზე გაბუტული პარლამენტი!

თვალშისაცემია რომ საქართველოს ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობა, გაბუტულ პოზიციაში დგომის დიდოსტატია და ყველა იმ ინსტიტუტის მიმართ რომელიც დიდი ალბათობით ბიძინას არ მოსწონ, გაუგონარ ბუტიაობას ამჟღავნებს. ჯერ იყო და პრეზიდენთან იყვნენ უმძრახად, თანაც ერთთან კი არა ორთან.
სააკაშვილთანაც იუმძრახეს ვიდრე ამის საშუალება ჰქონდათ, შემდეგ კი მათი რიგებიდან პარტიზანულად გასული მარგველაშვილი აითვალწუნეს და ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ერთი არ უგინებიათ თორემ ყველაფერი უქნეს. ვიღაცისთვის ეს შეილძება არც არანაირი პრობლემა არაა და უხარიათ კიდევაც რომ ასეთი "პრინციპულები" არიან მეოცნებე პარალამენტარები, თუმცა ეს ასე არ არის და ყველაფერი ეს, მეტყველებს იმაზე რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობისა არაფერი გაეგებათ რა.
 ის რომ ღარიბაშვილის პირობებში, მარგველაშვილის მოსმენა არ უნდოდათ, ერთგვარ კანონზომიერებად იყო დადგენილი და არც არავის შექმნია იმის ილუზია რომ ამ ქიშპაობას სამუშაო შინაარსი ჰქონდა. იმდენად მარგინალური გახადეს თავად მარგველაშვილი რომ საზოგადოებასაც დიდად არ მოუწადინებია მისი დაცვა. ეს კი იმან განაპირობა რომ ის მართლაც პარტიზანულად აიპარა პრეზიდენტის სასახლეში და გამაგრდა. ამ ეპიზოდში ყველაზე მძიმე შედეგი იყო ის რომ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოც ფუნქცია დაკარგულ ორგანოდ გადაიქცა და არავის მოუკითხავს მის ფუნქციას რომელი უწყება ასრულებდა, ვინ ზრუნავდა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. 
 ეხლა კი ვადა დასრულებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა სამიზნე და პარალამენტარებმა, ბიძინას ღვარძლი მასზე ანთხიეს. არაფრისდიდებით არ უნდათ მისი ანგარიშის მოსმენა და იმდენ სისუსელელს იძახიან, გული გისკდება კაცს. 
 აბა დაფიქრდით, თუ კი საქართველოს პარლამენტის მთავარი ძალა, რომელსაც ხელეწიფება კანონშემოქმედება, რომელი კანონებიც ყოველ ჩვენთაგანს ეხება, როგორ შესძლებს ისეთი კანონების მიღებას და ქვეყნის ადმინისტრაციული მართვის ბაზის შექმნას რომ სასრგებლო იყოს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის, თუ კი მათ არ შეუძლიათ ისეთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი მოსმენა, როგორიც ეროვნული ბანკია? 
 ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრობლემა იქნებოდა ისე წასულიყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, ეროვნული ვალუტის ასეთი კრიზისის ფონზე რომ არ გაეკეთებინა ანგარიში ხალხის რჩეულების წინაშე! ეს იქნებოდა დიდი სკანდალი და ეჭვების საფუძველი რომ იქ ყველაფერი წესრიგში არ იყო. ამ შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ და ის ეჭვები უკვე არა ბანკის ხელმძღვანელის მიმართ, არამედ უმრავლესობისა და მის მიერ მხარდაჭერილი აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ჩნდება. 
ასეთივე აუტანლობა და გაბუტულობა სჭირთ უმრავლესობას საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა ფუნქციაც, დაკვირვება და კრიტიკული შენიშვნებზე დაყრდნობით, რეკომენდაციების შემუშავებაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროპის საბჭოს მიმართ ატეხილი ლანძღვა-გინება, ქართველი პარლამენტარების მხრიდან. 
 მექმნება შთაბეჭდილება რომ ამ ხალხმა დღემდე ვერ გააცნობიერა სად არიან და რა პასუხისმგებლობა ქვთ დაკისრებული. ვერც იმას ხვდებიან თუ რა საჭიროა სახელმწიფოში არსებული ინსტიტუტები, რომლებიც  მათგან დამოუკიდებლად ქმნიან პროცესებს. ასეთი ინსიტუტტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. 
 ჩემის აზრით ეს განპირობებულია იმით რომ მათთვის, გაუგებარი ყველა ის პროცესი რომელშიც მთავარი "პელე" არ არის ჩართული და ვერ ხედავენ უამრავი მექანიზმის არსებობის აუცილებლობას მაშინ, როდესაც ჰყავთ ასეთი "პელე"! ეს არის და ეს მეოცნებეების ფილოსოფია, ამიტომაც არის ქვეყანაში ის ვითარება, რომელიც არის.
 დღეს მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარი თვალით ხედავს მხოლოდ აისბერგის წვერს და ვერ ხედავს სიღრმეში დამალულ მთავარ ფუნდამენტს. ეს კი ნელნელა ზემოთ იწევს და მდორეთ ითრევს ქვეყანას პრობლემების მორევში, რომელთა მიზეზების დადგენის საშუალებაც რიგით მოქალქეებს არ აქვთ.
 ფაქტია, პროცესი ძალიან არასახარბიელო და შეიძლება ითქვას საშიშია ქვეყნისთვის მაგრამ, ცუდია ის რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ პრობლემებისთვის ნათელის მოფენა შეუძლია, იმდენად არის მარგინალიზებული რომ მათ კომენტარებს არავითარი აზრი არ აქვს. მითიური "საშინელებების" საფუძველზე შექმნილი შიშით, რიგითი ქართველები ყველაფერზე თანახმანი არიან, ოღონდაც ის მითიური ურჩხული მათ არ შეეხოს... თუმცა კი არცერთ მათგანს ეს ურჩხული არ უნახავს და არ შეხებია. ის რაც შეეხოთ და ნახეს კი "ფოკუსნიკმა" ფასადურ შოუებად შეურაცხა და დაიჯერეს რომ გზა რომელზეც დადიან დღემდე ბუტაფორიულია!
 ალოგიკურობა გამიგია მაგრამ ასეთი როგორიც ეხლა ჩვენს საზოგადოებას სჭირს - არსად ადა არასოდეს!

ასევე წაიკითხეთ:







Комментариев нет:

Отправить комментарий