Страницы

пятница, 15 января 2016 г.

ყაზახეთში უცნობი არსება აღმოაჩინეს (ვიდეო/video)

ყაზახეთის ქალაქ კოსტანაეს მახლობლად ერთერთ აულში, სკოლის ტექნიკურმა პერსონალმა აღმოაჩინა ამ დრომდე მეცნიერებისთვის უცნობი არსება, რომელსაც ჰოლივუდური ფილმის "უცხოს" მსგავსები გამო, "ბაგანალელი უცხო" შეარქვეს.
მპოვნელის თქმით, არსება იპოვა ნახშირის გროვაში, რომელიც ჯერ კიდევ კვერცხში იყო -35 გრადუს ტემპერატურაში. ყოველ შემთხვევაში რაგბის ბურთის მსგავსი ფორმის გარსში იყო მოთავსებული და ნახშირის ნიჩაბით აღების დროს შემთხვევით გახეთქა, რომლიდანაც ორთქლი ამოვიდა და სითხე გადმოიღვარა. სითხესთან ერთად კი ეს არსებაც გადმოვარდა წყარო. არსება გარეგნულად ჭიაყელას წააგავს, თუმცა უცნაურია ის რომ აქვს საკმაოდ ბასრი კბილების ორი რიგი და  ევგენი კუზნეცოვის თქმით (მპოვნელი) გარკვეულ მომენტში მისკენ საკბენადაც კი გაიწია. მოგვინებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით არსების უცნაურობა კიდევ იმაში მდგომარეობს რომ ის შეხებისას ფერს იცვლიდა და შეხებამდე რუხი ფერის ორგანიზმი, შეხების შემდეგ მწვანდებოდა. მპოვნელის შვილმა პატარა გოგონამ, არსებას ხის ნაფოტი მიუგდო რომელის შეჭმასაც არსება შეეცადა და მათი მონაყოლის მიხედვით, იმდენად ძლიერად ჩაკბიჩა რომ ნაფოტი გატეხა. ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლის თქმით ნახშირი რომელიც სკოლის ეზოში იყო, მოპოვებულია მაიკუბენსკის საბადოში, რომლის ფორმირებაც 40-50 მილიონი წლის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით არსება 6 საათში მოკვდა და ამის შემდეგ 6 დღის განმავლობაში სითბოში იმყოფებოდა და არ გახრწნილა, რაც კიდევ ერთი უცნუარობაა.
 ევგენო კუზნეცოვმა და აულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, აღმოჩენის შესახებ შეატყობინეს რაიონული ცენტრის ეპიდომოლოგიურ სამსახურს, რომლებიც ჩავიდნენ ადგილზე და უცნობი ორგანიზმი დაათვალიერეს. რის შემდწგაც ის საკუთარ ლაბორატორიაში წაიღეს და ამ დრომდე მათთან ინახება მაცივარში, გაყინულ მდგომარეობაში. ხოლო კუზნეცოვის სახლი, სადაც არსების ორგანიზმის ინახებოდა ყოველ შემთხვევაში დეზინფექცია ჩაუტარეს. ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას რაიონის ეპიდომოლოგიის სამსახურის უფროსმა განაცხადა რომ ამ დრომდე, ვერ იპოვეს მეცნიერები რომლებიც ორგანიზმს ანალიზს ჩაუტარებენ და დაადგენენ მის წარმოშობას, რადგან ადგილობრივი რესურსით მისი წარმომავლობის დადგენა ვერ ხერხდება წყარო


ადგილობროვები იხსენებენ რომ მონღოლეთში არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც გობის უდაბნოში ცხოვრობს არსება, რომელიც მიწის ქვეშ არსებობს და ნადირობს ადამიანებზე, მათი თქმით ყველასთვის ცნობილი ჰოლივუდური ფილმი "Tremors" (მიწის ზანზარი) სწორედ ამ ლეგენდის მიხედვით არის გადაღებული და ამ ლეგენდაში აღწერილ ურჩხულს, ძალიან ჰგავს ყაზახეთში ნაპოვნი არსება.
 ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ რომ ჟურნალისტების ყურადღების შედეგად გამოჩნდებიან მეცნიერები, რომლებიც ორგანიზმის შესწავლას მოახდენენ და გასცემენ კითხვებზე პასუხს, რომელიც ადგილობრივ მოსახლოებას არსების პოვნის შემდეგ გაუჩნდათ.

ასევე წაიკითხეთ:







Комментариев нет:

Отправить комментарий