რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ალექსანდრე ტკაჩოვს, გრმანიამ ვიზა არ მისცა იმის გამო რომ ის ირიცხება იმ პირთა სიაში, რომელშიც სანქცია დადებული პირები ირიცხებიან.
ტკაჩოვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია რომ აღნიშულის გამო, რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას გერმანიაში გასამართ საერთაშორისო აგრარულ გამოფენა "მწვანე კვრეულში" წყარო.
თავისთავად ის რომ რუსი ჩინოვნიკების მიმართ ასეთი სანქციები ტარდება კარგია, მათი შეფხიზლებისთვის მაგრამ ამ ეპიზოდს მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც იმდენად რამდენადაც მსაგავს ფორუმებზე, რუსებთან ერთად ხშირად აფხაზი სეპარატისტებიც დადიან და იყენებენ ამ შესაძლებლობას ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, დამოუკიდებელ ქვეყნად წარმოჩენისთვის. ამ თემაზე არაერთხელ დამიწერია რომ აფხაზი სეპრატისტები რუსეთის სავაჭრო პალატისა თუ დარგობრივი სამინისტროების დელეგაციებთან ერთად დაიარებიან საერთაშორისო ფორუმებზე და რუსი ჩინოვნიკების გავლენის გამოყენებით, დასავლეთში საკუთარი კონტაქტების გაბმას ცდილობენ. შესაბამისად რუსი ჩინოვნიკების დაბლოკვისა, ავტომატურად დაიბლოკებიან აფხაზი სეპრატისტებიც და მნიშვნელოვნად შეიზღუდება მათი დასავლეთთან კონტაქტი.
ასეთი საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება მას შემდეგ დავიწყე რაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ, სეპარატისტების ვიზიტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების მიმართ აფსულუტური უმოქმედობა დავინახე. კარგია ის რომ გარკვეული მოვლენები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობენ, მაინც ახდენენ გავლენას ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე თორემ, ესეც რომ არ იყოს და სეპარატისტებს რუსებთან ერთად, ისევ ისეთივე მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორიც სანქციების დაწესებამდე ჰქონდათ, არაღიარების პოლიტიკის განხორციელებითვის წინა წლებში მიღებული ზომები, წყალში ჩაყრილი იქნებოდა.
ასევე წაიკითეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий