დღეს, თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ცნობილი გახდა რომ თურქეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ქვეყნის არმიამ 48 საათის განმავლობაში 500 საარტილერიო იერიში მიიტანა რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე სირიასა და ერაყში.
დავითოგლუს განცხადებით, შედეგად მოკლულია 200 ტერორისტი და ეს დარტყმები გასტანს მანამდე, ვიდრე რადიკალი ისლამისტები არ დატოვებენ თურქეთის საზღვრის მიმდებარე რაიონებს წყარო.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ტერორისტი ვინაობა, რომელმაც თავი აიფეთქა სულთანახმედის მოედანზე, ტურსიტების ჯგუფის გვერდით, მოსალოდნელიც იყო რომ თურქული არმია გარკვეულ ქმედებებს განახორციელებდა შურისძიების მიზნით და დიდი ალბათობით, ასეთი ნაბიჯის მიზანია ტერორისტებისთვის იმის ჩვენება რომ რეაქცია, ყოველ აქტზე იქნება სასტიკი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო ასეც მოიქცეოდა. თურქეთს ჰქონდა ინიციატივა შემქნილიყო სირიის საზღვართან ერთგვარი ბუფერული ზონა, რომელიშიც მოხდებოდა ლტოლვილების განთავსება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო ძალების მეშვეობით განხორციელდებოდა წყარო. როგორც ჩანს ამ ტრაგედიის შემდეგ ეს ინიციატივა აქტუალობას შეიძენს და არ არის გამორიცხული, თურქული არმიის ავანგარდში დგომით დაიწყოს ბუფერული ზონის შემქნის ოპერაცია. ასეთი ზონის შექმნა აუცილებელია როგორც თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ისე ევროპისკენ ლტოლვილთა ნაკადის შესამცირებლად და კონტროლის დასაწესებლად იმ ნაკადზე, რომელიც სირიიდან სხვა ქვეყნებში, თურქეთის გავლით გადაადგილდება.
ბოლო ტერაქტის შემდეგ სტამბულში, ექსპერტების მიერ გამოქვეყენბულ სტატიებსა თუ ინტერვიუებში, ლაპარაკია თურქეთში ტერორისტული აქტების განმეორების მაღალ ალბათობაზე და შესაბამისად, თურქული უსაფრთხოების ძალები გადასულები არიან მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე, რომელიც თავის თავში ალბათ ტერორისტული დაჯგუფებისთვის პრევენციული დარტმების მიყენებასაც გულისხმობს.ვითარება რეგიონში სულ უფრო დაძაბული გახდება რადგან სირიაში კონფლიქტის ჩაქრობა ვერადავერ ხერხდება და ამას უამრავი მიზეზი აქვს. რუსეთის სამხედრო ავანტურის შემდეგ სირიაში, შედეგად ISIS-ის გააქტიურება მოჰყვა და ამ კონტექსტში, არ მავიწყდება კადიროვის მიერ კვეხნით ნათქვამი ფრაზა რომ მათ ISIS-ის რიგებში უამრავი აგენტი ჰყავთ წყარო, რაც აჩენს კითხვას რით არის დაკავებული რუსეთის აგენტურული ქსელი ISIS-ის რიგებში? თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსების მიერ განვითარებულ და საქართველოშიც ბევრის მიერ დაჯერებულ ლოგიკასთან, რომ თითქოს თურქეთის ხელისუფლება, აიარაღებს და ეხმარება რტეორისტებ, ვაჭრობს მათთან ნავთობით და ა.შ. მაშინ თუ კი ეს ყველაფერი სიმართლეა, რატომ აწყობენ სისიხლიან ტერაქტებს თურქეთის ტერიტორიაზე და რატომ არ აწყობენ რუსეთის ტერიტორიაზე, რომლის მიერაც, რუსულ პროპაგანდას თუ დაუჯერებთ პრაქტიკულად განადგურებულია ე.წ. "ისლამური სახელმწიფო"?
ასევე წაიკითხეთ:
თურქეთმა რუსული ბომბდამშენი СУ-24 ჩამოაგდო! (ვიდეო/video)
რუსეთში ანტითურქული ისტერიკა მძვინვარებს
რუსეთმა ISIS-ის მფარველობაში აშშ დაადანაშაულა!
რუსეთმა ტერორისტ ისლამისტთა "კარტის" გათამაშება დაიწყო!


Комментариев нет:
Отправить комментарий