Страницы

четверг, 14 января 2016 г.

ვითარება უკრაინაში მინსკის ახალი შეთანხმების ფონზე (ვიდეო/video)

13 იანვარს, მინსკში გაიმართა მორიგი მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგების შესახებაც არაერთგვაროვანი შეფასებებით ვრცელდება.
რუსული მხარე და შესაბამისად სეპრატისტებიც, პესიმისტურად არიან განწყობილები და უკვე გაკეთებულ განცხადებებში ამ შეთანხმების ფიასკოზე ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა მათი შეფასებით, დამნაშავე შეთანხმების დაღრვევაში უკრაინული მხარეა და როგორც დონეცკელი სეპრატისტების თავკაცმა ზახარჩენკომ განაცხადა, ის რომ უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, ნიშნავს იმას რომ მათ არ სურთ სამშვიდობო პროცესისთვის ხელშეწყობა წყარო. ანალოგიური შინაარსისი განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც აცხადებს რომ მისნკის შეთანხმებების დაცვა მოხდება მას შემდეგ, რაც უკრაინა მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს განსაკუთრებული რეგიონების სტატუს მიენიჭებათ წყარო. უკრაინის პერზიდენტი პოროშენკო კი ითხოვს რომ ყოველი პუნტქი რომელზეც იქნება მიღწეული შეთანხმება უნდა გაიწეროს დროში და მათი შესრულების კონტროლი გამარტივდება წყარო.  
 მოლოდინი მინსკის მოლაპრაკების ამ ეტაპისგან იყო ის რომ ფრონტზე შეჩერდებოდა შეტაკებები, თუმცა დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სეპარატისტების მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება არ ხდება და ქაოტური, მაპროვოცირებელი სროლები ისევ მიმდინარეობს. ერთერთი სამხედრო ოფიცერის მიერ უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა რომ სეპარატისტებმა გასული ღამის განმავლობაში 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც უკრიანული მხარისთვის არანაირი მსვერპლი და ზიანი არ მიუყენებია. ოფიცრის თქმით მსხვილკალიბრიანი შეიარაღება გამოყენებული არ ყოფილა და სროლები ძირითადად ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური ცცეცხლსასროლი არაღიდან წარმოებდა წყარო


გუშინ გამართული შეხვედრა, მიმდინარე წელს პირველი იყო, რომელიც შვიდ საათს გაგრძელდა და რაიმე ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა. უკრაინული მხარის მიერ შეხვედრაზე გამოთქმული ინიციატივები მხოლოდ დაპირებებად მოსჩანს და თვლიან ამ დაპირებების შესრულებაზე ლაპარაკი ზედმეტია. 
 ასეთი შეთანხმების პერსპექტივა ჩემის აზრით იმ რაკურსით უნდა განვიხილოთ თუ რამდენად დაცული და შესრულებული იყო წინა შეთანხმებები, რომელთაც წესით დონბასზე უნდა უზრუნველეყოთ მშვიდობა და კონფლიქტის დასრულება, თუმცა ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ შედეგი, მისნკი-1 ისა და მინსკი-2 შეთანხმებებს არ მოჰყოლია. შესებამისად არც ამ ჯერად უნდა იყოს რაიმე სენსაციური შედეგის მოლოდინი, მით უმეტეს რომ რუსები და სეპრატისტების მოთხოვნა, უკრაინული თვალსაზრისით არის ანტისახელმწიფოებრივი და მისი დაკმაყოფილება ვერ მოხდება ვერანაირად. შესაბამისად მთელი ეს დიპლომატიური მოგვარების პროცესი, დამალობანასავით იქნება, რომელიც შექმნის ქმედების ილუზიას და რუსებს მისცემთ საშუალებას აპელირება მოახდინონ მათი თვალსაზრისით პოლიტიკურ საკითხებზე, რითიც ძირითადი საკითხებიდან ყურადღების გადატანას შეეცდებიან. 
 უცნურია რომ დასავლეთი და კერძოდ ევროპელი ლიდერები არ იმჩნევენ იმას რომ რუსეთთან მსგავის სიტუაციებში მოლაპრაკების გამოცდილება არსებობს საქართველოს, ყარაბახის, პრიდნესტროვიის კონფლიქტების სახით და ვერავინ იტყვის რომ ამ მოლაპრაკებებს შედეგი ჰქონდა.  რატომ აქვთ ეხლა იმედი რომ მინსკის მოლაპრაკებებს რაიმე შედეგი ექნება გაუგებარია. 
 მიმდინარე წლის პირველი ნაწილი, უკრაინის ფრონტზე იქნება ისეთივე როგორიც იყო გასული წლის ბოლო 4 თვის განამვლობაში და რაიმე ძირეული გარდატეხა არ მოხდება, თუ კი პოლიტიკური პროცესი ასეთი დამალობანას თამაშით გაგრძელდა. შესაბამისად რუსებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ისეთი საკთხების განხილვის პროვოცირება, რომელიც მიმართული იქნება უკრაინული საზოგადოების ხელსიუფლებისადმი კრიტიკული განწყობების მატებისკენ. თუმცა ამ თვალსაზრისით დრო რუსების წინააღმდეგ მუშაობს და პოროშენკოს ხელისუფლების ის ლეგიტიმაცია რომელიც ჯერ კიდევ არის შერჩენილი, ასეთი განწყობების კრიტიკულ ზღვარამდე მიყვანის ალბათობას ამცირებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ხოლო რუსებისთვის ეკონომიკური კრიზისი იმას უწყობს ხელს რომ გააცნობიერონ რუსეთის რიგითმა მოქლაქეებმა რა დაუჯდათ ჯერ ყირიმის ანექსია და შემდეგ გაგრძელებული კონფლიქტი დონბასზე. თუ ამ ყველაფერს დაემატა გარკვეული მარცხები როგორც დიპლომატიური ისე ფიზიკურ ფრონტზე, კრემლის პატრონის მდგომრეობა ერთიორად გართულდება და გამოიწვევს შიდა მღელვარებას.
 მანამდე კი უკრიანის ფრონტზე, ჩვენთვის "დეჟავიუს" ეფექტის განვითარებას უნდა ვადევნოთ თვალი და ვისმინოთ არაფრისმთქმელი, არაფრისმომცემი შეთანხმებების შესახებ ხმამღალი განცხადებები!

ასევე წაიკითხეთ:

სნაიპერმა უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების ერთერთი ლიდერი მოკლა (ვიდეო/video)

რა მოხდება უკრაინის ფრონტზე ახალი წლის შემდეგ?!

ყირიმელი თათრები ნახევარკუნძულზე დარტყმებისთვის ემზადებიან!

ვითარება უკრაინაში - ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან შეტაკება მოხდა! (რუქა)


Комментариев нет:

Отправить комментарий