ახალი წლის შემდეგ, სამუშაო რეჟიმს დაბრუნებულმა რუსულმა პროპაგანდისტულმა სტრუქტურებმა, კრემლის ახალი სამიზნე გამოააშკარავეს.
ყოველ შემთხვევაში წინა პერიოდთან შედარებით, შესაძლო ახალი მსხვერპლის შესახებ იმატა პუბლიკაციებმა და იმაზე ლაპარაკმა რომ დასავლეთი მიმდინარე წელს მათ მიატოვებს. ლაპარაკია ბალტიის პირეთის ქვეყნებზე რომლებიც რუსული პროპაგანდის სამიზნეები გახდნენ და გასაგებიც არის, აქცენტირება გამომდინარე იქიდან რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ძალების შეყვანა და მიმართულების გაძლიერება მოჰყვა. რუსული პროპაგანდის ცენტრალური თემიდან გამომდინარე, რომელიც NATO-ს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით აშინებს საკუთარ მოსახლეობას, უყურადღებოდ ბალტიის ქვეყნები ვერ დარჩებოდნენ და წარსულში დაბალი ინტენსივობით გაშუქებადი პრობლემური საკითხები, ახალი სიმძლავრით განხილვადი გახდა რუსულ მედიაში. თავდაპირველი აქტივობა რომელიც თვალში მომხვდა, ეს იყო იმის მტკიცება რომ აშშ და რუსეთი ბალტიის პირეთს იყოფენ წყარო და თუ კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა ბალტიისპირეთს, უკრაინასა და სირიას აჩუქებს პუტინს (?!). თავისთავად ასეთი მოსაზრება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება მაგრამ ისეთმა გამოცემებმა გააზიარეს ეს მოსაზრება რომ ძნელი იყო ყურადღება არ მიმექცია წყარო, მით უმეტეს როდესაც ამ მიმართულებით რუსული პროპაგანდის აქტივობა თვალშისაცემია.
ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ასეთი საინფორმაციო კამპანიის წამოწყება აქტიური გახადა ამერიკაში მოსალოდნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და ბვერი ექსპერტი თვლის რომ შესაძლოა პუტინმა გაიმეოროს 2008 წლის საქართველოში ინტერვენციის მსგავად, ამერიკელი პრეზიდენტის ბოლო ვადის გამო შექმნილი ვაკუუმი. ამ თემაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ევგენი კისლოვმა საკუთარ ბლოგზე, სადაც ის 2008 წლისა და 2016 წლების მსგავსებაზე ლაპარაკობს წყარო. კისილოვის ეს სტატია ერთგვარი კრებსითი გამოხატულებაა იმ აზრისა, რომელიც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამოა შექმნილი და ყველას აქვს მოლოდინი რომ კრემლის ასეთი მაღალი სამხედრო აქტივობისა და გართულებული კონფლიქტების გამო, პუტინი შესაძლოა წავიდეს ან არსებული კონფლიქტების უკიდურეს გამწვავებაზე მაგალითად უკრაინაში, საქართველოში, პრიდნესტროვიაში ან ახალი კონფლიქტის წამოწყებაზე და ამ შემთხვევაში ახალი კერის გახსნის შესაძლებლობა ბალტიისპირეთშია. წინაპირობა რომ იქ რუსებს დევნიან უკვე შექმნილია, როგორც ლიტვაში ასევე ლატვიასა და ესტონეთშიც. იქაური ეთნიკური რუსები დიდი ხანია წუწუნებენ "შეზღუდულ უფლებებზე" რომელიც მუდმივი განხილვის საგანია რუსული პროპაგანდის შესაბამისი გამოცემებისთვის და მეტნაკლები აქტივობას ინარჩუნებენ რუსი მკითხველისთვის. აშკარად და ღიად ხდება ბალტიელების მიმართ რუსული საზოგადოების დამოკიდებულების გაუარესება და ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია რუსების მიერ გავრცელებული მოსაზრება რომ ბალტიელები ცდილობენ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ვითარების დესტაბილიზებას. ასეთი მტკიცების უტყუარობის ნიშნად კი ა/წ 7 იანვარს ვილნიუსში, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლიტველი თათრების სათვისტომოს თავმჯდომარესთან შეხვხედრა მოჰყავთ, რომელის შემდეგაც გამართულ პრესკონფერენციაზე, ლაპარაკი იყო ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე თათრების გართულებული მდგომარეობს შესახებ, რაც რუსებმა გადათარგმნეს როგორც ყირიმის დესტაბილიზების მცდელობა და სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნეს შეხვედრის შესახებ სტატია წყარო.
ლატვიელების შემთხვევაში რუსები იმიტომ არინ ბოლო დროს "გაბრაზებულები" რომ მმართველი კოალიციაში შემავალი ერთერთი პარტიის თავმჯდომარემ, რომლებიც მეტნაკლებად ნაციონალიტური იდეების მატარებლები არიან, გააჟღერა ინციატივა გადაიყვანონ რუსულ ენოვანი სკოლები სახელმწიფო ენაზე წყარო, რაც რა თქმა უნდა რომ ისევე იქნება გამოყენებული რუსი ერის ლატვიელებზე გაბრაზებისათვის, როგორც ეს უკრაინაში მოხდა.
ალბათ შეამჩნიეთ რომ რუსული აგრესიი განხორციელების მიზეზები არ იცვლება ფუნდამენტურად და მხოლოდ დეტალებშია სხვაობა. ჩვენს შემთხვევაში თუ კი რუსული პასპორტის მქონე და შესაბამისად რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზეზით შემოვიდა 2008 წელს, უკრაინასა და ბალტიისპირეთს, რუსულ ენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით უვარდება... ეს სერია უკვე ვნახეთ უკრაინაში!
ერთია კრემლის სურვილები და მეორე ის რეალობა, რომელიც ამ რეგიონშია შექმნილი და რომელიც, სამხედრო კომპონენტის გაძილერების თვალსაზრისით გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად შეიცვალა. ალიანსის ნაბიჯები რა თქმა უნდა განპირობებული იყო რუსეთის გეგმებით, რომელიც დიდი ალბათობით 2014 წელშივე ცნობილი გახდა დასავლეთისთვის და მიიღო წინასწარი ზომები რუსული ინტერვენციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა რუსული პროპაგანდა ამ ყველაფერს ნათლავს როგორც NATO-ს მხრიდან რუსეთზე აგრესიის განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და საკუთარი მაპროვოცირებელი ქმედებები საერთოდ გამოტოვებული აქვს.
ბალტიისპირეთის სამხედრო გაძლიერების მთავარი დანიშნულება იყო სეწორედ რუსეთის გეგმის წინააღმდეგ მოქმედება, რომელიც სავარაუდოდ მდგომარეობდა შემდეგში რომ მოეხდინა ინტერვენცია ალიანსის ახალგაზრდა წევრ ქვეყანაში, რის შედეგადაც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობის გამო, წინააღმდეგობები გაეჩინა ალიანსის წევრებს შორის და ამით ალიანსის იმიჯის შეელახა. პარალელურად შიდა მოხმრებისთვის ამ საკითხით პუტინის რეიტინგი მაქსიმუმ რეკორდს მოხსნიდა როგორც NATO-ს დამამარცხებელი და სიკვდილამდე გაიხანგრძლივებდა საკუთარ ძალაულფებას. ალიანსის რეაქციისა და თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, ასეთი სცენარის განვითარება რუსეთისთვის შეუძლებელი გახდა, თუმცა არ არის გამორიცხული, ზემოთ მოყვანილი ამერიკული ფაქტორის გამო მართალაც ჩათვალოს რომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა მოკლევადიან კანფუზში იქნება და ეს აღიქვას შესაძლებლობის ფანჯარად, რომელსაც გამოიყენებს ინტერვენციისთვის, თუმცა ფაქტია რომ აშშ-ს გარეშეც NATO-ს ძალები შესძლებენ პირველი რეაგირების მოხდენას და რუსეთი ამ ნაბიჯით გარისკავს იმ მინიმუმ შესაძლებლობებსაც კი, დასავლეთთან მოალაპარაკების თვალსაზრისით, რომელიც გააჩნია და საბოლოოდ დაიმტკიცებს ინტერვენტის იმიჯს, რომელსაც ვეღარანაირი პროპაგანდისტული აქტივობებით ვეღარ გაამართლებს და შედეგად მიღებული იზოლაცია გაახდება იმდენად პრობლემური რუსეთის თითოეული მოქალაქისთვის რომ შიდა კატაკლიზმი გარდაუვალი გახდება და მაქსიმალურად დააჩქარებს კრემლის კაბინეტებში პერსონების გამოცვლას.
ჩემის აზრით რუსეთის ინტერვენცია ბალტიის პირეთში მოცემულ ვითარებაში, ძალზედ დაბალია და მთელი ეს პროპაგანდისტული დამუშავება უფრო ახლო მომავლისთვის განწყობების მზადებაა. თუ კი პუტინი მართლაც გადაწყვეტს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მინუს ეფექტის გამოყენებას, ის ამას გამოიყენებს ან უკრაინაში ან საქართველოში რადგან ამ მიმართულებებით უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ბალტიისპირეთში.
თუმცა კი რაიმეს გამორიცხვა ძნელია როდესაც საქმე რუსეთსა და მის ამჟამინდელ ლიდერს, პუტინს ეხება. ის რაც ნავთობის ფასებთან დაკავშირებით ხდება, ზრდის ყველანაირ რისკებს და მიუთითებს იმაზე რომ რუსეთის აგრესიული გეგმები ჯერ შეჩერებული არ არის, რაც აუცილებელს ხდის მისი ეკონომიკისთვის მაქსიმალური ზინის მიეყენებას და ხელშეწყობას ყველა იმ უარყოფითი ფაქტორისთვის, რომელიც რუსეთის საომარ ბიუჯეტს შეამცირებს. არსებული მოცემულობისა და რუსული დაუოკებელი აგრესიულობის გამო კი მაღალი რისკის ზონაში საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მოხვდნენ რომლებსაც საკუთარი უსაფრთხოება, NATO-ს უსაფრთხოების ქოლგით მეტნაკლებად უზრუნველყოფილი აქვთ!
ასევე წაიკითეთ:
NATO-მ ევროპის ხუთ ქვეყანაში მაშტაბური წვრთნები დაიწყო!
პოლონეთი, უკრიანა და ლიტვა ერთობლივი ბრიგადის შემქნას აპირებენ!
პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ახალი ევროპული ბლოკის შექმნის იდეით გამოვიდა!
დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!
ასევე წაიკითეთ:
NATO-მ ევროპის ხუთ ქვეყანაში მაშტაბური წვრთნები დაიწყო!
პოლონეთი, უკრიანა და ლიტვა ერთობლივი ბრიგადის შემქნას აპირებენ!
პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ახალი ევროპული ბლოკის შექმნის იდეით გამოვიდა!
დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!


Комментариев нет:
Отправить комментарий