Страницы

вторник, 12 января 2016 г.

სტამბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტურისტების ჯგუფთან თავი აიფეთქა! (ვიდეო/video)

დღეს დილით ადგილობრივი დროით 10:20 სთ-ზე, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა სტამბულში, სულთანახმეტის მოედანზე, სადაც წინასწარი ინფორმაციით თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი ტურისტების ჯგუფის სიახლოვეს წყარო.
ებრაული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია 10 და დაშავებულია 15 ადამიანი. გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ტურისტები. ამ წუთებში სტამბულში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და შემთხვევის ადგილის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ, იუწყება ადგილობრივი გამოცემა hurryet.com. სტამბულის გუბერნატორმა საგანგებო შეხვედრა გამართა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რასაც სავარაუდოდ მოჰყვება ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებში უსაფრთხოების ზომების გაზრდა. სულთანახმეტის მოედანიც სწორეს ერთერთი ასეთი პოპულარული ადგილია, სადაც ყოველთვის უამრავი ტურისტია.
 ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორაცია თვითმკვლელის ვინაობისა და დაჯგუფების კუთვნილების შესახებ. არც რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია თავის თავზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზება. ვერსიებიდან კი შესაძლოა იყოს როგორც ISIS-ი, ისე ქურთული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთანაც თურქეთის არმიას ბოლო დროს გააფთრებული ბრძოლები აქვს და ამ ბრძოლაში თურქეთის სამთავრობო ძალები იმარჯვებენ. 
 სირიის კონფლიქტის უკიდურესად გართულების შემდეგ და იქიდან მიგრანტების უზარმაზარი მასისი თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევის შემდეგ, თურქეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა და ტერორისტული აქტებიც ხშირი გახდა წინა წლებთან შედარებით.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იმყოფებოდნენ თუ არა შემთხვევის ადგილას საქართველოს მოქალაქეები. სავარაუდოდ მოგვიანებით საქართველოს საელჩო თურქეთში გაავრცელებს დაზუსტებულ ინფორმაციას.



ასევე წაიკითხეთ:









Комментариев нет:

Отправить комментарий