Страницы

вторник, 12 января 2016 г.

როგორ შევჭამეთ რუსული "განხეთქილების ვაშლი"

ის ფაქტი, რომ დღეს რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის, "Gazprom"-ის საქართველოში შემოსვლის თუ წილის ზრდის ალბათობის წინაშე დავდექით, შედეგია იმ ნიჰილიზმისა ოკუპაციის საკითხისადმი, რომელიც 2012 წლის, ღირსების აღდგენის შემდეგ
დაგვემართა. უამრავი ქართველი, თვალს ხუჭავდა აშკარა კოლაბორაციონისტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლების "გურუ", ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები დგავდნენ. არაცერთ ამ ნაბიჯზე, საზოგადოებრივი რეაქცია არ ყოფილა სათანადო და მრავალნი, იმედის თვალითაც კი იყურებოდნენ ჩრდილოელი დამპყრობლის მხარეს.
 ზოგადად, სოციალური პროცესები დროში გაწელილია და ერთიანი ლოგიკის დანახვა, დაუკვირვებელი თვალისთვის ძნელია. თუმცა, პრორუსული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ იმდენად აშკარა და თანაც უხეში ფორმით ხორციელდებოდა, რომ ძნელი იყო თვალის არიდება და ვერ დანახვა. პირადად მე ხშირად დამიწერია ამ მოვლენების შესახებ და ვწერდი ძირითადად იმაზე, რომ რუსების მხრიდან ხდებოდა ქართული საზოგადოების განწყობების ზონდირება. ამოწმებდნენ რეაქცას რუსულ პროექტებზე. მათი ნაბიჯები, ქართველი კოლაბორაციონისტების მეშვეობით სულ უფრო თამამი ხდებოდა. ხშირად ეს ნაბიჯები ისეთ საკითხებს ეხებოდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა არის.
პუშკინის სკვერში გამართული აქცია
ალბათ ყველას გახსოვთ პირველი მოველენები - კრემლში გამართული ტაშფანდური და სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გაგზავნა, სადაც მონაწილეთა გამოსვილისას, ოკუპირებული რეგიონები ღრუბლებით დაგვიფარეს. მაშინ, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვიყვირეთ, ვიხმაურეთ მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოღო ამ ხმაურმა და შემდეგ ნაბიჯად, ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის საზღვრის გახსნა გადმოგვიგდეს, რომელსაც თან სდევდა ყოვლად დამამცირებელი პროცესები, რომელიც რუსეთიდან რევიზორთა სტუმრობაში გამოიხატა. ამ ყველაფერს თან სდევდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ "ბორდერიზაციად" გასაღებული მცოცავი ოკუპაცია და მავრთულხლართების გაბმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომლის ფარგლებშიც ისეთი ტერიტორიები ხვდებოდა, რომლებიც 2012 წლამდე ქართული სპეცდანიშნულების რაზმების მიერ კონტროლდებოდა. სავარაუდოდ, ამ პროცესის ხელშესაწყობად და იმის საჩვენებლად, რომ რუსეთის მოთხოვნებს ემორჩილებოდნენ ქართველი ხელისუფალნი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გაყვანილი იქნა პოლიციის შენაერთები, რომლებიც ერთგვარი შემაკავაბელი ფაქტორი იყო ოსი სეპარატისტებისთვის ადამიანების გატაცების საკითხში და ამ მოველნის შემდეგ, 21-ე საუკუნის ლეკიანობაც აღდგა. მალევე კი საქართველოში პუტინის "ღამის მგლებიც" გამოჩნდნენ, რომლებიც პატრიარქთანაც კი მიიყვანეს აუდიენციაზე.
ამ ყველაფერს ფონად, პაატა ზაქარეიშვილის ბრიყვულად ბოროტი განცხადებები სდევდა თან და ყველაფრის გვირგვინად კარასინი-აბაშიძის მოლაპრაკებების ფორმატი დაედგა თავზე. შემდეგ, ქართული კოლაბორაციონიზმით ფრთაშესხმული სომხები და რუსები აფხაზეთის რკინიგზის საკითხზეც ალაპარაკდნენ და კეთდებოდა განცხადებები, რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრები იყო. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უარმყოფელი განცხადებებისა, ყველას გვახსოვს რომ აფხაზეთში რუსეთის საინჟინრო ბატალიონის 500 კაციანი კონტიგენტი ჩავიდა და სარკინიზგო გზის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა. ყველა ამ პროცესს, თან სდევდა ის რომ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის გაჩაღებაში და იქამდეც კი მივიდნენ განცხადებების შინაარსში, რომ საერთაშორისო ტრიბუნალით ემუქრებოდნენ სააკაშვილს, ფონად კი არაფრისდიდებით არ ეძახდნენ რუსებს ოკუპანტებს და საქართველოს მტრებს. 
 2013 წლის გაზაფხულზე, რუსული კაპიტალის უცნაური შემოტევა იყო, რომლის შემომტანებიც იმდენად დაუფარავად და არანორმალურად მოქმედებდნენ, რომ უამრავ ადამიანს, მიუხედავად სრულიად უგარანტიოდ ბიზნესში ფულის ჩადების დაპირებისა, ეჭვები გაუჩინა და უარი მიიღეს, ბიზნესში შეშვებაზე. მახსოვს, მაშინ სარეკლამო და ვიდეო პროდუქციის მწარმოებელ ბიზნესზე იყო განსაკუთრებული აქცენტი, რომელსაც დიდი ალბათობით პროპაგანდისტული დანიშნულება ჰქონდა და მიზნად ისახავდა, საჭირო დროს ამ კომპანიების მეშვეობით შესაბამისი ვიდეო პროდუქციის შექმნას. პარალელურად ნელ-ნელა ჩნდებოდნენ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტიურ კამპანიების წარმოებაზე იყვნენ გადასულები. გახსოვთ ალბათ გამართული აქციები, ქალაქის ცენტრში და რეგიონებში ჩატარებული ე.წ. კონფერენციები, რომელიც ემსახურებოდა - მოსახლეობისთვის, რუსეთის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და მათში, რუსეთისადმი ლოიალობის გაღვივებას. ყველა ამ მცდელობამ ერთგვარი შედეგი გამოიღო და სახეზე გვაქვს პრორუსული განწყობების მატება მოსახლეობაში, რომელსაც სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. ბოლოს კი კონსპირაციის მიუხედავად, "Gazprom"-ის საკითხი შემოვიდა რომლის შემდეგაც, თუ კი წარმატებით იქნა განხორციელებული მისი ინტერესები გაზრდა ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე, აუცილებლად მოჰყვება აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ აქტიური საინფორმაციო და შემდეგ უკვე ქმედითი კამპანია. ალბათ, დამატებით იმის ახსნას არ საჭიროებს ჩემი მკითხველი, თუ რა საფრთხეს შეიცავს ერთის მხრივ გაზპრომის შემოსვლა და მეორეს მხრივ, აფხაზებისთვის რკინიგზის გახსნა, რომელსაც ლობირებს სომხეთი. 
 აი ასე ნელნელა, ჩვენი შიდაპოლიტიკური ნიჰილიზმისა და დუმილის ფონზე, შეგვაბრუნეს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და საზოგადოების აქტიური ნაწილი ახლაღა აცნობიერებს, რომ პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არის დიდი აფსურდი,  რომელსაც არ შეიძლება სარგებელი მოჰქონდეს საქართველოსთვის და ისახავს მიზნად მხოლოდ ერთს - დასავლეთის და კერძოდ, აშშ-ს გავლენის შემცირებას ჩვენს ქვეყანასა და შესაბამისად რეგიონში. ასევე, გახადოს აზერბაიჯანი დამოკიდებული ისევ რუსულ პოლიტიკაზე, რადგან საქართველოს რუსეთისათვის ჩაბარების შემთხვევაში, აზერბაიჯანი აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის სომხეთი და პრობლემა შეექმნება რეგიონის დემოკრატიულ სამყაროში ინტეგრირების პროცესს. სიტყვა დემოკრატია, რა თქმა უნა არ გაქრება ამ შემთხვევაში რუსეთის იმეპრიის უკანა ეზოში მოსროლილი საქართველოს პოლიტიკური ლექსიკიდან მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეასაც - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდება!

P.S. ქვემოთ მოცემულია იმ სტატიების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე სახვადასხვა დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე წაიკითხეთ:

ვინ არის ალექსანდრე ნეველი, ვისი ნაშთებიც პატრიარქს აჩუქეს?!

კაპიტულაცია 3.0

თაფლაკვერი და მათრახი

40 კილომეტრის ფაქტორი

ტრეტიაკოვის გადაცემა კულტურაზე, ქართველი "მამულიშვილების" მონაწილეობით

ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსულ ბაზარზე აგვიანებს!

სერჟ სარქისიანი: აფხაზეთის რკინიგზის დეკონსერვაცია რეალურია!

მერიოტში რუსულ-ქართული პრეზენტაციაა!

ცალმხრივი სიხარული თუ .... ?

ახალი ხელისუფლების ეთნიკური სიმპატიები

სტრატეგიული დუმილი, თუ .......?

ალასანია: 102-ე ბაზა გუმრიში საფრთხეს აღარ წარმოადგენს საქართველოსთვის!

მოსკოვი 2015 წელი - უძღები შვილის დაბრუნება!

30 ვერცხლად ქცეული 30 ჰექტარი

პალტო, მტერი, ღმერთი და დაკარგული მიწები!

რას წარმოადგენს რუსეთის "გეოგრაფიული საზოგადოება" და რატომ გამოგვიგზავნა ცეცხლი?!

Комментариев нет:

Отправить комментарий