გუშინ 11 იანვარს, უკრაინულ ინტერნეტ საიტებზე გავრცელდა ბიროსპოლის აეროპორტში გადაღებული ფოტოები, რომელზეც რუსული თვითმფრინავი იყო ასახული.
ბლოგერების მტკიცებით ეს თვითმფრინავი ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დასტურად ასევე გამოქვეყნდა ფრენის მარშუტი რომელიც სპეციალური პროგრამით იყო დაფიქსირებული. კიევის აეროპორტში რუსული თვითმფრინავის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმიტომ რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ავიამომისვლა შეჩერებულია, შესაბამისად რუსულ დროშიანმა ლაინერმა ყურადღება მიიქცია. მალევე გაირკვა რომ კრემლის თვითმფრინავით კიევში ჩაფრინდა ბორის გრიზლოვი, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელიც დონბასზე მიმიდინარე კონფლიქტის გამო არის შექმნილი და გრიზლოვი ამ ჯგუფში რუსეთის წარმოადგენს. რუსი მაღალჩინოსანის ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წყარო, სადაც აღინიშნა რომ გრიზლოვის ვიზიტი არ უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის წარმომადგენლის ვიზიტი კიევში, ორმხრივი შეხვედრისთვის და ის სინამდვილეში იმყოფება სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წევრის სტატუსით, რომლის ფარგლებში შევხდა აღნიშნულ ჯგუფში უკრაინის წარმომადგენელს ლეონიდ კუჩმას. კონრეტულად კი განსახილველი საკითხები არ დასახელებულა და ამ დრომდე უცნობი რჩება რა მიზანს ისახავდა ეს ვიზიტი. ვიზიტის უცნაურობა იმაშიც მდგომარეობს რომ სწორედ ზემოაღნიშნული სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა არის დანიშნული ხვალ 13 იანვარს და დაუდგენელია რა გადაუდებელი საკითხები იყო შესათანახმებელი, თანაც ისეთი რომ ფიზიკურად კიევში ჩასვლა გახდა საჭირო და არსებული საკომუნიკაციო საშულებებით ვერ მოხერხდებოდა მათი განხილვა თუ შეთანხმება?
უკრაინულ საზოგადოებაში ამ ვიზიტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ათასგვარი ვერსია გავრცელდა განხილული საკითხების შესახებ. უმრევლესობა მათგანისა ემხრობა იმ ვერსიას რომ რუსეთი ცდილობს დონბასის საკითხის მოგავრებას თავისთვის ხელსაყრელი კონფიგურაციით და გრიზლოვმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეასრულა "მესინჯერის" როლი პუტინისთვის, რომელმაც კიევში ჩაიტანა კონკრეტული "მოთხოვნები". ხაზგასმულია რომ "მოთხოვნები" და არა "შეთავაზებები".
როგორც იცით გასული წლის 31 დეკემბრის შემდეგ, მანამდე არსებული ე.წ. მინსკის შეთანხმებები ვადაგასულია და არცერთ მხარეს აღარ აქვს ამ შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა. ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია რომ ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში (უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთის), მიმდინარე ეტაპზე სამშვიდობო პროცესის შესახებ შეთანხმება სატელეფონი კონფერენციით შედგა, თუცმა გაურკვეველია რას გულისხმობდა ის შეთანხმება რადგან უშუალოდ კონფლიქტის ზონაში არ შეწყვეტილა შეტაკებები და დაბალი ინტენსივობით მაინც ხდება ინციდენტები.
როგორც საქართველოს გამოცდილებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, მსგავსი ვიზიტები ყოველთვის წინ უსწრებდა რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ძირეულად ცვლიდა არსებულ ვითარებას და დიდი ალბათობით ამ შემთხვევაშიც ასეთ ძირეულ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. უკრინულ მედიაში წერენ რომ რუსეთისთვის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის თემის მოხსნა რადგან ამ კონფლიქტის წამოწყების გამო, მან უზარმაზარი ზიანი მიიღო და სირიის საკითხში შეთანხმება პრაქტიკულად წარმოაუდგენელი იქნება თუ კი არ მოხდა უკრაინის თემის პრიორიტეტის დაწევა. რამდენად შესაძლებელია ეს ღმერთმა უწყის და ეს ვარაუდი ჩემის აზრით მოცემულ ვითარებაში არარენტაბულრად გამოიყურება უკრაინისთვის. მგონია რომ გრიზლოვის ვიზიტი უფრო დაკავშირებულია მოსალოდნელი ვითარების გამწვავებასთან და არ არის გამორიცხული სწორედ ამ გამწვავების თავიდან აცილებისთვის საჭირო მოთხოვნები ყოფილიყოს გრიზლოვის ვიზიტის მთავარი ამოცანაც. როგროც ცნობილია რუსეთი ითხოვს კონფლიქტური რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსების მინიჭიებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც დაფიქსირებული იყო მინსკის წინა შეთანხმებებში, თუმცა ამავე შეთანხმებებში ნათქვამი იყო ისიც რომ ამ პირობების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ კი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე აღდგებოდა უკრაინული მხარის კონტროლი. რაც არ შესრულებულა და რუსეთს არაფერი გაუკეთებია ამისთვის. ასეთი განსაკუთარებული სტატუსის მინიჭება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის საფრთხის შემცველია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და არ არის გამორიცხული მას დომინოს ეფექტი ჰოქნდეს.
ის თუ რა არის რეალობა და რას ისახავდა მიზნად გრიზლოვის ვიზტი კიევში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და ხვალინდელი მისნკის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამოაშკარავდება. მანამდე კი უკრაინის ფრონტზე ვითარება გამწვავდა და უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტაკებები განახლდა რამდენიმე მიმართულებით წყარო. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი პირდაპირ პროპორციულად აისახება კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებზე. არცერთი ამოცანა არ არის ისეთი გადაჭრილი, ბოლო თვეების განმავლობაში რომ ოპტიმიზმის საფუძველი იქმნებოდეს.




Комментариев нет:
Отправить комментарий