უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი სეპარატისტები იტყობინებიან რომ გუშინ, 9 იანვარს დონეცკი ცენტრში სნაპიერის მიერ მოკლული იქნა, მათი არმიის ერთერთი საველე მეთაური ევგენი კონონოვი, რომელსაც სეპარატისტულ არმიაში პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა წყარო.
დამწუხრებული სეპარატისტები იხსენებენ მოკლული სეპრატისტის "ღვაწლს", უკრაინის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში და უფრო ადრე კი კავკასიის კონფლიქტებში. მათი თქმით კონონოვი მონაწილეობას იღებდა უკრაინის ტერიტორიაზე გამართულ ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში. ასევე არ არის გამორიცხული მას, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ინტერვენციაშიც ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.
რაც შეეხება თავად შემთხვევას, ჯერჯერობით დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის რომ კონონოვი, დონეცკის ცენტრში იქნა მოკლული სნაიპერის მიერ. რა თქმა უნდა რომ სეპრატისტები უკრაინულ სპეცსამსახურებს აბრალებენ აღნიშულ მკვლელობას. ის რომ კონონოვი უკრაინელი დივერსანტი სნაიპერის მიერ იქნა მოკლული, მხოლოდ ვარაუდებია და სიმართლე შესაძლოა სულ სხვა რამ აღმოჩნდეს. გასული წლის განმავლობაში სეპარატისტებს შორის არაერთი საქმის გარჩევა და შედეგად მოყოლილი შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ასეთი გარჩევებისა და შეტაკებების ძირითადი მიზეზი ის იყო რომ დაჯგუფებებს შორის ხდებოდა გავლენათა სფეროების გადანაწილება და შემოსავლიანი რაიონებზე კონტროლის დამყარება. მაგალითად ნახშირის საბადოებზე, ჰუმანიტარული ტვირთების გადანაწილებაზე კონტროლი და ა.შ.
თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე გაუგებარი პროცესების გარდა, არ არის გამორიცხული ეს საველე მეთაური, რუსეთის მხრიდან კურატორის ცვლილებას შეეწირა. როგორც ცნობილია, რუსეთის გენერალური შტაბის მთავრი სადაზვერვო სამმართველოდან (ГРУ), დონბასზე მიმდინარე პროცესებზე კონტროლი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე (ФСБ) გადავიდა. გამომდინარე იქიდან რომ მოკლული საველე მეთაური კავაკსიის შეიარაღებული კონფლიქტებში იღებდა მონაწილეობას, დიდი ალბათობით ის კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან და პირველ რიგში ალბათ სწორედ ГРУ-სთან. შესაბამისად თუ ГРУ-ს ჩანაცვლება მიმდინარეობს დონბასზე და იქ კონტროლს ФСБ ამყარებს არ არის გამორიცხული ამ პროცესის მსხვერპლი იყოს კონონოვი, რომელიც რა თქნა უნდა რომ უკრაინას დაბრალდება.
ალბათ ისევე როგორც ჩემთვის, ბევრი ქართველისთვისაც არანაირი ნეგატივის მატარებელი არ იქნება ის თუ აღმოჩნდება რომ საველე მეთაური, უკრაინელი დივერსანტების მიერ იქნება მოკლული. იქ ომია და შესაბამისად უკრაინული არმია საკუთარ ამოცანებს წყვეტს. ყოველი წარმატებული ოპერაცია სასიხარულია და მიანიშნებს იმაზე რომ უკრაინელი მებრძოლების საბრძოლო გამოცდილება მატულობს და დივერსიულ საქმიანობაშიც საკმაოდ დახელვნებულნი არიან, რაც მომავალი დიდი ბრძოლის შემთხვევაში, მათი გამრჯვების ერთერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий