ძნელია მიუხედავად უამრავი საინტერესო და სჭირბოროტო საკითხისა, გვერდი აუარო საქართველოს ხელისუფლების "Gazprom"-თან კონსპირაციულ მოლაპარაკებებს.
პირველ რიგში პრობლემატური სწორედ ის არის რომ კალაძე ამ მოლაპარაკებებს, სწორედ რომ კონსპირაციულად აწარმოებს და რომ არა თავად "Gazprom"-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, ჩვენ ალბათ ამ ყველაფერს მას შემდეგ გავიგებდით, როდესაც რუსული "ტრუბის" ყულფში თავი უკვე გაყოფილი გვექნებოდა.
არ ვიცი ვის სჭირდება შეხსენება იმ ავბედითი როლის შესახებ, რომელსაც "Gazprom"-ი და "Роснефт"-ი ასრულებენ რუსული ზემოქმედების პოლიტიკის ნაწილში. ისინი ხომ კონკრეტული მექანიზმებია კრემლის ხელში რომლითაც ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს კი არა მთელ ევროპას აშანტაჟებდნენ და ეს შანტაჟი სრულებითაც არ იყო "ბიზნეს ინტერესების" დაცვის მიზნით. მათი დანიშნულება კონკრეტული პოლიტიკური გავლენისა და რიგითი ევროპელებისთვის უსუსურობის განცდის ჩამოყალიბება იყო, რომელსაც უნდა გამოეწვია პრორუსული განწყობების ერთგვარად იძულებითი ზრდა. საკუთარი უალტერნატივობა რუსებმა თავად დაიჯერეს და ცდილობდნენ ევროპელებისთვის ასეთი წარმოდგენა შეექმნათ თუმცა, ეს მითი სულ რაღაც ერთ წელიწადში დაინგრა და რეალური გათვლებით ისინი როგორც დამატებითი სიმძლავრე ისე მონაწილეობდნენ ევროპულ ენრეგეტიკულ ბაზარზე და არა როგორც ძირითადი მიმწოდებლები. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის რომ ზამთარში, ევროპელების მიმართ "გაყინვის" მუქარები გაჟღერებულიყო და უამრავი "ველიკოდერჟავნიკი" იმუქრებოდა ევროპის მისამართით ასეთი შინაარსისი მუქარებით. ყველაზე კარგად კი 2006 წლის საქართველოს გაყინვის გადაწყვეტილება იყო, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ და მგონი რომ ეს გაკვეთილი კარგად ვერ ავითვისეთ, რადგან ისევ საკუთარი მახრჩობელასკენ მივძვრებით.
ის რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ალოგიკურია იმ უახლესი ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში სსრკ-ს დაშლის შემდეგ. დღევანდელი "Gazprom"-ის საკითხის აქტივაციას თუ განზოგადებულად არ შევხედავთ და იმ მოვლენების მთლიანი ლოგიკის ჭრილში განვიხილავთ, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ განვითარდა, ცხდი გახდება შინაარსი, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რუსფილური ნაბიჯებისა, რომელიც ქვეყნის რუსული პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევას გულისხმობს და მომავალი წლების განმავლობაში ისევ იმ ბრძოლის წარმოება მოგვიწევს, რომლითაც ამ წნეხიდან უნდა განვთავისუფლდეთ.
დაუკვირდით 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მყისიერად დაწყებული ბაზრის გახნის მოლაპარაკება, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნა, მოყოლილი სამარცხვინო პროცესები რომელიც რუსი "რევიზორების" სტუმრობით გამოიხატა, რომლებმაც ღვინის წარმოება შეგივმოწმეს(?!), შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში სარკინიგზო ხაზის გახსნა და იქ შეყვანილი რუსული არმიის საინჟინრო ძალები, მავრთულხლართებით მცოცავი ანექსია და ეხლა კი "Gazprom"-ი! თუ კარგად დაუკვირდებით ყოველი ეს პროექტი თავისი არსით გვაცილებს იმ უზარმაზარ და განვითარებულ სამყაროს, რომელსაც ქართველი ერის სანუკვარ ოცნებას ვეძახით და ამ "რუსოფილურ ოცნებასთან" არავითარი კავშირი არ აქვს. თუ გამოუვიდათ ივანიშვილის ნაზირ-ვეზირებს რუსულ მარწუხებში ჩვენი მოქცევა, ძალიან გაჭირდება ისევ განვითარებად რელსებზე დაბრუნება და იმ ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელსაც განვითარებულ სამყაროსთან ჩვენი ინტეგრირება უნდა უზრუნველეყო. მოგვიწევს უმძიმესი კრიზისის გადატანა, რომელიც როგორც წესი, რიგითი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია და არა ივანიშვილისა თუ სხვა გაზულუქებული "პატივცემული გვამებისთვის". როგორც მინიმუმ ინვესტორებისთვის მაღალი რისკის შემცველი ქვეყანა გავხდებით და თუ კი არ იქნება ერთი მკაფიოდ განსაზღვრული და ჩამოყალიებებული საგარეო პოლიტიკური პოზიცია, საქართველოში ინვესტიციებს, რუსი ოლიგარქების გარდა არავინ შემოიტანს. ხოლო ის თუ რა "შეუძლიათ" რუს ოლიგარქებს, შეგიძლიათ თავად რუსეთში იხილოთ და შეადაროთ რამდენად ააყვავეს და ააშენეს საკუთარი ქვეყანა.
რუსეთთან მე პირადად უამრავი პრეტენზია მაქვს, რომელთა გამოც ღიად ვამბობ ყოველთვის რომ ვარ მისი მტერი და ამ მიზეზებს ემატება ისიც რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ის ეხლაც ძარცვავს. აფხაზეთის რეგიონიდან გატანილი უნიკლაური ხე-ტყე აღურიცხავია და არავინ იცის რა ზიანი აქვს მიყენებული ეკოსისტემას. გარდა ამისა გასული წლის ხაზფხულში აქტიურად განიხილებოდა სეპრატისტულ რეჟიმთან "Роснефт"-ის მიერ აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოპოვების გეგმა და ეს განხილვები დღემდე ძალაშია (ბმულების ნაკრები ამ საკითხზე). ამ პროცესებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არავითარ მონაწილეობას არ იღებს და არავინ იცის რა ზიანი შეიძლება მიადგეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს. მით უმეტეს საშიშია ეს აქტივობა რუსების მხრიდან, როდესაც საქმე მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას ეხება და არა საკუთარს. თუმცა კი ვერც საკუთარ ტერიტორიებზე, იმ რეგიონების ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე დაიკვეხნიან, რომელშიც ნავთობს მოიპოვებენ და რა გასაკვირია რომ აფხაზეთის კურორტი ისე დააბინძურონ, თუნდაც დივერსიის მიზნით რომ გამოუსწორებელი ზიანი მიდგეს. იმისთვის რომ მათი მხრიდან ამ "დივერსიის" შესაძლებლობაში დარწმუნდეთ საკმარისია გაიხსენოთ 2008 წელს ბორჯომის უნიკალური ტყისთვის წაკიდებული ცეცხლი.
ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით როგორ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყენსთან რაიმე სახის მოლაპრაკებები, მით უმეტეს მათი ინტერესების გათვალისწინებით, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია და მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ ჩვენ ვართ ავად, იმდენად რომ საკუთარის განცდაც დავკარგეთ და დაუდგენელი ღირებულებების ადამიანთა მასად გადავიქეცით! ამ უკანასკნელ მოსაზრებაში მინდა რომ მწარედ ვცდებოდე - ნიშნად კი ჩემის მცდარობა-მართალობისა ის რეაქცია იქნება, რომელიც ქართულ საზოგადოებას "Gazprom"-ს საკითხთან დაკავშირებით ექნება.
ასევე წაიკითხეთ:
რატომ არიან ქართველი რუსოფილები მოღალატეები
"ტაქსისტებში" ასახული გამოუვალობა...
ფაქტად ქცეული ძალადობა ერზე!
ხელისუფლება თვითიზოლაციაშია!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ასევე წაიკითხეთ:
რატომ არიან ქართველი რუსოფილები მოღალატეები
"ტაქსისტებში" ასახული გამოუვალობა...
ფაქტად ქცეული ძალადობა ერზე!
ხელისუფლება თვითიზოლაციაშია!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?


Комментариев нет:
Отправить комментарий