მთელი ინტერნეტი სავსეა მოსაზრებებით რუსი გენერლების უცაბედი გარდაცვალების შესახებ და ატეხილია ერთი მითქმა-მოთქმა იმ მიზეზების შესახებ, რომელმაც თითქოსდა გამოიწვია გენერლების სიკვდილი.
პირველი მათგანი, რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების რიგებში მომსახურე გენერალ-მაიორი ალექსანდრე შუშუკინი, გასული წლის 27 დეკემბერს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის უეცარი გაჩერების გამო. ცნობილია ის რომ აღნიშნული გენერალი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ყირიმის ანექსიას. მანამდე კი ის ასევე ხელმძღვანელობდა 2008 წელს, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრისას სადესანტო შენაერთებს. უფრო გვიან კი ჩრდილო კავკასიაში "რუსული კონსტიტუციური" წესრიგის აღდგენასა და იუგოსლავიის კონფლიქტში იღებდა მონაწილოებას წყარო. ამ მონაცემების მიხედვით ის პრაქტიკულად ყველა იმ ძირითად საბრძოლო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის არმიამ განახორციელა.
მეორე გარდაცვლილი გენერალი, ავბედითად ცნობილი ГРУ-ს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი იყო. მისი ორგანიზაცია პრაქტიკულად ანხორციელებდა და ანხორციელებს იმ ახალი ომის ტაქტიკას, რომელისაც დასაველთში "ჰიბრიდული ომი" უწოდეს და რომელისაც აწარმოებენ რუსები უკრაინის წინააღმდეგ. მანამდე კი მათი აგენტები საქართველოშიც არაერთი სისიხლიანი აქტის მოწყობაში არიან დამნაშავენი და ხშირად გვსმენია მათი საქმიანობის შესახებ, რომელიც კონკრეტულად საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მისი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ უკანასკენლის გარდაცვალებას რა თქმა უნდა რომ უფრო მეტი გამოხმურება მოჰყვა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე და დიდი მთქმა-მოთქმა გამოწივია. ამერიკულმა ანალიტიკურმა ორგანიზაცია Stratfor-მა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში განაცხადა რომ მათი წყაროს ცნობით, სერგუნი გარდაიცვალა 2016 წლის 1 იანვარს ლიბანში!? თუმცა კი ოფიციალური ინფორმაციით ის საკუთარ აგარაკზე, მოსკოვის სიახლოვეს გარდაიცვალა, მიზეზად კი ასევე გულის უკმარისობა დასახელდა, რომელიც გამოწვეულია გადაღლილობით წყარო.
ძალიან ძნელია ისეთი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების მაღაჩინოსანთა თავს გადახდენილ ამბებზე ილაპარაკო მტკიცებით ფორმაში, როგორიც არის რუსეთი თანაც იმ ტრადიციების ერთგული, რომელიც ამ ქვეყნის სპეცსამსახურებმა, წინამორბედი იმპერიისგან მიიღეს. გამორიცხული არაფერია და არავინ იცის ვის ან რაში სჭირდებოდა ამ გენერლების მოშორება. პირველ რიგში ლოგიკის ძიებისას ალბათ ის უნდა ვიკითხოთ თუ რა აერთიანებდათ ამ ორ გენერალს და რა მოვლენებში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა რომ მათი მოშორება გახდა საჭირო? ზემოთ ჩამოთვლილი ცნობების მიხედვით კი მათი მონაწილეობა ყველა იმ პროცესში იკვეთება, რომელიც ბოლო დროის რუსული პოლიტიკის ავ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს და ყოველ მათგანში, თითოეულ მათგანს შესაძლოა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული, ან იყოს მომსწრე ისეთი სახის დანაშაულისა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელძღვანელებს. თმცა კი ასეთი ინფორმაციის ქონის ალბათობა მხოლოდ გენერლებს არ ეხებათ და ასეთი კიდევ უამრავი ადამიანია, რომელთაც ასევე შეუძლიათ "სასრგებლო" ჩვენებები მისცენ საერთაშორისო სასამართლოს თუ კი ასეთი პროცესი ოდესმე მომავალში გაიმართება.
პირადად ჩემთვის საეჭვოდ ჩანს ის რომ ეს "სიკვდილები" ახალი წლის სადღესასწაულო დღეების პიკზე მოხდა და თუ კი ეს დაგეგმილი პროცესი იყო, დრო მშვენივრად იქნა შერჩეული, რადგან რუსეთისა და მთელი მსოფლიოს ყურადღება ასეთ დღეებში, ნეგატიურისკენ არასოდეს არ არის მიმართული და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნაკლებ ყურადღებას აქცევს პოლიტიკურად მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ შემთხვევაში ყურაღების გამახვილება გამოიწვია პირველ რიგში იმან რომ უკრაინული მედია იყო აქტიური და მეორე რიგში იმიტომ რომ ამ მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სტრატეგიულ ობიექტებზე. მაგალითად ახალი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები ოსტანიკონს ტელეცენტრის მავრთულხლართების შემოსაზღვრის შესახებ წყარო და ჩვეულებრივი დაცვის პოლიციის, სპეცდანიშნულების რაზმებით ჩანაცვლების შესახებ, რომელსაც მოჰყვა ФСБ-სთვის უფლებამოსილების გაზრდა რაც გამოიხატება იმაში რომ მათ მიეცათ უფლება დემონსტრანტებს გაუხსნან ცეცხლი, შევიდნენ საცხოვრებელ ბინებში და ა.შ. წყარო რაც რა თქმა უნდა რომ გახდებოდა ყურადღების ობიექტი, რადგან ასეთ ზომებს იღებს ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს საკუთარი რეჟიმისთვის და ცდილობს რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
ძალიან ბევრი იწერება იმაზე რომ სერგუნის სიკვდილი გაამძაფრებს დაპირისპირებას ФСБ-სა და ГРУ-ს შორის, რომელიც ზოგიერთის აზრით, სახეზეა მას შემდეგ რაც ГРУ-ს ხელდასმული ვლადისლავ სურკოვი, დონბასის კურატორობას ჩამოაშორეს წყარო და მოვლენათა განვითარებაზე კონტროლი ФСБ-მ დააწესა ბმული. ეს დაპირისპირება თუ კი მართლაც არსებობს და სერგუნის სიკვდილი ამ დაპირისპირებას შეცვლის, ის აუცილებლად აისახება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპანტების მოქმედებაზე და ალბათ შესაბამისი სამსახურები საქართველოში უნდა მუშაობდნენ ამ შესაძლო ცვლილებათა პროგნოზირებაზე.
დაწყებული მითქმა-მოთქმა რუსი გენერლების სიკვდილის შესახებ ყოველთვის არის რუსულ რეალობაში გამომდინარე იქიდან რომ ხშირად წარსულის ტრადიციების გამო ასეთ მოვლენებს ახლავს ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელება, რაც შესაბამისად იწვევს ათასგვარი კონსპირაციული თეორიების გაჩენას. 2014 წელს ერთერთმა რუსმა ბლოგერმა გამოაქვეყნა სია "უცნაურად" დაღუპული რუსი გენრლებისა და სპეცსამსახურების ოფიცრების შესახებ წყარო. დიდი ალბათობით ბოლო დღეების ეს ყველაზე აქტუალური გარდაცვალებები ამ სიის ნაწილი გახდება და ვერასოდეს გავიგებთ თუ რა გახდა მიზეზი ამ გარდაცვალებების. ის კი თუ როგორ აისახება დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის სიკვდილი შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, უახლოესი მომავალში გამოჩნდება და ის პირდაპირ აისახება კრემლის კაბინეტების "ფარდაგსქვეშა ბრძოლებში", რომელიც გარკვეულ ეტაპზე გამოვა კულუარებიდან და ეს იქნება მაჩვენებელი არსებული რეჟიმის დასასრულის დასაწყისისა.
მოვლენთა მთელი წყების გათვალისწინებით, არსებობს წინათგრძნობა რომ რუსეთში ყველაფერი კარგად არ არის და მართლაც არსებობს საფრთხე პუტინის რეჟიმისთვის, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მთელს ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირა. პუტინის რეჟიმის ქმედებების გამო რუსეთი, ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლებით უბრუნდება 90-აინ წლებს და შესაბამისი პროცესებიც ლოგიკური ხდება, რისთვისაც დიდი ალბათობით ემზადება კრემლში გამაგრებული პოლიტიკური დაჯგუფება რომლის კრახი იმ ხარისხით იქნება სასტიკი, რამდენადაც ჩაეჭიდებიან ძალაუფლებას!
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთის საომარი და ბირთვული რიტორიკა ქართველთა პაციფიზმის ფონზე!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ოკუპირებულ ტერიტორებზე რადიაცული დაბინძურების პირობებში მოქმედების წვრთნები ჩატარდა!
რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!
რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)
საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!

მოვლენთა მთელი წყების გათვალისწინებით, არსებობს წინათგრძნობა რომ რუსეთში ყველაფერი კარგად არ არის და მართლაც არსებობს საფრთხე პუტინის რეჟიმისთვის, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მთელს ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირა. პუტინის რეჟიმის ქმედებების გამო რუსეთი, ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლებით უბრუნდება 90-აინ წლებს და შესაბამისი პროცესებიც ლოგიკური ხდება, რისთვისაც დიდი ალბათობით ემზადება კრემლში გამაგრებული პოლიტიკური დაჯგუფება რომლის კრახი იმ ხარისხით იქნება სასტიკი, რამდენადაც ჩაეჭიდებიან ძალაუფლებას!
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთის საომარი და ბირთვული რიტორიკა ქართველთა პაციფიზმის ფონზე!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ოკუპირებულ ტერიტორებზე რადიაცული დაბინძურების პირობებში მოქმედების წვრთნები ჩატარდა!
რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!
რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)
საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!


Комментариев нет:
Отправить комментарий