ფეთქებად საშიში და დაძაბული ვითარებაა კორეის ნახევრკუნძულზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ შეიქმნა.
სამხრეთ კორეელი სამხედროების განცხადებით, ბირთვული გამოცდების შემდეგ არსებობს საფრთხე რომ ჩრდილო კორეელებმა მოაწყონ პროვოკაციები, რის გამოც სამხრეთ კორეელებმა და ნახევარ კუნძულზე დისლოცირებულმა ამერიკულმა კონტიგენტმა გადაწყვიტეს რომ უმჯობესი იქნება თუ სამხედროები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან რათა დროულად მოახდინონ რეგირება შესაძლო პროვოკაციებზე წყარო.
ესკალაციის ამ ეტაპის შესახებ სხვა რაიმე კონკრეტული დეტალების შესახებ სამხრეთ კორეელ სამხედროებს, ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ცნობილია ისიც რომ ბირთვული იარაღის მორიგი გამოცდის შემდეგ, სამხრეთის მხრიდან აღდგა პროპაგანდისტული მაუწყებლობა საზღვრის გასწვრივ, რომელიც მუდმივი პრობლემაა დაპირისპირებულ კორელეებს შორის და არაერთხელ გამხდარა ვითარების გართულების მიზეზი. ლაპარაკია უზარმაზარი მეგაფონებით, პროპაგანდისტული ტექსტების ტრანსლირების შესახებ. ამჯერად ეს ღონისძიება განახლდა იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ჩრდილო კორეულმა პროპაგანდამ გაავრცელა და რომლის მიხედვით მათ განკარგულებაში აღმოჩნდა წყალბადის ბომბა და წყალქვეშა ბაზირების ბალისტიკური რაკეტები. დასავლელი სამხედრო ექპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ჩრდილო კორეელების ამ განცხადებებს და თვლიან რომ მათ შესაბამისი ტექნოლოგიები არ გააჩნიათ იმისთვის რომ მსგავსი შეიარაღება შეექმნათ. თუმცა ეს განცხადებები დიდი ვერაფერი ნუგეშია იმის გათვალისწინებით რომ ჩრდილოელებს აქვს ატომური ბომბი და ესეც რომ არ იყოს, საზღვრის გასწვრივ განლაგებული ჰყავთ, რამდენიმე ათასი საარტილერიო დანადგარი, რომელთათვისაც პრობლემა არ არის მისწვდნენ სამხრეთის დედაქალაქ სეულს და ერთდროულად რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვი ესროლონ ქალაქს რომლის მოსახლეობაც 2007 წლის მონაცემით, 10 მილიონზე მეტია. შესაბამისად მსვერპლიც უზარმაზარი იქნება და ეს რისკი, არის ერთერთი შემაკავაბელი ფაქტორი რომლის გამოც დამდგარია ერთი ერის გაყოფის ის შედეგი, რომელიც დღეს არსებობს.
დღეს გამოცხადებული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ერთ კითხვას მიჩენს, რომელზეც პასუხი ნათელს მოჰფენს ამ ესკალაციის ნამდვილ მიზეზებს - რატომ მოხდა დღეს გამოცხადება და არა მაშინვე როდესაც გაცხადდა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ? როგორც ვიცით წყალბადის ბომბის გამოცდების შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა, თუმცა მასზე მყისიერ რეაქციათ არ ყოფილა საბრძლო მზადყოფნის დონის აწევა და ეს მოხდა მხოლოდ დღეს, რაც აჩენს ეჭვს რომ სავარაუდოდ არსებობს სანდო ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და არ არის გამორიცხული, წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მორიგი შანტაჟის მცდელობა ყოფილიყო ჩრდილოელთა მხრიდან.
ის თუ რამდენად რეალურია ჩრდილო კორეელთა მხრიდან მომდინარე საფრთხე, მომდევნო დღეები აჩვენებს, თუმცა ვითარების სერიოზულობაზე მიუთითებს ისიც რომ წინა კვირას ამერიკული მხარის მიერ გაკეთდა განცხადება ესკალაციის რაიონში ავიამზიდისა და უახლესი სამხედრო თვითმფრინავების F22 გაგზავნის შესახებ წყარო, რომელთა ამოცანასაც სამხრეთ კორეის დაცვა წარმაოდგენს და რომ არა რეალური საფრთხეები, ასეთი გადაწყვეტილება ალბათ არ იქნებოდა მიღებული.


Комментариев нет:
Отправить комментарий