სეპარატისტულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული საოკუპაციო სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე გასტანს წყარო.
გავრცელებული ინფორმაციით შემოწმდება სამხედრო ბაზის ყველა ქვედანაყოფი, სასწავლო განგაშის პირობებში აღჭურვილობისა და ტექნიკის მზადყოფნაში მოყვანის შესაძლებლობა. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის უახლესი T-90A, БТР-82А, БМП-3.
რუსული არმიისთვის ბოლო დროს დამახასიათებელი გახდა მოულოდნელი შემოწმებები, რაც თავის მხრივ მათი მოქმედები სტილს უნდა განაპირობებდეს და მოწინააღმდეგეზე ასევე მოულოდნელი შეტევის წამოსაწყებად უნდა იყოს შემუშავებული. გარდა უშუალოდ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული სამხედო ნაწილებისა, გასული ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების თითქმის ყველა სახის შენაერთმა გაიარა მსგავის მოულოდნელი შემოწმება. მათ შორის 21 იანვარს საავიაციო შენაერთებმა, რომლებიც დისლოცირებულნი არიან როსტოვოსა და ვოლგოგრადის რაიონებში წყარო. 22 იანვარს წვრთნები გაიარეს ასევე კრასნოდარის მხარეში დისლოცირებულმა სამხრეთ სამხედრო ოლქის სპეცდანიშნულების რაზმებმა, რომლებმაც უცნობ, მთიან და ტყიან ადგილებში დესანტირებაში ივარჯიშეს წყარო.
რუსული არმიის ეს განსაკუთრებული აქტივობა სამხრეთ სამხედრო ოლქში, იმით არის განპირობებული რომ მისი მოქმედების ზონაში შედის ყველა ის პრობლემური მიმართულება, რომელიც რუსული აგრსიის შედეგად არის შექმნილი, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრების გასწვრივ. შესაბამისად ამ წვრთნებისა და საბრძოლო მზადყოფნების შემოწმებაც აღნიშნული მიმართულებებით მოქმედებისთვის ხორციელდებ და არა მგონია ამ თვალსაზრისით, საქართველოს იმ პაციფიზმის საშუალება ჰქონდეს, რომელსაც ოფიციალური თბილისის მხრიდან, ბიოლო წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს.
არავინ იცის რა კონტრ-ზომებისთვის ემზადება ქართული არმია და აქცევს თუ არა ყურადღებას ზემოთ აღწერილ წვრთნებს. საქართველოს თვადაცვის სამინისტროს ვებგვერდის სიახლეების განყოფილებას თუ გადახედავთ აღმოაჩენთ რომ სწავლებების შესახებ თითქმის არაფერია ნათქვამი და ძირითადი მასალა, თავდაცვის მინისტრის სოციალურ აქტივობასა და საერთაშორისო მისიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს არის მიძღვნილი (ბმული სიახლეების განყოფილებაზე). ამ დროს კი მტერი, მათ შორის ჩვენს მიწა წყალზე მაშტაბურ საბრძოლო სწავლებებს აწყობს და იმ ნაწილების საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს, რომელმაც პოტენციურად სწორედ ჩვენს პოზიციებზე უნდა მიიტანოს იერიში.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий