Страницы

вторник, 26 января 2016 г.

ევროსაბჭო ნემცოვის მკვლელობის გამოძიებას იწყებს

მიმდინარე წლის 21 იანვარს, ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეზე ბრიტანეთის პარლამენტში გამართული მოსმენის შემდეგ, აქტუალური გახდა ყველა ის საქმე, რომელიც რუსეთში ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მკვლელობების საქმეებს ეხება.
ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული მკვლელობა, სწორედ ბორის ნემცოვის მკვლელობა გახდა, რომლის გამოძიების ინციტივაც, ევროპის საპარალამენტო ასამბლეაში ლიტველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა (Wiki-link) დააყენა. 25 იანვარს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართა მოსმენა თემატიკით - "უნდა იაყვანოს თუ არა კონტროლზე ნემცოვის მკვლელობის გამოძიება ევროპის საბჭომ" წყარო, რომელსაც ესწრებოდნენ ნემცოვის ქალიშვილი ჟანა, პოლიტიკური პარტია "პარნასის" ლიდერი მიხეილ კასიანოვი, პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა და ფონდ "Hermitage Capital"-ის ხელმძღვანელი ბილ ბრაუდერი, რომელიც იმით არის ცნობილი რომ სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა ე.წ მაგნიტსკის საქმის გამოძიება და შესაბამისი სიის შედგენა (Wiki-link).
 ის ფაქტი რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ საქმით დაინტერესდა, მიანიშნებს მათ უნდობლობაზე რუსეთის საგამოძიებო უწყების მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ და ამ საქმის კონტროლზე აყვანა, მიუთითებს იმაზეც რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, პრობლემები მხოლოდ ლიტვინენკოს საქმით არ დასრულებულა. თავად ამ განხილვის ინციატორს იმედია აქვს რომ მიმდინარე თვის ბოლომდე დაინიშნება სპეციალური მომხსენებელი, რომელიც გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას, აწარმოაებს პარალელურ გამოძიებას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მოხსენებას წარუდგენს მისი შედეგების შესახებ. კასიანოვის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა რომ ინიციატივაზე საჭირო რაოდენობის ხელმომწერი დეპუტატების რაოდენობა უკვე მიღებულია წყარო, რაც იმას ნიშნავს რომ ევროსაბჭო კონტროლზე იყვანს ნემცოვის მკვლელობის საქმეს. 
 ნემცოვის ოჯახსა და მის გარემოცვას, არ სჯერავს რუსული გამოძიების და ეჭვს გამოთქვამენ რომ ოფიციალური საგამოძიებო უწყებები, საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ, რაც რუსულ რეალობაში არ არის ნორმიდან გადახრა და ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ამის საუკეთესო დასტურია კადიროვის მიერ 12 იანვარს გაკეთებული განცხადება ოპოზიციის შესახებ, რომელიც სრულად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამჟამინდელი რუსეთის ხელისუფლებას გააჩნია, განსხვავებული აზრის მატარებელი აქტივისტების მიმართ. ხოლო კადიროვის ფრაზა რომ "ისინი არიან მოღალატეები და მათ შესაბამისად უნდა მოექცე", პრაქტიკულად კომპრომატია რუსეთის მმართველის წინააღმდეგ, რომელმაც წმინდად ეთიკური მოსაზრებების გამოც კი არ უარყო კადიროვის ეს განცხადება და უფრო მეტი, მისი პოლიტიკური პარტიის წევრები, ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლის პირობებში, კადიროვის დამცავ აქციაში ჩაერთნენ. 
 პარალელურად დღეს გახდა ცნობილი რომ ბრიტანული მედია გიგანტი BBC, ამზადებს დოკუმენტურ ფილმს პუტინზე, რომელშიც ასახული იქნება ის თუ რა გზებითა და რაოდენობის ქონება მოაგროვა, რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში ყოფნისას. ფილმში გამოყენებულია რუსი ბიზნესმენებისა და წარსულში რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების  ინტერვიუები წყარო
 ეს ყველაფერი ერთად აღებული კი მიუთითებს იმაზე რომ პუტინის ფაქტობრივი მარგინალიზება ხდება და გარდა იმისა რომ მას პრობლემები ექმნება ეკონომიკური ვითარების გამო ქვეყნის შიგნით, დაემატება აღნიშნული მკვლელობების საქმეებში მისი ბრალეულობა, რომელიც შელახავს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და თუ საქმეს სამართლებრივი მიმართულებაც მიეცა, შეზღუდავს მის საერთაშორისო აქტივობას.
 ფაქტია რომ რუსეთის "კავბოი" პრეზიდენტის მიმართ ნავსი გატეხილია და მისი ავტორიტეტი ხელშეუხებელი არ არის. არც ის მუქარებია იმდენად მნიშვნელოვანი რომლითაც მთელს მსოფლიოს აშანტაჟებდა აქამდე და ცალკეული პირების მკვლელობების საქმეების გამოძიების საპასუხოდ, თუ პუტინმა რაიმე სახის ავანტურა წამოიწყო სამხედრო კამპანიის სახით, საკუთარ მდგომარეობას პრაქტიკულ კოლაფსამდე მიიყვანს და სამართლიანად დაიყენებს იმ შედეგს, რომელიც ჩაუშესკუმ დაიყენა თავისი პოლიტიკით (ბმული). მართალია ჩაუშესკუ საერთაშორისო სასამართლოს გადაურჩა, მაგრამ საკუთარი ხალხის რისხვას ვერა! 
 რა ბედი ელის პუტინს ძნელი სათქმელი აღარ არის. ასეთი მძლავრი კამპანია რომელიც დასავლეთმა მის წინააღმდეგ წამოიწყო, არ შეიძლება უშედეგოდ დასრულდეს და ეს შედეგი ძნელად წარმოსადგენია რომ ნაიტრალური ან პუტინისთვის უშედეგო აღმოჩნდეს. იქნება ეს შედეგი ჰააგას საერთაშორისო სასამართლო, თუ საკუთარი გარემოცვის მიერ მოწყობილი "ფარდაგსქვეშა გადატრიალება", ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ის დამარცხებულია როგორც ადამიანი და როგორც ლიდერი. ეხლა თუნდაც ჩაიკეტოს კრემლში და სხვა დიქტატორების მსგავსად საკუთარი არმიით გამაგრდეს, შედეგი მაინც სავალალო იქნება მისთვის... ასე რომ დაველოდოთ შედეგებს!

ასევე წაიკითხეთ:

ზახარჩენკო - ნემცოვი კადიროვის ხალხმა მოკლა!

ნემცოვის მკვლელობა - საკრალური მსხვერპლი!? (ვიდეო/photo)

კსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა - სპეცსამსახურების რჩევით!

ბრიტანეთის სასამრთლო პარლამენტში მოხსენებას გააკეთებს ლიტვინენკოს საქმეზე

დაღესტანში ძალოვნებმა კადიროვისა და პუტინის მხარდამჭერი აქცია ჩაშალეს!




Комментариев нет:

Отправить комментарий