დღეს პოლონეთის ქალაქ ლუბლინში უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის თვადაცვის მინისტრებმა, ერთობლივი სამხედრო ბრიგადის ბაზა გახსნეს.
სამმხრივი ბრიგადის პირადი შემადგენლობა 3000 სამხედრო იქნება და ისინი ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას გაივლიან, რომელთა განხორციელებაც გაერო-ს ეგიდით მოხდება წყარო. აღნიშნული პროექტის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო (ბმული) და თავის ლოგიკურ შედეგამდე დღეს მივიდა. ბაზა რომელიც დღეს გაიხსნა, იქნება ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი. გავრცელებული ინფორმაციით პირველ სწავლებას ბრიგადის კონტიგენტი მიმდინარე წლის თებერვალში გაივლის და ოპერაციული მზადყოფნის დონეს, მომდევნო წლისთვის მიაღწევს. ბრიგადის შეიარაღების ტიპებისა და რაოდენობის შესახებ, ჯერ არაფერია ცნობილი.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაცერევიჩის (Wiki-link) განცხადებით, რომელიც სამხედრო ბაზის გახსნის ცერემონიაზე გაკეთდა, ასეთი შინაარსის სამხედრო შენაერთის დაფუძნება გარდა იმისა რომ კონკრეტულ სამშვიდობო მისიებისთვის არის განკუთვნილი, ასევე მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ცდილობს ევროპაში მშვიდობის ხელყოფას. ამ განცხადების მიხედვით გასაგებია თუ ვის გულისხმობდა პოლონელი მინისტრი და რა პროცესებით იყო პროვოცირებული ბრიგადის შექმნა.
ის რომ რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა, პრობლემაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ცნობილია და რა თქმა უნდა გულხელდაკრეფილი არავინ იჯდება და არ დელოდება, თუ როდის გახდება მისი მორიგი მსხვერპლი. ამ მხრივ პოლონეთის აქტიურიბა თვალშისაცემია და ახალი პრზიდენტის პირობებში, ეს აქტივობა კიდევ უფრო მკვეთრი და მკაფიო გახდა (იხ. ქვემოთ მოცემული ბმულები), როგორც რუსეთისთვის ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყენებისთვის, რომლებიც როგორც წესი დროში გაწელილი პოლიტიკური პროცესების მომხრენი არიან და საკუთარი ბიუროკრატიული ნორმების გამო, ხშირად დროულად ვერ რეაგირებენ ქმედებებზე, რომელსაც რუსეთი ანხორციელებს.
მთლიანობაში რომ შევხედოთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, 2014 წლის რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, შესამჩნევად გაიზარდა მისი თავდაცვითი შესაძლებლობები, როგორც NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებით, ისე ადგილობრივი ძალების მომზადებისა და რეზერვისტთა სისტემის შექმნით, რომელთა მომზადებაც ასევე კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისკენ არის მიმართული. ასევე გაძლიერდა იმ სამხედრო ტექნიკით (მათ შორის მძიმე შეირაღებით) რომელიც რეგიონის ქვეყნების დასავლელმა მოკავშირეებმა ჩაიყვანეს და განათავსეს, რუსული აგრესიის თვალსაზრისით მაღალი რისკის ზონებში.
აღნიშნული სამმხრივი ბრიგადის დაფუძნება, ანდჟეი დუდას მიერ რეანიმირებული პროექტი "მეჟდუმორიეს" (Wiki-link) კონტექსტში უნდა განვიხილოთ და მისი შემქნისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად აღვიქვათ (ბმული). პირველი ერთობლივი ბრიგადის მთავარი ღირებულა კი ის არის რომ მხარეთა შორის გაიზრდება კოორდინაციის ხარისხი და კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივად ეფექტური მოქმედების შესაძლებლობა.
წესით საქართველოს ამჟამინდელი მმართველობა რომ ფსევდო-პრაგმატიზმით არ იყოს დაკავებული, ჩვენთვისაც შესაძლებელი იქნებოდა ამ კავშირში ჩაბმა და აქტიური მონაწილეობის მიღება რადგან, ნებისმიერ NATO-ს წევრ ქვეყანასთან ერთად სამხედრო კავშირში ყოფნა და ერთობლივი წვრთნების ჩატარება, მნიშვნელოვანწილად დააჩქარებდა ქვეყნის თავდაცვის სიტემის, ალიანსის სტანდერტებთან სინქრონიზაციას, გაზრდიდა მოკავშირეების რიცხვსა და კრიზისის შემთხვევაში, მასზე საერთაშორისო რეაგირების მექანიზმის შესაძლებლობებს.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий