Страницы

воскресенье, 17 января 2016 г.

ბრიტანეთის სასამრთლო პარლამენტში მოხსენებას გააკეთებს ლიტვინენკოს საქმეზე

მიმდინარე წლის 21 იანვარს, ბრიტანეთის სასამართლო, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლის, ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის შესახებ ახალ დეტალებს გააცნობს ქვეყნის პარლამენტს, რომლის ფარგლებშიც არსებობს მოლოდინი რომ სასამართლო წარმოადგენს
მტკიცებულებებს ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ წყარო.
შეხსენებისთვის - ლიტვინენკო 2006 წელს მოკლული იქნა პოლონიუმ 210-ით მოწამვლის შედეგად ლონდონში, მას შემდეგ რაც მან ბრიტანეთის სამეფოს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა და მიიღო კიდევაც, რის შემდეგაც მალევე განაცხადა რომ მას ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ხელმძღვანელობსგან ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის დავალება მიიღო, რაზეც უარი განაცხადა და შიშით რომ ამის გამო მას თავიდან მოიშორებდნენ ქვეყნიდან გაიქცა. ლიტვინენკოს მეუღლის განცხადებით ბრიტანეთში ის თანამშრომლობდა ბრიტანულ და ესპანურ სპეცსამსახურებთან, რუსული მაფიის წინააღმდეგ ბროძლის თვალსაზრისით. 
 გასეგებია რომ ბრიტანეთისა და ზოგადად ყველა ქვეყნის ფარგლებში მნიშვნელოვანია ამა თუ იმ  პირის, ორგანიზაციისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების დანაშაულებრივი ქმედება სასამართლომ დაამტკიცოს მაგრამ თუ კი იმას დაუკვირდებით თუ სად და რა ვითარებაში არიან ამ საქმეში ორადორის ეჭვმიტანილი, ანდრეი ლუგავოი და დიმიტრი კავტუნი გასაგები ხდება რომ მათ ამ დავალების შესრულებისთვის შესაბამისი იმუნიტეტი მიიღეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. ლუგავოი მოცემულ მომენტში რუსეთის დუმის დეპუტატია ხოლო კავტუნი ბიზნესმენი და ისინი ერთმანეთის ბავშობის მეგობრები არიან. თავს რუსეთში კარგად გრძნობენ და მათი კონსტიტუცია იცავს მათ, ბრიტანეთის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისგან.
 აღნიშნული პირების ბრალეულობის დადგენა მოხდა მათი ლონდონში ვიზიტისას, მოძრაობის მარშუტზე მოწამვლელი ნივთიერების რადიაცული კვალის აღმოჩენის შედეგად წყარო. რა თქმა უნდა რომ ორივე მათგანი უარყოფს ლიტვინენკოს მკვლეობასთან კავშირს, თუმცა ფაქტები სხვას მოწმობენ. ლუგავოი ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაკითხეს მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოს შენობაში. ამ დაკითხვის შედეგები არ გავრცელებულა და ცნობილია მხოლოდ ის რომ ის უარყოფს კავშირს ამ საქმესთან.
 თუ კი 21 იანვარს, ბრიტანეთის პარლამენტში სასამართლო დაადასტურებს ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო უწყებების კავშირს ლიტვინენკოს მკვლელობის სამქესთან, ეს გახდება ახალი სანქცირებულ პირთა სიის შემქნის საფუძველი და ყველა ის პირი შევა მასში, ვისზეც კი ეჭვი არსებობს რომ იღებდა მონაწილეობას ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეში. გარდა სანქცირებულ პირთა სიის შედგენისა, ეს მტკიცებულება გახდება ბრიტანთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ერთერთი პრობლემური ფაქტორი, რადგან ასეთი მომწამვლელი ნოვთიერების ქვეყანაში არალეგალურად შეტანა და მისი დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენება, პირდაპირი საფრთხეა ნებისმიერ ქვეყნისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

პუტინმა საქართველოსთან მსჯავრდებულთა ექსტრადირების შეთანხმება გააუქმა!

რუსეთის ტერორისტი ქვეყანაა - ოდესაში ანტიტერორისტული მოქმედებები დაიწყო (ვიდეო/video)

ამერიკელები ეჭვობენ რომ სნოუდენს რუსები ეხმარებოდნენ


Комментариев нет:

Отправить комментарий