პოლენეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული გვარდიის სამი ბრიგადის ფორმირებისა და მათი პოლონეთ-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს განალაგების შესახებ.
იგულისხმება საერთო საზღვარი რუსეთის კალინინგრადის ოლქთან, რომელიც არსებული მონაცემებით ერთი დიდი სამხედრო ბაზაა და საფრთხეს წარმოადგენს მეზობელი ქვეყნებისთვის (ბმულები კალინინგრადში არსებული სამხედრო ძალის შესახებ - ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, Wiki-link კალინინგრადის სამხედრო სტატუსისა და განთავსებული არმიის ნაწილების შესახებ). პოლონეთის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის ხელისულებას ასევე გადაწყვეტილი აქვს მოხალისეთა ნაწილების შექმნა, რომლებიც შესაბამის წვრთნებს გაივლიან. პირველი სამი წლის განმავლობაში მოხალისეთა ბატალიონების წვრთნები უქმე დღეებში გაიმართება თვეში ერთხელ, ხოლო სამი წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ. მოხალისეთა რაოდენობა ქვეყნის მაშტაბით ასი ათასამდე უნდა გაიზარდოს. აღნიშნული რაოდენობის განაწილება იგეგმება მთელი ქვეყნის მაშტაბით, პატარ-პატარა ჯგუფებად და თითოეულის რიცხოვნება 100-60 ადამიანი იქნება. კონკრეტულად რუსეთის საზღვართან კი პროფესიონალი სამხედროების განთავსება იგეგმება, რადგან ეს მიმართულება უფრო მაღალი რისკის ზონაა და შესაბამისად ყველაზე ბრძოლისუნარიანი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ბრიგადები სწორედ იქ განთავსდება წყარო.
პოლონეთი და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რომ მაღალი რისკის ზონაში არიან რუსული აგრესიის თვასლაზრისით, ეს ბოლო დროს რუსული პროპაგანდის ყურადღების გამახვილებიდანაც ჩანს და მიუთითებს იამზე რომ მომავალი ავანტურა, უკრაინის კონფლიქტის გართულებასთან ერთად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ერთერთი იქნება. მათ შორის კი ლიტვა და ესტონეთი არიან მაღალი რისკის ზონაში, რადგან რუსული პროპაგანდის აქცენტირება სწორედ მათზე ხდება.
რუსული პოლიტიკური გავლენისათვის ევროპაში, დღევანდელი პოლონეთი ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია, თავისი სიდიდისა და მზარდი სიძლიერის გამო, რომელსაც ასევე საინტერესო ინიციატივები აქვს და ცდილობს მოახდინოს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთის სახელმწიფოს მმართველის, იოზეფ პილსუდსკის (Wiki-linki) პროექტ "მეჟდუმორიეს" (Wiki-linki) რეანიმირება, რაც რუსეთისთვის კოშმარული პროექტი იქნება და მის სრულ იზოლაციას გამოიწვევს დასავლეთ ევროპისგან. როგორც სახელწოდებიდან ჩანს ეს პროექტი მოიცავს, შავი და ბალტიის ზღვებს შორის არსებული სახელმწიფოებისგან კონფედერაციის შექმნას, რომელსაც გასული წლის ზაფხულში, პოლონეთის ახალი პრეზიდენტის ანდჟეი დუდას არჩევის შემდეგ ახლიდან მიექცა ყურადღება და აღინიშნა რომ ამ პროექტს, ბრიტანეთის სახით მხარდამჭერი უკვე ჰყავს წყარო. ესეც არ იყოს და რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, ასეთი შემაკავებელი კონფედერეციის პრაქტიკული საჭიროებაც წარმოშვა, თუმცა რა თქმა უნდა რომ თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით მისი პირვანდელი კონფიგურაცია ოდნავ შეცვლას საჭიროებს.
მომავლის გეგმები ცალკე იყო და მოცემულ მომენტში პოლონელების ეს გადაწვეტილება რომ არმიის სამი ბრიგადა განთავსდეს რუსეთის საზღვართან, მიანიშნებს იმ საფრთხეზე რომელიც შეიმჩნევა რუსეთის აქტივობით ბალტიისა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მიმართ. ვითარების სიმძიმეს ასევე განაპირობებს ის რომ რუსეთში სულ უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნება და არ არის გამორიცხული, შიდა აფეთქებისგან თავის აცილების მიზნით, კრემლმა რაიმე მაშტაბური ავანტურა წამოიწყოს. ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა რომ არა NATO-ს და რეგიონის ქვეყნების თვალშისაცემად აქტიური კონტრზომები, რომლებსაც რიგითი ჰიპოთეტური საფრთხეების შემთხვევაში სულ სხვა მაშტაბის და ხარისხის იქნებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
რუსული აგრესიის მომავალი მსხვერპლი
პოლონეთი კომუნისტური ეპოქის ძეგლებს ანადგურებს!
NATO-მ ევროპის ხუთ ქვეყანაში მაშტაბური წვრთნები დაიწყო!
რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს! (ვიდეო/video)

Комментариев нет:
Отправить комментарий