Страницы

суббота, 16 января 2016 г.

მომავალი შავი ორშაბათი რუსეთისთვის - ირანი ნავთობს გზავნის ევროპაში!

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გაეროს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების მოლოდინშია მთელი მსოფლიოს სანავთობო ბაზარი. მოლოდინი რომ დღეს გამოქვეყნდება ანგარიში, რომელშიც საბოლოოდ იქნება გაცემული პასუხი კითხვაზე - შეასრულა თუ არა ირანმა ნაკისრი ვალდებულება?
გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის კომენტარის შემდეგ შეიქმნა და ყველა იმ ქვეყნის საექსპერტო წრეების რეაქცია გამოიწვია, რომელთათვისაც ნავთობით ვაჭრობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორია ბმული.
 ამ მოლოდინს დაემატა ებრაული ანალიტიკური ორგანიზაცია Windvard-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები რომ სანქციების მოხსნის მოლოდინში ირანმა საკუთარ სუპერტანკერებზე, ნედლი ნავთობის მარაგების ჩატვირთვა მოახდინა და ამ მონაცემებით, მოცემულ მომენტში სპარსეთის ყურეში, ირანის სანაპიროებთან 44 მილიონი ტონა ელის ევროპული ბაზრისკენ გამგზავრებას წყარო, რომელიც დღეს ზემოთხსენებული ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში დღესვე დაიძვრება ევროპისკენ წყარო
ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ასეთი ვითარების გამო რუსეთის საფონდო ბირჟები უკიდურესაც ცუდ მდგომარეობაში არიან მაგრამ, ირანის ფაქტორის გამო უფრო მეტი ნეგატივი კიდევ წინ აქვთ. გუშინდელი საღამოს მონაცემებით, ბრენტის მარკის ნავთობზე ფასი 29$-ის ქვემოთ იყო ჩასული წყარო და თუ კი ირანი ამ მოცულობას მართლაც მიამატებს მსოფლიო ბაზარს, მაშინ 2-3% ვარდნა გარდაუვალი იქნება. ამ ყველაფერთან ერთად ჩინეთის პრობლემების გამო, რომელიც სიდიდით მეორე იმპორტიორია მსოფლიოში, კიდევ უფრო გაიზარდა ჭარბი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა რომ აისახება ფასზე. 
 ცნობისათვის დღეს დღეობით მსოფლიოში მოპოვებული ნავთობი აჭარბებს მოთხოვნას 1,4 მილიონი ბარელით დღე-ღამეში. ნავთობის გიგანტი მომპოვებლების მოთხოვნის მიუხედავად, ნავთობის ბაზრის რეგულატორებმა უარი განაცხადეს მოპოვების კვოტების შემცირებაზე და ამან წარმოშვა ის რომ ნათობის ფასი სტაბილურად კლებისკენ წავიდა. ცნობილია რომ არც ირანის სანავთობო ბზარზე დაბრუნების შემდეგ მოხდება მოპოვების შემცირება, რაც იმას ნიშნავს რომ ნავთობზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკებს, დიდ პრობლემები ელით წინ. 
 ასეთი პრობლემის საუკეთესი გამოხატუელებაა ვენესუელა, რომლის პრეზდენტმა ნიკოლას მადურომ, გუშინ 60 დღიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა ქვეყანაში, ნავთობის ფასების ვარდნის გამო წყარო. ანალოგიური ელის რუსეთს, რადგან მათი დამოკიდებულება ნავთობის გაყიდვაზე ცნობილია და რუბლის გაუფასურების რეკორდები კიდევ წინ აქვთ, რაც თავის მხრივ აისახება მოსახლეობაზე. იმედია ეს პრობლემები შეამცირებს მათ საომარ განწყობას და დააფიქრებს პუტინიზმის "სიკეთეებზე". 
 ამ რიგში პრობლემები ელის აზერბაიჯანსაც რომელიც ასევე ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული და ზოგადად მსოფლიო საბირჟო ფონდებსაც რადგან ჯერჯერობით დაუდგენელია (ყოველ შემთხვევაში მე ვერსად ვნახე) ნავთობზე ფასები ვარდნით, ეკონომიკის სტიმულირებასა და დანაკარგებს შორის რა სხვაობა იქნება და გადაფარავს თუ არა სტიმულირების შედეგი, დანაკარგს. 
 ჩვენთვის, ქართველებისთვის ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის რომ რუსეთისთვის მოქმედების არეალი იზღუდება, თუმცა ამ ფონზე მათი მხრიდან აგრესიულობაც მატულობს და არსებობს მოლოდინი რომ რუსეთი შესაძლოა წავიდეს რამდენიმე მიმართულებით გართულებაზე, რათა მოხდეს ნავთობის მოპოვების შემცირება და მოპოვებულის, მსოფლიო ბაზარზე მოხვედრა. ამ თვალსაზრისით ჩვენ რისკის ზონაში ვიმყოფებით იმდენად რამდენადაც ირანული ნავთობის ტრანზიტის ჩვენზე გავლის ალბათობაც არსებობს. აქ ის ფაქტორი რომ ირანი და რუსეთის მოკავშირეების არიან დიდი ვერაფერი არგუმენტია, რადგან სწორედ რუსეთი უფრთხოდა ყველაზე მეტად ირანის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას და არავინ იცის ამ ეტაპზე რა ხრიკით შეეცდება მისი დაბრუნებისთვის ხელის შეშლას!

ასევე წაიკითხეთ:








Комментариев нет:

Отправить комментарий