დღევანდელი კაცობრიობის გამოწვევები იმდენად მრავალფეროვანია რომ ძნელია მოვლენათა განვითარების პროგნოზირება. მრავალფეროვნებაში არ იგულისხმება მხოლოდ პოლიტიკური პროცესები და ის კონფლიქტები, რომელიც დღეს დედამიწაზე მძვინვარებს.
აღნიშნული პროცესების პრალელურად არანაკლები მნიშვნელობისანი არიან კლიმატური და სასურსათო პრობლემები, რომლის შედეგებისაც საკუთარ თავზე მილიონობით ადმაიანი ცდის და მათთვის პირველი რიგის პრობლემები სწორედ ისინი არიან.
გასული წლის ბოლო თვეს, პარიზში მიღწეული კლიმატური შეთანხმება უმნიშვნელოვანესია ამ რიგის პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით და იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ამ შეთანხმების შედეგი, უახლოეს მომავალში გახდება თვალსაჩინო, რომელმაც უნდა შეაჩეროს/შეამციროს გლობალური დათბობის პროცესი და შესაბამისად მისით გამოწვეული კატაკლიზმების რაოდენობა ან დამანგრეველი შედეგები.
სასურსათო კრიზისებს არაფერი ეშველება თუ კი მთელმა დედამიწამ არ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და ამ საკითხს არ ჩამოშორდა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ხშირად არის პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის სურსათზე წვდომის სიმარტივის განსაზღვრაში. დედამიწაზე შიმშილით მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება, მაშინ როდესაც პროდუქტების ნაწილში, წარმოებასა და მოხმარებას შორის იმდენად დიდი სხვაობაა რომ მთელი დედამიწის მშიერი მოსახლეობის გამოკვებას ეყოფოდა. ასეთი სტატისტიკა დგება, გამოუყენებლად პროდუქტების ნაგავსაყრელებზე მოხვედრის დათვლით და ხშირად ქვეყნდება შესაბამისი მონცემები (ბმული), ამ პრობლემის აქტიური განხილვის თვალსაზრისით ყველაზე აქტიური წელი 2014 იყო, როდესაც უამრავი მონაცემი გამოქვეყნდა და გამოიკვეთა ის ქვეყენები, რომლებიც ყველაზე მეტ გამოუყნებელ პროდუქტს ყრიან ნაგავსაყრელზე ბმული. 2015 წელს კი სხვა გლობალური პრობლემების აქტივაციის გამო, ეს თემა სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა. იმედია მომავალში უფრო ყურადღებით მოვეკიდებით ამ თემას და შევძლებთ ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტას.
რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, პროგნოზები ამ ნაწილში უფრო მეტად პესიმისტურია რადგან გასულ წელს დაწყებული პრობლემები, განვითარების ახალ ეტაპებზე გადავლენ და მათი უმრავლესობა დარეგულირება/გადაწყვეტის ნაცვლად, კიდევ იფრო მეტად რთული და პრობლემური გახდება. ჩვენი თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა დასავლეთ-თურქეთის რუსეთთან დაპირისპირება და სწორედ ამ ნაწილში არ უნდა ველოდეთ გაუმჯობესებას. რუსეთსა და თურქეთს შორის წლის ბოლოს დაყებული კონფრონტაცია მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ კომპონენტს შეიძენს და მანამდე გაგრძელდება ვიდრე რუსეთის სამხედრო ნაწილები სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში იქნებიან ჩართულები. ის ფაქტი რომ სირიის ტერიტორიაზე თურქეთს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირბოროტო საკითხები აქვს გადასაწყვეტი და ამავე დროს საკუთარ დაუდგენელ ამოცანებს, ამავე ტერიტორიაზე ჭრის რუსეთი, ზრდის ალბათობას თურქულ-რუსული დაპირისპირების ესკალაციის თვალსაზრისით და რეგიონში დაძაბულობის მზარდობას განაპირობებს.
რაც შეეხება დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას, აქაც ანალიტიკოსები არ ვარაუდობენ გაუმჯობესებას რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზეზები ისევ მოუგვარებელია და ამ მიმართულებით რუსეთს არ შეუცვლია საკუთარი მოქმედების მანერა - ყირიმის ანექსია, უკრაინის კონფლიქტში ჩარევა, სირიის ავანტურა და იარაღის ჟღარუნი, არ მისცემს დასავლეთს იმის საშუალებას რომ რუსეთის მიმართ იქნეს შერბილებული სანქციები და კრიტიკული კონტექსტით მისი მოქმედებების შეფასება აღარ ხდებოდეს. შესაბამისად ცვლილება რომელიც უნდა მოხდეს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ პრობლემებს ვერ შეცვლის რადგან რუსეთის შეკავების პოლიტიკა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ბანალური "გავლენის ზონებზე" საკუთარი გავლენის შენარჩუნებაა და ის მთელ რიგ იდეოლოგიურ წინააღმდეგობრიობას შიცავს, რომელსაც საერთაშორისო მაშტაბში რუსეთის ქცევის რადიკალური ცვლილების გარდა, ვერაფერი შეცვლის. გამომდინარე დასავლეთის ზოგადი სიძლიერიდან კი საკუთარი პოზიციების დათმობას არაფრისდიდებით არ მოახდენს, რუსეთმა რაოდენ დიდი ბომბების გამოყენების მუქარებიც არ უნდა აფრქვიოს.
აღსანიშნავია რომ თავად რუსებიც აცნობიერებენ ამ პესიმიზმს და გამოცემები საახალწლო დღეებში უშვებენ ისეთი პუბლიკაციების გამოქვეყნებას რომელიშიც მოთხრობილია მომავალი წლის მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ბმული, რაც ჩემის აზრით, მოსახლეობას მეტი სირთულეებისთვის შემზადებას ისახავს მიზნად და არა იმას რომ ამ პრობლემებიდან გამოსავალის ძიებას ცდილობენ.
შესაბამისად საერთაშირსო მაშტაბში განვითარებული მოვლენების ხარისხისა, იქნება ეკონომიკური არასტაბილურობაც, რომლის შედეგებსაც ყველაზე მეტი სიმწარით განვითარებადი ქვეყნები შეიგრძნობენ და მათ შორის ჩვენც, რაც ნორმალური მმართველობის პირობებში განხილვის საგანი უნდა იყოს უკვე დღეს და ვცდილობდეთ იმ გზების მოძებნას, რომელიც შეამცირებდა ზემოთ თქმული პროცესების ჩვენზე მავნე გავლენას.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთის საომარი და ბირთვული რიტორიკა ქართველთა პაციფიზმის ფონზე!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ოკუპირებულ ტერიტორებზე რადიაცული დაბინძურების პირობებში მოქმედების წვრთნები ჩატარდა!
რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!
რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)
საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!
რუსეთის საომარი და ბირთვული რიტორიკა ქართველთა პაციფიზმის ფონზე!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ოკუპირებულ ტერიტორებზე რადიაცული დაბინძურების პირობებში მოქმედების წვრთნები ჩატარდა!
რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!
რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)
საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!


Комментариев нет:
Отправить комментарий