Страницы

среда, 27 января 2016 г.

უკრაინის ფრონტზე ვითარება მკვეთრად გაუარესდა

გუშინ დღის მეორე ნახევრიდ მკვეთრად გაუარესდა ვითარება უკრაინის ფრონტზე. გავრცელებული ინფორმაციით შეტაკებები განახლდა დონეცკის აეროპორტთან, სადაც ბოლო დროის განმავლობაში ყველაზე მძიმე ვითარება იყო შენარჩუნებული.
 კონკრეტულად რამ გამოიწვია ვითარების ესკალაცია ძნელი სათქმელია, თუმცა იმის თქმა რომ ფრონტზე მომხდარი რომლიმე ინციდენტის შედეგია მიმდინარე ესკალაცია არ იქნება სწორი და დიდი ალბათობით უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მინსკის მოლაპრაკებების პროცსს და ასევე დიდი ალბათობით, უკრაინული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მიერ გაკრიტიკებულ და მიუღებელ საკონსტიტუციო ცვლილებას უნდა უკავშირდებოდეს. ცვლილებების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოთ. როგორც ცნობილია რუსული მხარე ითხოვს აღნიშნული ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. ამ საკონსტიტუციო ცვლილებას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს უკრაინაში და ამის კარგი მაგალითია დღეს გავრცელებული ლვოვისა და ტერნოპოლის სათათბიროების განცხადება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს წყარო
 უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა რომ ოლქების სტატუსის შესახებ ცვლილებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მოხდება პირველ რიგში ოლქებში არჩევნების ჩატარება უკრაინული კანონმდებლობით და არა სეპარატისტების მიერ გამოცხადებული საკუთარი ე.წ. "კანონმდებლობის" მიხედვით და მეორე, აღნიშული ოლქების რუსეთთან საერთო საზღვრის უკრაინული ძალების მიერ კონტროლზე აყვანა, თუმცა ამ საკითხშიც არის პრობლემა რუსული მოთხოვნის გამო, რომელიც ითხოვს რომ მესაზღვრეთა კონტიგენტი მთლიანად თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტდეს წყარო, რაც პრაქტიკულად იქნება სეპარატიზმისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება და იურიდიული ბერკეტების ხელში ჩაგდება, რომელსაც რა თქმა უნდა რომ ვითარებას არანაირად არ შეცვლის უკრაინისთვის და პირიქით გააუარესებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება რეფერენდუმი და რუსეთთან რეგიონების მიერთება. ეს გეგმა ძალიან ადვილი დასანახია რუსების ამ მოთხოვნაში და დარწმუნებით შიეძლება ითქვას რომ ამასვე ხედავენ უკრაინელებიც. 
 რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, როგორც ზემოთ ვთქვი განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დონეცკის აეროპორტთან სადაც ბრძოლები პრაქტიკულად არ შეწყვეტილა და მარიუპოლის მიმართულებაზე, სადაც ანტოტერორისტული სპეცოპერაციის პრესსპიკერის მიერ გავცელებული განცხადების მიხედვით, გამოყენებული იყო ტანკი და 82-მმ კალიბრის ნაღმტყორცნები. ასევე პრესსპიკერის თქმით უკრაინული ძალები იძულებულები იყვნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი, მოწინააღმდეგის პროვოკაციულ სროლებზე წყარო. გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე არსებული მთელი ფრონტის გასწვრივ სხვადასხვა სახისა და კალიბრის შეიარაღებიდან. მათ შორის ნაღმტყორნებიდან და საზენიტო დანადგარებიდან. უკრაინულ მხარეს დანაკარგი არ განუცდია, მსუბუქად დაიჭრა მხოლოდ ერთი მებრძოლი მარიუპოლთან. 
 რუსი სეპარატისტები, თავის მხრივ ავრცელებენ ინფორმაციას შეტაკებების შესახებ, თუმცა უკრაინელებისგან განსხვავებით უფრო მუქ ფერებში, რადგან მათთვის ეხლა გასნაკუთრებით მნიშნვნელოვანია მსხვერპლის როლში საკუთარი თავის წარმოჩენა. მათ მიერ გავრცელებულ სტატიებში აღწერილია შეტაკებები დონეცკსა და გორლოვკასთან, რომლის დროსაც მათი თქმით გამოყენებული იყო უკრაინული არტილერია წყარო. სეპარატისტებზე დაყრდნობით რუსული მედიაც ავრცელებს დონეცკის შესახებ ინფორმაციას სადაც წუხელ ლენინის ძეგლი ააფეთქეს წყარო.  სამწუხაროდ ძეგლის მთლიანად განადგურება ვერ მოხერხდა და მხოლოდ პოსტამენტის ნაწილი დაზიანდა. სეპარატისტები შეწუხებული სახეებით ყვებიან სიუჟეტში ამ ფაქტზე და გამოძიების პირობას დებენ. 
 პრორუსი სეპრატისტების მედიაში შეიმჩნევა ინტენსივობის აშკარა მატება ომის განახლების შესახებ ინფორმაცის გავრცელების თვალსაზრისით, რომელსაც რა თქმა უნდა უკრაინას აბრალებენ და ასკუთარი ქმედებების პირდაპირ საპირისპირო მტკიცებულებას ავრცელებენ რომ თითქოს, უკრაინული მხარე საკუთარ მოსახლეობას ომის განახლებისთვის ამზადებს (ნუმუში), რაც იმაზე მიანიშნებს რომ ესკალაცია მოსალოდნელია და ჯერ საბოლოოდ, ბრძოლების განახლების შესახებ მოსკოვიდან ბრძანება არ მიუღიათ. 
 უკრაინის ფრონტზე ასეთი მდგომარეობა შენარჩუნებული იქნება. მუდმივად მოხდება შეტაკებების ინტენსივობის მატება და კლება იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები პოლიტიკურ ფრონტზე. მაშტაბური შეტაკებების წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მთავარი ის ეკონომიკური პრობლემებია რომელიც რუსეთსა და ზოგადად რეგიონშია შექმნილი.

ასევე წაიკითეთ:








Комментариев нет:

Отправить комментарий