Страницы

суббота, 30 января 2016 г.

ლუგარის ლაბორატორია ამჯერად სომხებისთვის გახდა "პრობლემა"

სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია, თბილისის შემოგარენში, არაერთხელ გამხდარა სამეზობლო მედიის და განსაკუთრებით რუსული გამოცემების ყურადღების ობიექტი.
თუ გახსოვთ, ამ ლაბორატორიასთან დაკავშრებულ ისტერიკას მოჰყვა ის, რომ 2013 წლის მაისში, ბიძინა ივანიშვილი მიიყვანა, მაშინდელმა ამერიკის ელჩმა ლაბორატორიაში და დაათვალიერებინა მთელი კომპლექსი. ამის შემდეგ, ისტერიკა (სხვას ვერაფერის დავარქმევ) შეწყდა და ცალკეული რუსი კონსპიროლოგები თუ იხსენებდნენ მას და უკავშირებდნენ ათასგვარი გამოგონილ უბედურებას. ამჯერად კი კავკასიურ მედიის ყურადღება მიიქცია სომხურ გამოცემებში ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელიც ე.წ. "ღორის გრიპის" გავრცელების პარალელურად, აგორდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, რომელმაც ამ დროს არსებული მონაცემებით რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სომხების ეჭვი გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, საქართველოს საზღვრის სახლოვეს იყო, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებთ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს წონად არგუმენტად რადგან, თუ კი ვირუსის გავრცელება მოხდა ლაბორატორიიდან, მაშინ დაინფიცირების პროცენტი ჯერ საქართველოში უნდა გაზრდილიყო და შემდეგ მეზობელ ქვეყნებში, რეალურად კი სომხეთში H1N1 ვირუსის გავრცელება, ბევრად უფრო ადრე დაიწყო ვიდრე საქართველოში წყარო.
 ის ფაქტი რომ რამდენიმე წლის წინ, ამ ლობაროტარიის შესახებ, რუსეთიდან დაუდგენელი წარმომავლობის "ექსპერტები" კი არ საუბრობდნენ, არამედ ქვეყნის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, მიანიშნებს იმაზე რომ საქართველოს წინააღმდეგ ინფორმაციული ბრძოლის საქმეში ეს თემა აქტუალურ ფაქტორად რჩება, ბოლო დროს გამოჩენილი ტერორიზმის საფრთხის მსგავსად. 
 უკვე იყო გამოთქმული ეჭვი რომ სომხურ მედიაში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა საქართველოს ერთერთი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ყოფილიყო ხელშეწყობილი წყარო. ძნელი მისახვედრი არ უდნა იყოს, რომელ მეზობელზეა ლაპარაკი გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ქვეყნის ოფიციალური პირები იყვნენ "პანიკაში" ამ ლაბორატორიის გამო. 
 უცნაურია ერთი დამთხვევა. სომხურ მედიაში ლაბორატორიაზე ატეხილი აჟიოტაჟი, ზუსტად დაემთხვა ჩვენს საინფორმაციო სივრცესა და სოციალურ ქსელებში ანტისომხური განწყობების ზრდისთვის ხელშემწყობი მასალების გამოქვეყნებას. რატომ მოხდა ასე და არის თუ არა ეს მართული პროცესი ღმერთმა უწყის მაგრამ ფაქტია რომ ჩვენს რეგიონში, ვიღაც ზედმეტად აფათურებს ხელებს, რომლის მიზნებიც კეთილშობილური ნამდვილად არ არის და ამიტომ ნებისმიერ ჩვენთაგანს დაფიქრება გვმართებს, ვიდრე აშკარად "პროვოკაციულ" ინფორმაციებს გამოვეხმაურებოდეთ! 

ასევე წაიკითხეთ:





Комментариев нет:

Отправить комментарий