Страницы

среда, 27 января 2016 г.

გუშინ საღამოს წითელი მოედანი ბლოკირებული იყო გაუგებარი მიზეზით!

მოსკოვში რაღაც უნაური ამბავი ხდება. გუშინ საღამოს ყოველგავრი ახსნა განმარტების გარეშე, ძალოვნებმა გაწმინდეს წითელი მოედანი მიუხედავად იმისა რომ იქ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, იმართებოდა საახალწლო ბაზრობა და მოწყობილი იყო საციგურაო მოედანი.
ევაკუაცია შეეხო როგორც ამ ობიექტების მომხმარებლებს, ისე პერსონალს წყარო. სამართალდამცავები რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს მოქლაქეთა ევაკუაცია მოედნიდან ვერ ახსნეს კონკრეტული მიზეზით ეს ქმედება და სხვადასხვა ვერსიებით ისტუმრებდნენ ცნობისმოყვარე მოქალაქეებს. ერთი ვერსიით, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, ევაკუაცია გამოიწვია მოქალაქეთა სიმრავლემ საციგურაო მეოდანთან, თუმცა ადგილზე მყოფი მოსკოველები წერდნენ რომ იქ განსაკუთრებული რაოდენობის ხალხი არ ყოფილა წყარო. ესეც არ იყოს და მოედნის მაშტაბიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს სულელური არგუმენტია ხალხის სიმრავლე მოედანზე. სხვა ვერსიით რომელიც პროცესში მონაწილე პოლიციელის ნათქვამიდან გავრცელდა, იყო ის რომ ევაკუაცია ხორციელდება რაღაც "სპეციალური ზომების" გამო, თუმცა რა იყო ეს სპეციალური ზომა, არავინ იცის. მოგვინებით თვითმხილველებმა განაცხადეს რომ კრემლიდან რეანომობილი გამოვიდა წყარო რამაც გააჩინა ვარაუდები რომ პუტინი გახდა ცუდად. ანტიპუტინისტებმა გამოაცხადეს რომ რუსეთის პრეზიდენტს "ინფარქტი" აქვს, თუმცა მაინც აუხსნელია ის თუ რა საჭირო იყო მთელი მოედნის ევაკუაცია. დაუჯერებელია რომ კრემლს არ ჰქონდეს შიგნით სამედიცინო პუნქტი, რომელშიც შესაძლებელია პირველადი დახმარების აღმოჩენა და ესეც რომა რ იყოს, ეული რეანომობილით პუტინის გადაყვანა კლინიკაში ცოტა არარეალური ჩანს, უსაფრთხოების იმ ზომების გათვალისწინებით, რომლითაც პუტინი და ზოგადად, რუსი მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან. ეს მოვლენა საინტერესო იყო იმითაც რომ მოედნიდან ხალხის ვეაკუაციის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ინტერნეტ ტრანსლაციის კამერებიც გათიშული იყო.
 რუსული ყოველდღიურობის გათვალსწინებით, ჩვეულებრივი მოვლენაა ის რომ საკუთარი ქმედებით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები იქცევენ გადამეტებულ ყურადღებას და შედეგად გამოწვულ კითხვებს, აფსურდული პასუხებით კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენენ. ასევე დიდი როლს თამაშობენ მსგავს პროცესებში ე.წ. "ტროლები", რომლებმაც უსწრაფესად გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს არავითარ გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია და მოედანი დასუფთავების მიზნით სულ რაღაც 40 წუთით იყო გადაკეტილი. მათ შორის გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც დაწერეს რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იყვნენ მოედანზე გასულები და გადაადგილების არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. 
 მოედნიდან ევაკუაცია საღამოს 8 საათზე განხორციელდა და როგორც ძალოვნების ოფიციალურ განცხადებაში იყო აღნიშული, შეზღუდვა 40 წუთს მოქმედებდა. სინამდვილეში კი  ღამის 23:40 საათისთვის მოედანი კვლავ გადაკეტილი იყო და ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალაც გავრცელდა ბმული
 ამ ყველაფრის ფონზე ჯერჯერობით პუტინი არ გამოჩენილა არც კამერების და არც სხავ რაიმე საჯარო ღონისძიებაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს და მითქმა-მოთქმის საფუძველი ხდება. 
 გახსოვთ ალბათ გასული წლის დასაწყისში ატეხილი აჟიოტაჟი პუტინის გაუჩინარების შესახებ, რომელიც საბოლოოდ აუხსნელი დარჩა. თუმცა მაშინდელი გაუჩინარება და წუხელ, წითელ მოედანზე განვითარებული მოვლენები განსხვავდებიან წინმსწრები პროცესებით. მიმდინარე წლის 21 იანვრიდან, დასავლეთის მიერ დაწყებული იქნა მძლავრი ანტიპუტინური კამპანია, რომლის ფარგლებში უამრავი მაკომპრომეტირებელი მასალა და პუტინის დანაშაულთა ფაქტები გამომზეურდა. სწორედ ამ "წანამძღვრების" გამო გახდა სენსაციური გუშინდელი წითელი მოედნის მოულოდნელი ევაკუაცია და ეს ამბავიც ისე ჩაივლის, ამხსნელი ინფორმაცია არ გავრცელდება. 
 თუმცა კი მოვა დრო, როდესაც ამ "უცნაურობების" შინაარსი ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისთვის და შესაძლოა ის ძალზედ ბანალური აღმოჩნდეს, რომლის შემდეგაც კითხვა იქნება ის თუ რატომ მალავდნენ ასეთ ბანალურ საკითხებს რუსი ხელმძღვანელები?! 

ასევე წაიკითხეთ:







Комментариев нет:

Отправить комментарий