BBC-ის რუსული ბიუროს მიერ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ აშშ-ს სამართალდამცავებმა დააკავეს რუსი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "ბიბა", სრული სახელი და გვარი ბორის ნაიფელდი რომელიც მეწარმისგან ფულის გამოძალვას ახდენდა და ფაქტზე იქნა აყვანილი.
მასთან ერთად დაპატიმრებულია ყოფილი კიევის მკვიდრი, ვინმე ბორის კოტლიარსკი. გამოცემის თქმით ნაიფელდი ეკუთვნის რუსული მაფიის ე.წ. პირველ თაობას აშშ-ში წყარო.
ბოროტმოქმედები მოქმედებდნენ შემდეგი სქემით - კოტლიარსკი მივიდა ერთერთ ნიუ-ჯერსიელ ბოზნესმენთან, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება და შეატყობინა რომ დაინტერესებულმა პირებმა, მისი მკვლელობა შეუკვეთეს, რომელიც უნდა შეესრულებინა ნაიფელდს. ამ "შეკვეთის" შეუსრულებლობისა და კვალის არევის მიზნით მოსთხოვეს მას 125 000$ გადახდა. შეშინებულმა მეწარმემ დახმარებისთვის მიმართა სამართალდამცავებს და ყველა შემდგომი შეხვედრა მეწარმესა და კრიმინალებს შორის, ხდებოდა FBI-ის მეთვალყურეობის ქვეში. საბოლოო შეთანხმება მოხდა 50 000$-ზე და მეწარმემ, ნაიფელდს გამოუწერა საბანკო ჩეკი მითითებულ თანხაზე, რომლის გადაცემის მომენტშიც ის დააკავეს სამართალდამცავება.
როგორც ირკვევა ნაიფელდის ეს პირველი კრიმინალური ისტორია არ არის და ის ადრეც მოხვედრილა ამერიკელი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ. ის პირველად დაპატიმრებული იყო 2008 წელს, აზიიდან აშშ-ში ნარკოტიკის ტრანზიტის ბრალდებით, თუმცა მოსამართლემ მისი წარსული დანაშაულები რატომღაც არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმაში სცნო დამნაშავედ ნაიფელდი, რაც მან აღიარა. აღიარებული დანაშაული კი მხოლოდ სიგარეტის კონტრაბანდა იყო, რომლის გამოც 5 წლიანი სასჯელიც მოიხადა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ კრიმინალური საქმიანობა განაგრძო.
ე.წ. რუსული მაფია მთელს დასავლეთში განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია ბოლო დროს, გამომდინარე იქიდან რომ როგორც იქნა გააცნობიერეს დასავლელმა ძალოვნებმა ის ფაქტი რომ რუსული მაფია, ავტონომიურად მოქმედი კონგლომერატი არ არის და ის ერთერთი უმთავრესი ინსტრუმენტია რუსული სპეცსამსახურების არსენალში. მათი მეშვეობით ხორციელდება უამრავი "ღონისძიება" დასავლეთს ქვეყნებში და პრორუსული განწყობების ერთერთი მთავარი ტრანსლატორია არა მარტო დასავლეთში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენთანაც.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий