Страницы

среда, 20 января 2016 г.

ავღანეთში რუსეთის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედქალაქ ქაბულში არსებული რუსეთის საელჩოის მოიპირდაპრე მხარეს დანაღმული ავტომობილი აფრთქდა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით თვითმკვლელმა ტერორისმტა ააფეთქა.
გავრცელებული ინფორმაციით ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზციას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია თავის თავზე წყარო.
 ინციდენტის აღწერისას გაჩნდა ვერსია რომ აფეთქების მიზანს, არა რუსეთის საელჩო, არამედ იმ მომენტში აფეთქებული ავტომობილის სიახლოვეს გამავალი მოკროავტობუსი წარმოადგენდა. ამ დრომდე არ არის ინფორმაცია თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული მიკრიავტობუსი და რა ინტერესს წარმოადგენდა ის ტერორისტებისთვის. ასევე ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს და არ არის ცნობილი, აფეთქებულ მიკროავტობუსთან აქვს თუ რა რაიმე კავშირი რუსეთის საელჩოს. აღსანიშნავია ისიც რომ ქალაქის ამ რაიონში, სადაც აფეთქება მოხდა, რუსეთის საელჩოს გარდა განთავსებულია ქვეყნის პარლამენტიც თუმცა აფეთქება კონკრეტულად რუსეთის საელჩის შენობის წინ მოხდა, გზის მეორე მხარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ tvzvezda.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა ვერაფერი კონკრეტული ვერ თქვა და აღნიშნა მხოლოდ ის რომ ინფორმაცია მოწმდება წყარო
 ცნობილია რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა 12. შემთხვევის ადგილზე მუშაოებნ სამართალდამცავები და მაშველები. ასევე არ გავრცელებულა ინმფორმაცია მიიღო თუ არა დაზიანებები რუსეთის საელჩოს შენობამ ან მისმა თანამშრომლებმა. 
 რუსეთის აქტივობა ავღანეთში დიდად არაფრით გამოირჩევა და ბოლო დროს გახდა ყურადსაღები, ანუ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ რუსეთის წარმომადგენლები მოლაპრაკებებს მართავდნენ "თალიბანანთან". რუსების მიერ გავრცელებული ინფორაციით, მოლაპრაკების საგანი იყო ინფორმაციის მოპოვება ISIS-ს წევრთა აქტივობის შესახებ ავღანეთის ტერიტორიაზე, თუმცა "თალიბანმა" ეს განცხადება უარყო და აღნიშნეს რომ ისინი მოლაპრაკებეს თუ მართავენ ვინმესთან, მართავენ მხოლოდ ქვეყნის ყველა ჯურუს ოკუპანტისგან გაწმენდის მიზნით და ISIS-ი მათთვის მოლაპრაკებების ფაქტორი არასოდეს გახდება წყარო.  

Комментариев нет:

Отправить комментарий