ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან რომ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში განთავსებულ სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, რომელმაც დააზიანა შენობა.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულები და დაღუპულები სავაჭრო ცენტრის სტუმრებს შორის არ არიან წყარო. მოცეულ მომენტში სავაჭრო ცენტრთან მისასვლელი გზები პოლიციას აქვს ბლოკირებული და ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს წყარო.
ადგილობრივ სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია აფეთქების მიზეზის შესახებ, შესაბამისად არ არის ცნობილი ეს არის ტერაქტი თუ სხვა რაიმე ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ინციდენტი. ცნობილია მხოლოდ ის რომ აფეთქებიდან ცოტა ხანში, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები ეძებდნენ შავი ფერის ავტომობილის მფლობელს, რომელიც სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა პარკირების შესასვლელთან იყო მიტოვებული.
თვითმხილბველების თქმით აფეთქების შემდეგ სავაჭრო ცეტრის შენობიდან თეთრი კვამლი გამოდიოდა, რომელიც მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ოფისებიდან, თანამშრომლებმა შენიშნეს და საინფორმაციო სააგენტოებს შეატყობინეს.
დეტალები ინდიენტის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ზოგადად ევროპაშია შექმნილი საემიგრაციო კრიზისის გამო, ზრდის ალბათობას ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით მოლოდინებს რომ არის ტერაქტი. მით უმტეს რომ გასული დღეების განმავლობაში ინტერნეტის რუსულენოვან სეგმენტში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ევროპაში ტერორისტული საფრთხის მატების შესახებ.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий