Страницы

вторник, 26 января 2016 г.

BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი პუტინის კორუფციულ სქმებსა და დანაშაულებზე (RUS) (ვიდეო/video)

დღეს ბრიტანულმა მედია გიგანტმა BBC-მ, გამოაქვეყნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი პუტინის შესახებ, ფილმში აღწერილია ის კორუფციული სქემები და პროექტები რომელთა მეშვეობითაც პუტინმა უაზარმაზი ქონება დააგროვა.
ფილმის ავტორმა მოახერხა აეღო ინეტრვიუები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადრე პუტინის ახლო გარემოცვაში შედიოდნენ და ამათუიმ მიზეზთა გამო, დღეს გაქცეულები არიან რუსეთიდან. 
 ტრადიციულად, კრემლის მბრძანებლის წარმომადგენლები, უარყოფენ ყველა იმ ფაქტს რომელიც პუტინის ზღაპრულ სიმდიდრეს ეხება, თუმცა არ არსებობს არგუმენტი რომელიც იმას ახსნის თუ რა სახსრებით ცხოვრობს პუტინი იმ ფუფუნებაში, რომელშიც ის ცხოვრობს და რომლის შესაძლებლობასაც ოფიციალური წლიური ჯამაგირი (100 000$)  არ იძლევა. 
 ფილმში მოყვენილ ფაქტებთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია ის რომ ასეთი ფილმი გამოვიდა და ნახვის შემდეგ მიხვდებით რომ ეს არ არის სპონტანური მოკლე ჟურნალისტური ნამუშევარი. ის ჯერ კიდევ მაშინ არის დაწყებული, ვიდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში რუსეთის ოფიციალური პირების ბრალეულობის შესახებ გაცხადდებოდა ოფიციალურად.
 ბრიტანეთის პარლამენტში, ყოფილი მოსამართლის მიერ წარდგენილი ანგარიში ლიტვინენკოს საქმის შესახებ, ერთგვარი სტარტი გახდა ანტიპუტინური საინფორმაციო კამპანიის, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს და ეს მიზანი პუტინისთვის სასრგებლო რა თქმა უნდა არ არის. თავის მხრივ კი იმაზე მიუთითებს თუ რამდენად არის გაფუჭებული ურთიერთოიბები დასავლეთსა და რუსეთს შორის.
 აღსანიშნავია ფილმში აშშ-ს ოფიციალური უწყების წარმომადგენლის მონაწილეობა და მისი კომენტარები, რომელშიც დასტურდება ის რომ ამერიკელები მას, შეიძლება ითქვას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ამ დაკვირვებასაც კონკრეტული შედეგი ექვნება პუტინისთვის.

გთავაზობთ რუსული გახმოვანებით გავრცელებულ ზემოთ აღწერილ ფილმს:


ასევე წაიკითხეთ:




Комментариев нет:

Отправить комментарий