Страницы

воскресенье, 31 января 2016 г.

რუსულმა სამხედრო ავიაციამ კვლავ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებიდან გაირკვა რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავმა კვლავ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე მიმდიანარე წლის 29 იანვარს. აღნიშულის შესახებ განცხადება ერდოღანმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში, ჩილეში ვიზიტით გამგზავრების წინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაფრთხილებული იყო რამდენჯერმე რუსულ და თურქულ ენებზე, თუმცა მიუხედავად ამისა მან ფრენის მარშუტი არ შეცვალა და თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ერდოღანის თქმით ეს ინციდენტი მიუთითებს იმაზე რომ რუსეთი ცდილობს ვითარების ესკალაციას და ამიტომ, მსგავის ინციდენტის განმეორების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგზე, პასუხისმგებლობა სრიულად დააკისრა რუსულ მხარეს წყარო.  მისი განცხადებით რუსული თვითმფრინავის თურქეთის საზღვართან მიახლოება, თურქებზე ადრე NATO-მ დააფიქსირა და შესაბამისად თუ კი მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი, რუსეთს არ ექნება არგუმენტი რომ მას არავის საზღვარი არ დაურღვევია.
 გასული წლის ინიციდენტის შემდეგ ვწერდი რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის, რუსების მიერ გამოქვეყნებული ფრენის მარშუტი ადვილად გადამოწმებადი იყო რადგან ამ რეგიონში, არსებული ქვეყნების სამხედრო რადიო ლოკაციური სისტემების გარდა, კონცენტრირებულია საერთაშორისო ძალების სისტემებიც, რომლებიც ასევე დააფიქსირებდნენ მის ფრენას და შესაბამისად თურქეთის საზღვრის გადალახვის ფაქტს. ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც. შესაბამისად თუ კი რუსეთი ასეთ გამწვავებაზე მიდის, ნიშნავს იმას რომ მას გადაწყვეტილი აქვს NATO-ს წევრი თურქეთის პროვოცირება რასაც უმძიმესი შედეგი ექნება. 
29 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ თურქეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა რუსეთის ელჩი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს. 
 ერდოღანმა ჟურნალისტებს ასევე გაუმხილა რომ მას მოთხოვნილი ჰქონია პუტინთან პირისპირ შევხედრა, თუმცა ამ დრომდე რუსეთის პრეზიდენტისგან პასუხი არ მიუღია. 
 სირიის ტერიტორიაზე კი ვითარება ისევ მძიმეა და რუსული სამხედრო მანქანა კვლავ ცდილობს ასადისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლად ასაღებს და ნაცვლად ISIS-ის პოზიციებზე იერიშების მიტანისა, აქტიურად ბომბავს ასადის მოწინააღმდეგე ძალები პოზიციებს. ამის შესახებ ერდოღანმაც ისაუბრა და მისი თქმით ბიებუჯაკის რაიონის სოფლებს, სადაც თურქომანები ცხოვრობენ, კვლავ ბომბავს რუსული ავიაცია, რის გამოც არსებული ინფორმაციით, რაიონის დასახლებული პუნქტები 3000 ადამიანმა მიატოვა და თურქეთში გადავიდა. 
 რუსული არმიის მოქმედება სირიაში ბოლომდე გამოაშკარავებულია და გარდა იმისა რომ ის ასადის მხარდაჭერას ემსახურება, ასევე აქვს გვერდითი ეფექტი, რომელიც თურქეთსა და ევროპაში საემიგრაციო კრიზისი გამწვავებას ემსახურება. ასადის ძალებსითვის გაწეული დახმარების გამო, ფრონტი ახალ ტერიტორიებზე ინაცვლებს და ამ რეგიონებში ჩარჩენილი მოსახლეობა იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რომელთა დიდი ნაწილიც ჯერ თურქეთში და შემდეგ ევროპაში ხვდება. 
 ფაქტია ის რომ რუსების ეს აღვირახსნილობა შეუძებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს. მას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები როგორც თურქების, ისე დასავლეთის მხრიდან რადგან მათი აქტივობით ზარალდება ორივეს ინეტერესები. 
გუშინდელი ინციდენტის პარალელურად კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელმაც შესაძლოა განაპირობა კიდევაც რუსების მხრიდან აღნიშნული პრვოვოკაცია. თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს შეხვედრა სადაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფაქტიდან არის ის რომ მათ გადაწყვიტეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის, ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება წყარო
 რუსეთის სირიული ავანტურის დასასრულემადე ბევრი დრო აღარ რჩება და ეჭვი მაქვს, მისი სამხედრო უკანდახევის მოწმენი მალე გავხდებით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий