იმეპრატორ ვლადიმერ პუტინის "აპრიჩნიკი" რამზან კადიროვი ახალი განცხდებით გამოეცხადა საზოგადოებას და ამცნო რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და თეთრის სახლის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება,
პუტინის კორუმპირებულობის შესახებ ნიშნავს იმას რომ რუსეთის წინააღდემგ წამოწყებული ნამდვილი ომი, არა გამოუცხადებელი არამედ ნამდვილი, რომლის სცენარიც დაწერილია და ვითარდება. მისი აზრით მოვლენები სწორედ ისეთი სცენარით ვითარდება როგორც განვითარდა არაბულ სამყაროში და რუსეთში შიდა განხეთქილების პროვოცირების ნიშნებზე მიუთითებს წყარო.
უნდა აღინიშნოს რომ BBC-ის მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, რუსეთის დედაქალაქსა და პოლიტიკურ ელიტაში ნამდვილი ისტერიკა მძვინვარებს. იმპერატორისადმი ამერიკელების ასეთი დამოკიდებულება, გამაოგნებელი აღმოჩნდა მათთვის და ყველა ცდილობს ამ მოცემულ ვითარებაში ძალაუფლების მქონეთათვის საკუთარი ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს ვიდრე გაირკვეოდეს ვითარება და რუსეთის ხელმძღვანელების ნაბიჯები. ეს ერთის მხრივ კარგიც არის და ცუდიც, გამომდინარე იქიდან რომ მსგავსი ტიპის მარგინალი ჩინოვნიკები, რომლებიც ძალისუფლების მქონეთა ნასუფრალზე ქეიფობენ, ხასიათდებიან მხდალობით და პრობლემების პირველივე ეტაპზე გარბიან მოწინააღმდეგე მხარესთან. კადიროვისგან რომ ეს არ იქნება მოსალოდნელი ისედაც ცნობილია. მისი ძალაუფლება და სიცოცხლე, პუტინის მსგავსად პირდაპირ მიბმულია პუტინის საიმპერეტორო ტახტზე ჯდომასთან და თუ კი მას საფრთხე დაემუქრება, კადიროვი პოტენციურად ახალი მაშტაბის ტერორისტად გარდაიქმნება.
არაერთხელ დამიწერია კადიროვის ბედზე პოსტ პუტინურ პერიოდში. ის ძალიან საინტერესო ფენომენია, გამომდინარე იქიდან რომ მისი დამორჩილება პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ძალიან რთული საქმე იქნება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კავაკსიურ იატაქვეშეთთან ბრძოლის ეგიდით მისი რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვნების ხელში, უამრავი იარაღია. იყო მოსაზრებები რომ ხშირი იყო კავკასიელ ბოევიკთა აქტივობის ხელოვნური გაზვიადებები იმის გამო რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შესულიყო მძიმე ტექნიკა, რომლის მისთვის გადაცემასაც ცენტრი ძალიან ერიდებოდა, თუმცა არსებობს მონაცმები რომ 2008 წლის შემდეგ ასეთი შიარაღებაც მოხვდა მის დაქვმედებარებაში და თუ კი პუტინის ჩამოცილება მოხდება, ის წამოიწყებს იგივე შინაარსის ომს რომელსაც 90-იანებისას ჰქონდა ადგილი.
ფაქტია ის რომ თუ კი მოხდება რუსეთში დღეს არსებული ე.წ. ძალაუფლების ვერტიკალის მოშლა და რეგიონების ცენტრიდან ჩამოშორების პროცესი დაიწყება, კავკასია გახდება ერთერთი ყველაზე არასტაბილური და ფეთქებადსაშიში რეგიონი, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოსთვისაც პრობლემატური იქნება საზღვრის უშუალო სიახლოვის გამო და ვერ დარჩება ამ პირობებში თამაშგარე მდგომარეობაში. სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული ჩემი მუდმივი ყურადღება კადიროვის აქტივობების მიმართ.
ასევე წაიკითხეთ:
დაღესტანში ძალოვნებმა კადიროვისა და პუტინის მხარდამჭერი აქცია ჩაშალეს!
რას ნიშნავს კადიროვის ბრძანება - გაუხსნან ცეცხლი ფედერალურ ძალებს?! (ვიდეო/video)
ჩეჩენი პარლამენტარები მექსიკელი პარტიზანების შეიარაღებით იმუქრებიან!
კადიროვმა ვლადიმერ პუტინს შეჰფიცა! (ვიდეო/video)
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის დაძაბულობა მატულობს
ასევე წაიკითხეთ:
დაღესტანში ძალოვნებმა კადიროვისა და პუტინის მხარდამჭერი აქცია ჩაშალეს!
რას ნიშნავს კადიროვის ბრძანება - გაუხსნან ცეცხლი ფედერალურ ძალებს?! (ვიდეო/video)
ჩეჩენი პარლამენტარები მექსიკელი პარტიზანების შეიარაღებით იმუქრებიან!
კადიროვმა ვლადიმერ პუტინს შეჰფიცა! (ვიდეო/video)
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის დაძაბულობა მატულობს


Комментариев нет:
Отправить комментарий