საინტერესოდ ვითარდება მოვლენები კავკასიაში, ჩეჩნეთის თავკაცის რამზან კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ერთის მხრივ მხარდამჭერი აქციები მოჰყვა იმ კრიტიკის საპასუხოდ რომელიც მისმა
განცხადებამ გამოიწვია და ასევე გააძლიერა საპროტესტო განცხადებებისა თუ აქციების მოწყობა მის მოწინააღმდეგე ძალებში, თავად რეგიონსა თუ სხვა ქვეყენბში.
ლაპარაკია კადიროვის მიერ უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის "ქვეყნის მოღალატეებად" გამოცხადება, რომელსაც რა თქმა უნდა მხარი აუბა მთელმა მისმა გუნდმა და შესაბამისი შინაარსის განცხადებებიც გავრცელდა. შედეგად მოჰყვა ის რომ ერთერთი რეგიონის სათათბიროს რუსმა დეპუტატმა გააკრიტიკა კადიროვი, რასაც მოჰყვა ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები რომ თითქოს ამავე დეპუტატმა ბოდიში მოიხადა მეორე დღესვე, თუმცა სხვა მედია საშუალებები აცხადებდნენ რომ არავითარი ბოდიში არ მოუხდია.
გუშინ კავაკსიურ სეგმენტში გაჩნდა განცხადებები რომ დღეისთვის იგეგმებოდა კადიროვისა და პუტინის მხარდამჭერი აქცია ავტოგარბენი, რომელიც სათავეს ყიზლარში იღებდა და კიდევ სხვა ექვსი ქალაქის გავლის შემდეგ, დერბენტში სრულდებოდა. დღეს დილით კი ცნობილი გახდა რომ სხვადასხვა ადგილებში შეკრებილი გარბენის მონაწილეები, სამართალდამცავება შეაჩერეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ ძალოვნები პუტინისა და კადიროვის ფოტებიან პალაკატებს ხევდნენ ავტომობილებიდან წყარო, თუმცა კონკრეტული მიზეზი თუ რატომ აიკრძალა ასეთი შინაარსის აქცია არ დასახელებულა. ცნობილია მხოლოდ ის რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, დაღესტანის საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად საერთაშორისო ძებნაში მყოფი საგიდ მურტაზალიევის მხარდამჭერები, შესაძლოა სწორედ ის იყოს აქციის ჩაშლის ერთადერთი მიზეზიც, რომელიც გასული წლის სექტემბერში რუსულმა მართლმსაჯულებამ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით მურტაზალიევი დუბაიში იმალება წყარო. აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ მაშინ მურტაზალიევს გამოესარჩლა რამზან კადიროვი, რომლემაც მას საკუთარი ძმა უწოდა თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა ბრალდების საქმეში და ადგილობრივი ექსპერტების თქმით, რამზანის ეს თანადგომა ამაო იყო რადგან მურტაზალიევს დაუპირისპირდა ძალოვნების ის ჯგუფი, რომელიც კადიროვს მტრად აღიქვამს წყარო! რაც მიუთითებს იმაზე რომ კულუარული ბრძოლა ძალაუფლებისთვის კავკასიაში სასტიკი მეთოდებით მიმდინარეობს და ადრე თუ გვიან ამ ბრძოლაში გაჩნდებიან დამარცხებულები და შესაბამისად გამარჯვებულები.
კადიროვის ამ აქტივობას, რომელმაც მანიფესტაციური ვაკხანალია გამოიწვია, გამოხმაურება მოჰყვა ემიგრაციაში წასულ ჩეჩნებშიც და მათ, 7 ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები, სადაც რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზირისით შექმნილი ვითარება გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები გაიმართა ბერლინში, ვენაში, ჰელსინკში, სტოკჰოლმში, ოსლოში, სტამბულსა და კიევში წყარო.
წინა დღეებში ინტერნეტ სივრცეში აქტივისტებმა დაიწყეს ფლეშმობი კადიროვის მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთში ცნობილმა სახეებმა და პოლიტიკოსებმა, მათ შორის რუსეთის მმართველი პარტიის წევრებმა წყარო, რითიც პრაქტიკულად მოხდა ის რომ მთელმა რუსულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელბამ გაიზიარა კადიროვის აზრი რომელიც ვერაფრისდიდებით ვერ ჩაითვლება ნორმალურ და ცივილურ ნაბიჯად.
ცხადია რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება და მეტ აქტუალობას შეიძენს მათ შორის საერთაშორისი მაშტაბით თუ კი მის მიმართ ინტერესი არ განელდა თავად რუსეთში, რომელიც წესით აქამდეც უნდა მომხდარიყო კადიროვის პიროვნებიდან გამომდინარე მაგრამ კრემლის მბრძანებელის ხელდასმული თავნება ავაზაკი, როგორც ჩანს იმდენად დაფასებულია რომ ყოვლეგვარ ცივილურობასა და საღ აზრს ჯაბნის.
ასევე წაიკითხეთ:
კადიროვი მზად არის ჩვენება მისცეს გამოძიებას ნემცოვის მკველობასთან დაკავშირებით!
კრემლის პასუხი კადიროვს - პირველი არხის სიუჟეტი! (ვიდეო/video)
ჩეჩენი პარლამენტარები მექსიკელი პარტიზანების შეიარაღებით იმუქრებიან!
კადიროვმა ვლადიმერ პუტინს შეჰფიცა! (ვიდეო/video)
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის დაძაბულობა მატულობს
ცხადია რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება და მეტ აქტუალობას შეიძენს მათ შორის საერთაშორისი მაშტაბით თუ კი მის მიმართ ინტერესი არ განელდა თავად რუსეთში, რომელიც წესით აქამდეც უნდა მომხდარიყო კადიროვის პიროვნებიდან გამომდინარე მაგრამ კრემლის მბრძანებელის ხელდასმული თავნება ავაზაკი, როგორც ჩანს იმდენად დაფასებულია რომ ყოვლეგვარ ცივილურობასა და საღ აზრს ჯაბნის.
ასევე წაიკითხეთ:
კადიროვი მზად არის ჩვენება მისცეს გამოძიებას ნემცოვის მკველობასთან დაკავშირებით!
კრემლის პასუხი კადიროვს - პირველი არხის სიუჟეტი! (ვიდეო/video)
ჩეჩენი პარლამენტარები მექსიკელი პარტიზანების შეიარაღებით იმუქრებიან!
კადიროვმა ვლადიმერ პუტინს შეჰფიცა! (ვიდეო/video)
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის დაძაბულობა მატულობს



Комментариев нет:
Отправить комментарий