სომხეთის დედაქალაქი ერევანი, ისევ საპროტესტო აქციებშია ჩაფლული, რომელსაც ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებები მართავენ და რომლებიც ეწინააღმდეგებიან დაგეგმილ საკონსტიტუციო
ცვლილებებს, რომლის შესახებაც რეფერენდუმი მიმდინარე წლის 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საპროტესტო აქციებს ორი პოლიტიკური ძალა მართავს, რომელთა მოწოდებებიც განსხვავებულია თუმცა ერთობლივი აქციების გამართვისთვის ამას ხელი არ შეუშლია.
ცვლილებებს, რომლის შესახებაც რეფერენდუმი მიმდინარე წლის 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საპროტესტო აქციებს ორი პოლიტიკური ძალა მართავს, რომელთა მოწოდებებიც განსხვავებულია თუმცა ერთობლივი აქციების გამართვისთვის ამას ხელი არ შეუშლია.
საკონსტიტუციო რეფორმა, რომელსაც ოპზიციურ ძალები ასე ეწინააღმდეგებიან გულისხმობს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის წყობიდან, საპრლამენტოზე გადასვლას. ამ რეფორმის შედეგად პრეზიდენტი ხდება წარმომადგენლბითი უფლებების მქონე მინიმალური პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არსებული 5 წლის ნაცვლად, არჩეული იქენება 7 წლით უპარტიო კანტიდადთაგან და რომელსაც, პირდაპირი არჩევნებით არჩევის ნაცვლად აირჩევს პარლამენტი. ასევე დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში უქმდება ერთმანდატიანი მაჟორიტარი ოლქების ინსტიტუტი, რაც გამოიწვევს პარლამენტართა შემცირებას არსებული 131-დან 101-მდე. ბმული
ოპოზიციური ძალები ამ მომენტში ერევნის მთავარ მოედანზე არიან შეკრებილები რომლებთანაც ცოტა ხნის წინ პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ რასაც შეხლა შემოხლა მოჰყვა:
როგოროც ზემოთ ავღნიშნე, ოპოზიციური ძალები ორ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთი ნაწილი რადიკალურად განწყობილი ძალებია რომელთა სათავეშიც პარტია "მემკვიდრეობის" დამფუძნებელი, წარსულში აშშ-ს მოქალქე რაფიკ ოვანესიანი უდგას, ხოლო მეორე ძალას რომელიც მოძრაობა "არა"-დ იწოდება რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი უდგას სათავეში. ოვანესინის ძალა ითხოვს რეფერენდუმის ბოიკოტირებას და მთავრობის გადაყენებას, ხოლო მოძრაობა "არა" მოუწოდებს მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს მივიდნენ რეფერენდუმზე საკონსტიტუციო რეფორმებისთვის "არა"-ს სათქმელად ბმული.
რადიკალმა ოპოზიციონერებმა დაანონსეს რევოლუციის დაწყება 7 დეკემბერს, ანუ რეფერენდუმის გამართვიდან მეორე დღეს და მათი გეგმით, ახალ წელს სომხეთი მოქმედი ხელისუფლების გარეშე შეხვდება.
ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ყველფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად მზად არის ქვეყნის ხელუსფლება მსგავსი კრიზისისთვის. ასევე ნიშანდობლივია რომ ყოველ მსგავს საპროტესტო აქტივობებს მოჰყვება ხოლმე დაძაბულობა ყარაბახის კონფლიქტის ზონაში და ამაზე თავად სომხეთის მოქალაქეებიც ხშირად საუბრობენ. ეს კონფლიქტი ერთგვარი დაშინების ინსტრუმენტია სომხეთის მოქალაქეებისთვის, რომელსაც არსებული ხელსუფლება რუსებთან ერთად, საკმაოდ ეფექტურად იყენებს.
გასულ ზაფხულს ერევანში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლის დროსაც ელექტრო ენერგიის ტარიფის ზრდა გააპროტესტა მოსახლეობამ და შედეგსაც მიაღწიეს, 1 დეკემბრიდან დაწყებული აქციები ყველაზე მაშტაბურია. ზაფხულის აქციების ერთგვარი დამსახურებაა ის რომ საპროტესტო მუხტი მაღალია საზოგადოებაში, რადგან მაშინ მიღწეული შედეგი ნიმუში იყო იმისა რომ საზოგადოების აქტოვობას შედეგები მოჰყვება. თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად მიაღწევენ მიზანს ძნელი სათქმელია, რადგან რეფერენდუმი უკვე დანიშნულია და მთავრობა ყველა ბერკეტს გამოიყენებს რომ ის ჩატარდეს. აღნიშნული ცვლილებები ერთდერთი საშუალებაა იმისთვის რომ არსებულმა მმართველებმა ძალაუფლება შეინარჩუნონ და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ლეგიტიმაცია არ დაკარგონ.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020

Комментариев нет:
Отправить комментарий