ორი დღის წინ რუსეთის თვადაცვის სამინისტრომ ბრიფინგი გამართა სადაც მათი მტკიცებულებით წამროადგინა ვიდეო ფაქტები იმის დასამტკიცებლად რომ თურქეთი ჩართულია ISIS-თან ნავთობით ვაჭრობის უკანონო საქმიანობაში.
ეს აზრი რუსულ პროპაგანდაში მუსირებს დიდი ხანია და ხშირად აპელირებდნენ ამ საკითხით რათა თურქეთი წარმოეჩინათ როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყანა. რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ანტითურქული ისტერიკა რუსეთში იმ დონემდე მივიდა რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პირად კონფლიქტში გადაიზარდა და თურქეთის პრეზიდენტის ოჯახის წევრების მიმართაც კი გაისმა ცილისმწამებლური ფრაზები. რუსული მედია ატრიალებს ერდოღანის შვილი ფოტოს რომელზეც ის ორ ადამიანთან ერთად არის ასახული და რუსების მტკიცებით ISIS-ის ლიდერები არიან. თუმცა კონკრეტულად იდენტიფიცირება ამ პირებისა არ მომხდარა და არც იმის დამტკიცება მომხდარა რომ ეს ადამიანები რაიმენაირადმე მაინც არიან დაკავშრებულები ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

რუსი გენერლების მიერ მოწყობილი "მტკიცებულებათა შოუ" დიდი მონიტორებზე, დიდი ეფექტის მქონე არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მასზე ასახული მოველენები ვერნაიარად ვერ ამყარებდა იმ აზრს რომ მოცემული ავტომობილები, რომელთა უმრავლესობაც მშრალი ტვირთების გადასაზიდად არის განკუთვნილი, ISIS-ის კონტროლს ქვეშ მყოფი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან, ნავთობით დატვირთულები მიემართებოდნენ თურქეთისკენ. ესეც არ იყოს და ინფოგრაფიკაზე მითითებული მარშუტები გადის ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელთანაც პრობლემა აქვთ როგორც თურქებს ისე ტერორისტებს და წარმოუდგენელია მათ ასეთი მაშტაბის კორიდორი მიეცათ "მტრებისთვის". რომელიც ნიშნავს იმას რომ ასეთი დაშვების შემთხვევაში, თავად იქნებოდნენ მონაწილეები იმ დაფინანსების წყაროებისა რომელთა მეშვეობითაც სწორედ ქურთები ნადგურდებიან, რაც სრული აფსურდია!
დღეს კი უკვე მრავალი შეტყობინება გამოჩდა რომელიც ადასტურებს იმას რომ რუსებმა ყალბი მოანცემები წარმოადგინეს და ეს სიყალბე სწორედ ქურთების მიერ იქნა გამოვლენილი. განცხადება რუსული მტკიცებულებების მცდარობის შესახებ გააკეთა ერაყელი ქურთების ავტონომიური ოლქის პარლამენტის ენერგორესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ შერკო ჯავდათმა წყარო. მისი თქმით ბენზიმზიდები ნავთობს ეზიდებიან თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალში და ეს არნაირ სიახლეს არ წარმოადგენს, შესაბამისად ის არც საიდუმლოს არ უნდა წარმოადგენდეს არავისთვის. ჯავდათის აზრით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არასწორ წყაროებს ეყრდნობა. განცხადების ავტორი იმედს იტოვებს რომ რუსები შეცდომაში არიან შეყვანილები და გადაამოწმებენ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისწორეს.
კომპრომატების ომი თურქეთსა და რუსეთს შორის იმით გაგრძელდა რომ თავის მხრივ თურქეთმაც გაავრცელა განცხადება რუსეთის მოქალაქის ISIS-ისგან ნავთობის შესყიდვების საქმეში ჩართულობის შეახებ წყარო და ქვეყნის პრეზიდენტმა სამარცხვინო უწოდა იმას რომ დღევანდელი რუსეთი, საბჭოთა კავშირის დროინდელი სტანდარტების პროპაგანდას მიმართავს და მტკნარი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.
ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა და რუსეთში, ანტითურქული ისტერიკა იმ დონეზე მივიდა რომ დღეს ძებნა გამოაცხადეს ორ ტერორისტზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით "თურქების მიერ არიან მომზადებულები", რომლებმაც საბრძოლო მომზადება თურქეთის ტერიტორიაზე გაიარეს და მოსკოვის ოლქში გაემგზავრნენ ტერაქტების მოსაწყობად წყარო/წყარო. რაც იმას მოწმობს რომ რუსეთი საზოგადოებრივ აზრზე მუშაობს და მას ანტითურქულ მიმართულებას აძლევს.
მთელი ეს პოლემიკა კარგი მაგალითია იმისა თუ რა საფუძვლებს ეყრდნობა რუსული პროპაგანდა და რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს "ფაქტების" რეალურობას, მიახლოებით მაინც. ის ემყარება პრინციპს - პირველმა დაადანაშაულო და შემდეგ მოწინააღმდეგემ ამტკიცოს!
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020

Комментариев нет:
Отправить комментарий