Страницы

воскресенье, 6 декабря 2015 г.

კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?

ის რაც ჩვენს ირგვლივ ხდება ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ვგულისხმობ ქვეყნის ირგვლივ, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და იმ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც პლანეტის იმ ნაწილშია შექმნილი სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს.
პროცესები სირიაში, უკრაინაში, ევროპაში, თურქეთსა და რუსეთში უბრალოდ უშედეგოდ ვერ ჩაივლის და ყოველ წუთას შეიძლება ვითარება იმდენად კრიტიკული გახდეს რომ არსებული პოლიტიკური რეგულაციის მექანიზმები სრულად გამოუსადეგარი გახდეს. ამ კონტექსტში უნდა ავღნიშნო რომ აქ მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას არ ვგულისხმობს. ამ საერთაშორისო კრიზისებს, აუცილებლად ექნება გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზეც, თუმცა პირველი და უმნიშვნელოვანესი მაინც სამხედრო პოლიტიკური პროცესებია რომელთაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლიათ.
 ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლება ისე იქცევა თითქოს ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კრიზისები ჩვენ არ გვეხებოდეს და მათ ჩვენზე გავლენა არ ჰქონდეთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ თურქეთ-რუსეთის კონფლიქტი რეგიონში ახალ რეალობას ქმნის და ენერგო რესურსების მიწოდების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სატრანზიტო რგოლი ვხდებით, რომელსაც თან მოჰყვება ენერგორესურსების როგორც გამყიდველების, ისე მიმღებების ინტერესები და ამ ინტერესებს დაჯახებული რუსეთ-ირანის ფაქოტრები, მაშინ საფრთხეები კიდებვ უფრო რეალური ხდება და მათი მიყურისძირება როგროც მინიმუმ დანაშაულია.  ამ ნაწილში ალბათ ყველაზე საგულისხმოა ის განცხადებები, რომელიც წინა დღეების განმავლობაში ბაქოში გაკეთდა ახალი ნავთობსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებასთან დაკავშირებით წყარო. ეს დაჩქარება ვიღაცამ შეიძლება არ ჩათვალოს ისეთი მნიშვნელობის მქონე საკითხად, რომელსაც შეუძლია რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერვენციის მოტივაცია გაუჩინოს მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ენერგო-ეკონომიკური საკითხები, რუსეთის პოლიტიკურ იარაღთა არსენალში, მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალებია, მაშინ ეს ფაქტორი მნიშვნელობას იძენს და თუ კი მაინცდამიანც ინტერვენციას არ გამოიწვევს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა იქნება და არავინ ვიცით, რამდენად გამძლე აღმოჩნდება დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ზემოქმედებების მიმართ, თანაც იმ პირობებში როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა "Gazprom"-თან. 
 დაპირისპირების რიტორიკა თურქეთსა და რუსეთს შორის, გასულია საომარის სტატუსზე და არ არის გამორიცხული ეს სიტყვებისა და პროტერორისტული კომპრომატების ომი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რომელშიც რუსული ბაზის გამო ჩვენი მეზობელი სომხეთიც ჩართული აღმოჩნდება და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ტერიტორია ისევ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუქნციის მქონე ხდება ამ ჯერად რუსეთისთვის, რომელსაც შეეცდება ხელი შეუშალოს თურქეთმა! 
 ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველო აბსულუტურ პაციფიზმს არის მიცემული და არავინ ვიცით რა შესაძლებლობები გვაქვს დღეს მსგავს კრიზისებში სამოქმედოდ. არც ის ვიცით თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ რიგითმა მოქლაქეებმა რაიმე გართულების შემთხვევაში და ვის ან რომელ უწყებას მივმართოთ. აღარ არსებობს რეზერვი და მიუხედავად დაპირებებისა, არც ძველი სისტემის შემცვლელი პროექტის შესახებ მოგვისმენია რამე. რაც შეეხება თავდაცვის უწყების ბიუჯეტს, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე ვიცით რომ მისი ძირითადი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურებას შეადგენს და არაფერი ახალი და საჭირო შენაძენების შესახებ არ გვსმენია. არც ისეთი ტიპის სწავლებების შესახებ გვსმენია რამე რომელიც არსებული რეალობის შესაბამის გამოწვევებზე რეაგირების სცენარებზე იქნებოდა დაფუძნებული და საერთოდ აღარაფერი გვსმენია სამოქალაქო თვადაცვითი საშუალებებისა და სისტემის შესახებ, რომელზეც 2008 წლის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი და არ ვიცით რა კონდიციაშია ის დღეს. ალბათ ისიც ყველამ შეამჩნია რომ თბილისის ირგვლივ, საფორთიფიკაციო ნაგებობების მშენებლობებიც გაჩერებულია და ეს პროექტები ისე დახურა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ რომ განმარტებაც კი არ გაუკეთებია! 
 ამ ყველაფრის ფონზე, ვითარების აბსულუტური გაუცნობიერებლობის შეგრძნებას მიმყარებს ისიც რომ აღმასრულებელი ხელისუფლების თავკაცი, დემონსტრაციულად აიგნორებს უშიშროების საბჭოს სხდომებს და მის პოზიციას მთელი მინისტრთა კაბინეტი იზიარებს. რაც იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანებს ანუ მინისტრებს, წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ და მათი ქმედებები მიმართულია მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლის წარმოებაზე რაც ვერ ჩაითვლება ზემოთ აღწერილ კრიზისების პირობებში ნორმალურად და აღნიშნულ კრიზისებს, გარდა "ბუნებრივად" არსებული საფრთხის ხარისხისა ეს შიდაპოლიტიკური ვითარებაც ამძაფრებს!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ასევე წაიკითხეთ:

ოკუპირებულ ტერიტორებზე რადიაცული დაბინძურების პირობებში მოქმედების წვრთნები ჩატარდა!

რუსეთი სირიაში ახალ საავიაციო ბაზას აშენებს და კონტიგენტს ზრდის!

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება - "აბრეშუმის გზის" რეანიმაცია! 

რუსეთში ანტითურქული ისტერიკა მძვინვარებს

Комментариев нет:

Отправить комментарий