Страницы

суббота, 12 декабря 2015 г.

ვითარება ყარაბახში: კონფლიქტი განახლების პირასაა (ვიდეო/video)

თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე აქტუალური გახდა ამიერ კავკასიის პრობლემები და ამ პრობლემებში მოსაზღვრე დიდი სახელმწიფოების როლი.
ასეთი მნიშვნელობის პრობლემა უმთავრესად ყარაბახის კონფლიქტია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მზარდი ესკალაციით ხასიათდება და მის მიმართ ყურადღება განაპირობა სწორედ თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებამ და ამ კონტექსტში, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რომელშიც დავუთოგლუმ განცხადა რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის წყარო. საინტერესოა რომ აღნიშნული განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებიდან მეორე დღეს გააკეთა და ამიტომაც ყარაბახის კონფლიქტის მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებსაც ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა წყარო, წინა პერიოდებში ანალოგიური გამწვავებებისგან განსხვავებით უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და მრავალმა აღიქვა მიმდინარე ესკალაცია ორი დიდი სახელმწიფოს "ფარდაგსქვეშა ბრძოლად". ამ მოსაზრების აქტივაციას იმანაც შეუწყო ხელი რომ რუსეთმა, ერებუნის ავიაბაზაზე, საკუთარი საავიაციო შენაერთი გააძლიერა 7 ვერტმფრენით და ეს ნაბიჯი აღქმული იქნა როგორც სამხედრო ესკალაციისთვის მზადება წყარო.
 სომხური მედია აქტიურად განიხილავს გასული დღეების ესკალაციას რომელთა მეშვეობითაც ცნობილი გახდა ის რომ აზერბაიჯანმა 1994 წლის ცეხლის შეწყვეტის შემდეგ, პირველად გამოიყენა ტანკები წყარო. თუმცა ამ ინიციდენტს წინ უძღოდა სომხების მიერ გავრცელებული აზერბაიჯანული არმიის პოზიციების ნაღმტყორცნებიდან დაბომბვის კადრები :


სწორედ აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო მორიგი ესკალაცია და წინ რა უძღოდა არავინ იცის, თუცმა როგორც ზემოთ აღვნიშნე, თურქეთ-რუსეთის დაპისპირების გამო ამ პროცესის გაგრძელებად აღიქვეს.
 აქვე უნდა აღინიშნოს რომ მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა წყარო, რომლის შესახებაც თვის დასაწყისში გახდა ცნობილი და სომხური მხარე ვარაუდობს რომ მიმდინარე ესკალაცია, აზერბაიჯანული მხარის პროვიცრებულია მოლაპრაკებებზე პოზიციების გამყარებისთვის. თუმცა კი ასეთი მოსაზრების რაციონალურობა არასანდოდ გამოიყურება მხოლოდ აზერბაიჯან-სომხეთის კონტექსტის ფორმატში და ასევე, ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე. 
 ზოგადი დამოკიდებულება შემფასებლების მხრიდან მიმდინარე ესკალაციის მიმართ არის ის რომ კონფლიქტი, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ გადაიზრდება უახლოეს მომავალში. თუმცა დამაფიქრებელია ის ესკალაციის მზარდი ტენდენცია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიმჩნევა და ლოგიკურად ის აუცილებლად მივა სრულმაშტაბიან ომამდე.
 ყარაბახის კონფლიქტის განახლება განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია რეგიონის გეოპოლიტიკური აქტორებისთვის და ის ერთგვარი უსაფრთხოების ბარომეტრის როლს ასრულებს, რეგიონში არსებული ვითარების შეფასებებში. მხოლოდ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ჩამორჩება ასეთი უსაფრთხოების საკითხების განხილვას რაც უამრავი ადამიანსთვის მეტად პრობლემატურია, რადგან წინასწარი განხილვების წარმოების გარეშე, შეუძლებელია მომავალი რეალური თუ ჰიპოთეტური კრიზისებისათვის საზოგადოების მომზადება, განსაკუთრებით კი სამოქალაქო თავდაცვით ნაწილში, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რეალური ვითარება რეგიონში გასულ წლებთან შედარებით მეტად ფეთქებად საშიშია და საჭიროა ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა რადგან, რეგიონის პოლიტიკური აქტორების ურთიერთობებში წარმოქმნილი ტურბულენტობა საქართველოს გვერდს ვერ აუვლის და თუ კი მოხდა ყარაბახის კონფლიქტის განახლება, საქართველოსთვის წარმოშობს საფრთხეებს რუსეთის მიერ შექმნილი ОДКБ-ს მხრიდან, რომლის წევრიც არის სომხეთი და მის დასახმარებლად საჭირო იქნება აღნიშნული სამხედრო კავშირისთვის რუსეთიდან სომხეთამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრა, რომელიც ჩემი სუბიექტური შეფასებით დღეს საქართველოს სუვერენიტეტსთვის ყველაზე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020

ასევე წაიკითხეთ:

დაანონსებული რევოლუცია ერევანში - დაძაბულობა მატულობს! (ვიდეო/video)

დიპლომატია უძლურია ნიუ-იორკში ალიევისა და სარქსიანის შეხვედრა ჩაიშალა!

ვითარება ყარაბახში: აზერბაიჯანმა სამი მებრძოლი დაკარგა!

აზერბაიჯანელებმა სომხური არმიის პოზიციის განადგურების ამსახველი ვიდეო გაავრცელეს! (ვიდეო/video)

Комментариев нет:

Отправить комментарий