Страницы

суббота, 12 декабря 2015 г.

ირანელი სამხედროები სირიას ტოვებენ!

დასაველთის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი იტყობინება რომ სირიას ირანელი სამხედროები ტოვებენ წყარო.
ასეთი გადაწყვეტიელების მიზეზი გახდა ირანული კონტიგენტის დიდი დანაკარგები საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის მაღალი სამხედრო ჩინების სახით. მაგალითისთვის სირიის ქალაქ ალეპოსთან საბრძოლო მოქმედებებში მძიმედ დაიჭრა ირანელი გენერალ-მაიორი კასემ სულეიმანი. გამოცემის ინფორმაციით ირენული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სხვადასხვა წყაროების მონაცემებით ორიდან, შვიდი ათას სამხედრომდე მერყებოდა, ხოლო მოცემულ მომენტში სირიის ტერიტორიაზე სულ 700 ირანელი სამხედროა დარჩენილი, რომლებიც სავარაუდოდ სირიას მალე დატოვებენ.
 ირანული კონტიგენტის დანკარგების ზუსტი რაოდენობა უცნობია რადგან ოფიციალურ თეირანს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დანაკრგების შესახებ და ხშირად გავრცელებულ ცნობებს, ირანის ელიტური დანაყოფების დანაკრების შესახებ არც აღიარებდა. შესაბამისად დანაკრგების რაოდენობაზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება გამოითქვას მოსაზრება. 
 თუ კი სირიიდან "ელ კუდსისა" და ირანელ "მოხალისეთა" გაყვანის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის რომ ირანის დანაკარგებმა სირიის კონფლიქტში,  კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო განწყობასა და მოტივაციაზე აისახა. 
ირანის ეს გადაწყვეტილება ასევე მიანიშნებს რუსული ავიადარტყმებისა და ზოგადად მათი სირიული ავანტურის შეუმდგარობაზე, რომელმაც მისი ერთადერთი მოკავშირე ასადის ხსნის საქმეში, არარენტაბელურ დანაკარგებმდე მიიყვანა და ამით როგორც მინიმუმ ასადის მხარდამჭერი ძალა საბრძოლო მოქმედებებში შემცირდა. ასევე საკმაოდ სერიოზულად შეარყევს ირანელების ეს გადაწყვეტილება რუსულ პოზიციებს, როგორც შიდა ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში და იმ პროპაგანდისტულ ძალისხმევას, რომელსაც რუსეთი ხარჯავდა სამხედრო კამპანიის მხარდაჭერისთვის, პრაქტიკულ შინაარსს დაუკარგავს.
 აღნიშნული ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულ მედიაში (ბმული) და მის დასადასტურებლად დარჩა მხოლოდ ოფიციალური თეირანის განცხადება გადაწყვეტილების შესახებ.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020

Комментариев нет:

Отправить комментарий