Страницы

воскресенье, 13 декабря 2015 г.

ინციდენტი რუსულ და თურქულ ხომალდებს შორის ეგეოსის ზღვაში!

რუსული მედია იტყობინება რომ ინიციდენტი მოხდა რუსულ და თურქულ ხომალდებს შორის ეგეოსის ზღვაში. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
დღეს დილით მოსკოვის დროით 9:30 სთ-ზე ეგეოსის ზღვაში მყოფ რუსულ სამხერო ხომალდ "Сметливый"-ს ეკიპაჟის მიერ შემჩნეული იქნა ერთი კილომეტრის მანძილზე თურქული სეინერი რომელიც ხომალდის მიმართულებით მოძრაობდა. სეინერი რუსული სამხედრო ხომალდის რადიო გამოძახილს არ პასუხობდა, არც სიმაფორის სპეციალურ სიგნალებსა და გამაფრთხილებელი მანათობელი რაკეტების გასროლაზე რეგირებდა რის შემდეგაც რუსული ხომალდიდან, სეინერის მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი, რისი აუცილებლობაც რუსებმა ახსნეს იმით რომ არ მომხდარიყო ხომალდების შეჯახება. რუსული გამოცემების ინფორმაციაში არ არის მითითებული ცეცხლის შედეგად დაზიანდა თუ არა თურქული სეინერი თუმცა მათი თქმით, ამის შემდეგ თურქულმა გემმა შეიცვალა კურსი და რადიო კავშირზე გაუსვლელად, განაგძო რუსული ხომალდთან ერთად, დაახლოებით 540 მეტრის მანძილზე ცურვა.
 აღნიშნული ინციდენტის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის სამხედრო ატაშე სამინისტროში გამოიძახა წყარო.   
რუსული მედიის ცნობით ინციდენტი მოხდა საერთაშორისო წყლებში და რუსული ხომალდი არ იმყოფებოდა თურქეთის კონტროლირებად წყლებში, რის გამოც ინციდენტი კიდევ უფრო მეტი სიმწვავეს იძენს.
 ორი ქვეყნის ბოლო პერიოდის დაპირისპირებაში საშიშია სწორედ ასეთი მცირე მაშტაბის ინციდდენტები, რომლებმაც შესძლოა გამოიწვიონ დიდი მაშტაბის კრიზის!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020

Комментариев нет:

Отправить комментарий