Страницы

среда, 2 декабря 2015 г.

სტამბულის მეტროში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო/video)

სტამბულის მეტროში რამდენიმე საათის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება ქალაქის ევროპულ ნაწილში, ბაირამფაშას რაიონში მოხდა მეტროს სადგურზე წყარო.
ამ დროისთვის მეტროს ხაზზე M1, რომელიც ქალაქის ამ ნაწილიდან აეროპორტისკენ მიემართება, მოძრაობა ბლოკირებულია. ადგილზე სასწარფო დახმარების ბრიგადები და მეხანძრეები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაღუპილია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ცნობილია მხოლოდ ის რომ მოხდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, რომლის შეასხებაც ადგილობრივ ტელევიზიებთან სტამბულის მერმა ისაუბრა. მომხდარზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია:


აფეთქების მომენტი, მეტროს ხაზის მოპირდაპირე მხარეს დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий