რუსეთის საბჭოთა ნოსტალგიამ და მისი ტრადიციების რეანიმირების აშკარა სურვილმა გამოიწვია ის რომ ყოფილ საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში, ამ ეპოქის მეხსიერები სრული წაშლის მოტივაცია გააჩინა.
ეს იმან განაპირობა რომ დღეს ისევ ისეთივე აგრესიულობით მოქმედებს რუსეთი, როგორც წარსული გავლენის მოპოვებისას და ეს გაკვეთილი კარგად აქვთ ათვისებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნისტების გავლენის სფეროში მოხვედრილ ქვეყნებს. მისი განმეორება აღარავის სურს, რადგან არცერთი იმ ერისთვის რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობასა თუ გავლენის ქვეშ იყო განვითარება არ განუცდია. პირიქით, რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ თვალსაჩინო გახდა რომ ყველა ეს ერი რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩებოდა განვითარებაში დასავლეთის ერებს. შესაბამისად არცერთ მათგანს აღარ სურს იმ გავლენის ქვეშ დაბრუნება რომელიც მათი განვითარებისთვის მუხრუჭია და პირველ რიგში ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ სიმბოლიკას გამოუცხადა ბრძოლა, რომელიც იმ ეპოქასთან ასოცირდება და დღეს რუსული ახლო სამოზობლო პოლიტიკის თავისბეურებიდან გამომდინარე, რუსული სეპარატიზმის სომბოლოები უფროა ვიდრე ისტორიული წარსული ნაშთები.
ამ თვალსაზრისით კომუნისტური სიმბოლიკების აკრძალვა ჯერ საკანონმდებლო დონეზე მოხდა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, ხოლო უკრაინის კონფლიქტის შემდეგ კი მათი ფიზიკური განადგურება დაიწყო. უკრაინაში ამ კომუნისტურ სიმბოლოთა ნგრევას თანამედროვეობისთვის არაადექვატური რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან და ისინი, ვანდალურ აქტებად შერაცხა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რომ რუსეთი არა მხოლოდ მემკვიდრეა საბჭოთა კავშირისა, არამეს მისი იდეოლოგიის გამგრძელებელი და მისი დაუკმაყოფილებელი ამბიციების დაკმაყოფილებით შეპყრობილი აგრესიული წარმონაქმნი, რომელიც ისევ საფრთხეს წარმოადგენს მეზობელი ერებისთვის.
კომუნისტური სიმბოლიკის განადგურების უფლების შესახებ განცხადება პოლონეთმა გააკეთა და ეს გახდა რუსეთსა და პოლონეთს შირის პოლემიკის საგანი, რომელსაც უპასუხა რუსეთში პოლონეთის ელჩმა. მისი თქმით პოლონეთში არ ნადგურდება ის ძეგლები რომლებთანაც დაკრძალული არიან საბჭოთა წითელი არმიის მებრძოლები. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით განადგურდება მხოლოს ის ძეგლები, რომლებიც ცარიელ ადგილებზე, სიმბოლურ ნაგებობს წარმოადგენენ და ამით პოლონეთი არავითარ საერთაშორისო შეთანხმებას არ არღვევს წყარო. ასეთი შინაარსის პოლემიკის საფუძველი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გახდა რომელიც პოლონეთის ქალაქ მელეცში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი მონუმენტის დემონტაჟს მოჰყვა.
პლონეთსა და რუსეთს შორის ასეთი სახის პოლემიკა პირველი არ არის და ანალოგიური შემთხვევა იყო მიმდინარე წლის ზაფხულშიც, როდესაც ქალაქ ნოვა სულში ერთერთი მონუმენტის დემონტაჟი მოახდინეს, ხოლო ქალაქის მერმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა დემონტაჟის ამსახველი ფოტოები და კომენტარად დაწერა რომ მონუმენტი იყო დიდი, უსახური და მუდმივად ჭუჭყიანი წყარო. რა თქმა უნდა მაშინაც რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ მოიცალა ამ საკითხისთვის და "მონუმენტების ომის" წარმოებაზე პასუხისმგებლობა პოლონელებს დააკისრა!? ბმული
მიმდინარე წლის სექტემბერში, "პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტმა" პოლონეთის იმ ქალაქების ხელმძღვანელობებს, რომლებშიც კიდევ არის შემორჩენილი კომუნისტური მონუმენტები და ძეგლები, მოუწოდა მოახდინონ მათი დემონტაჟი, ხოლო იმ ქალქების ხელმძღვანელებს რომლებმაც იმ დროსითვის უკვე მოახდინეს დემონტაჟი, მადლობა გამოუცხადა წყარო.
ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე რომ აღმოსავლეთ ევროპაში კარგად აითვისეს წარსულის ის გაკვეთილი, რომელიც მათ საბჭოთა კავშირის გავლენის შედეგად მიიღეს და ამის განმეორებას აღარ დაუშვებენ.
პოლონეთსა, უკრაინასა და ბალტიის პირეთის ქვეყნებში ეს საკითხი აღარ არის პოლემიკის საგანი მაგრამ აი საქართველოში სტალინის ძეგლების შესახებ დაწყებული კამპანია, სრულიად გაუგებარია ჩემთვის. თუმცა კი რაღა გაუგებრობაზეა ლაპრაკი როდესაც თვალსაჩინოა რომ გარკვეული რუსოფილი ორგანიზაციების მოქმედების შედეგია ის რაც სტალინის ძეგლებისა და ზოგადად საბჭოთა წარსულის მიმართ ხდება დღეს ჩვენთან და იმედია რომ მალე დასრულდება ეს აფსურდის თეატრი და აღმოსავლეთ ევროპელების მაგალითზე, ჩვენთანაც ამოვშანთავთ ერთხელ და სამუდამოდ კომუნისტური წარსულის ნაკვალევს!
ასევე წაიკითხეთ:
ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს! (ვიდეო/video)
დნეპროპეტროვსკში კიდევ ერთი ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს! (ვიდეო/video)
დნეპროპეტროვსკში და პოლტავაში ლენინის ძეგლები ჩამოყარეს! (ვიდეო)
კრივოიროგში ლენინის ძეგლი დაამტვრიეს
ასევე წაიკითხეთ:
ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს! (ვიდეო/video)
დნეპროპეტროვსკში კიდევ ერთი ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს! (ვიდეო/video)
დნეპროპეტროვსკში და პოლტავაში ლენინის ძეგლები ჩამოყარეს! (ვიდეო)
კრივოიროგში ლენინის ძეგლი დაამტვრიეს


Комментариев нет:
Отправить комментарий