Страницы

среда, 2 декабря 2015 г.

ვითარება უკრაინაში - ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან შეტაკება მოხდა! (რუქა)

უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ გვიან ღამით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და მეტერიკული უკრაინის ადმინისტრაციულ საზღვართან შეტაკება მოხდა, ნახევარკუნძულის ბლოკადაში მონაწილე უკრაინელი აქტივისტებისა და სავარაუდოდ რუს სამხედროებს შორის წყარო.
ნახევარკუნძულზე შესასვლელი სახმელეთო გზები თვეზე მეტია ბლოკირებულია აქტივისტების მიერ. ბლოკირება რეაქციაა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსირებასა და იქ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც პროუკრაინელი მოქალქეებისა და ყირიმელი თათრების რეპრესიებს უკავშირდება. სავარაუდოდ აქტივისტების მიერ მოხდა რამდენიმე კვირის წინ ელექტრო გადამაცემი ხაზების აფეთქებაც, რამაც ნახევარკუნძულზე ელექტრო ენერგიის სრულად გათიშვა გამოიწვია და ამ დრომდე მიწოდება არ აღდგნელა. რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ელექტრო გადამცემი ხაზების აფეთქებაზე რეაგირების მიზნით რუსეთმა საოკუპაციო ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ისიც კი ითქვა რომ მატერიკითან, საზღვრის სიახლოვეს ჯავშანტექნიკა და ტანკები გადაისროლა წყარო.
წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცნობილია ის რომ ჩონგარის ბლოკპოსტის სიახლოვეს, დივერსანტების შეღწევისგან თავის დაცვის მიზნით დაგებული სასიგნალო ხაფანგის ამოქმედება, რასაც რუსი დივერსანტების მიმართულებით ცეცხლის გახსნა მოჰყვა, ხოლო მათი მხრიდან საპასუხო ცეცხლი ტყვიაფრქვევიდან გაიხსნა. დაღიუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
 ყირიმის ნახევრკუნძულთან მომხდარმა ინციდენტმა თუ უმსხვერპლოდ ჩაიარა, სამაგიეროდ მუდმივად დაძაბული ვითარებაა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლბაში დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი უკრაინელი მებრძოლი. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მცირე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების, უკრაინული არმიის დანაყოფებთან შეტაკებების შესახებ. ეუთოს მონიტორების თქმით გასული თვის 25 რიცხვიდან შეტაკებების ინტენსივობამ იკლო წყარო
 უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტი, მას შემდეგ რაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, ერთგვარი საგარეო-პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის საგნად იქცა. სექტემბრის შემდეგ მხარეები მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგელბიან, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ტაქტიკური ამოცანების  შერულებას ემსახურება და იქმნება შთაბეჭდილება რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება, კონკრეტულად კრემლის ნებაზეა დამოკიდებული. რომელიც ამ ვითარებას საგარეო პოლიტიკური კონტექსტით იყენებს და ღმერთმა უწყის როდის დასჭირდება მას ამ კონფლიქტის განახლება.
შესაბამისად დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი არ დასრულებიულა და მისი განახლება ნებსიმერ დროს შეიძლება მოხდეს.
ჩემის აზრით - ვიდრე რუსეთი სირიულ ავანტურაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, დონბასზე კონფლიქტის განახლება არ მოხდება. ის დარჩება როგორც ევროპის დაშანტაჟების მექანიზმი და რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან დიდი სამხედრო შენაერთების დისლოცირების მიზეზად. მანამდე კი უკრაინული არმიის შენაერთებს მოუწევთ ნერვების ომი, რუსი სეპარატისტების მცირე სადაზვერვო და დივერსიულ ჯგუფებთან.

საბრძოლო მოქმედებების რუქა

ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий