Страницы

суббота, 19 декабря 2015 г.

NATO თურქეთში დამატებით საზღვაო და საჰაერო ძალებს გზავნის!

დღეს ცნობილი გახდა რომ NATO თურქეთში დამატებით ძალებს გზავნის. ასეთი შინაარსის ინფორმაციას დასავლური მედია, ალიანსის გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ავრცელებს.
ალიანსისი გენერალურმა მდივანმა დღეს მედიას ამცნო რომ წევრებს შორის მიღებული გადაწყვეტილება, თურქეთში გაიგზავნოს დამატებითი ძალები, რომელშიც მოიაზრება საავიაციო და საზღვაო ხომალდები. გენერალური მდივნის განცხადებით დღეს ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმება შედგა და ზუსტი სია, გსაგზავნი ტექნიკის არ არის დაკონკრეტებული წყარო. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად სტოლტენბერგმა, თურქეთის საჰაერო დაცვის გაძლიერება და ინციდენტების თავიდან აცილება დაასახელა. ინციდენტში რა თქმა უნდა იგულისხმება რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების მსგავსი ინციდენტები.
 ამ განცხადებამ ნათელი მოჰფინა იმ გაურკვევლობასაც, რომელიც აშშ-ს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, როდესაც აშშ-მ განაცხადა რომ თურქეთში დისლოცირებული საავიაციო შენაერთიდან, რომელიც "ინჯერლიკის" საავიაციო ბაზაზეა განთავსებული, 12 თვითმფრინავი გაყავს და სავარაუდოდ ევროპის ტერიტორიაზე არსებულ ძალებს გააძლიერებს წყარო. აღნიშნული თვითმფრინავები აშშ-მ თურქეთში მიმდინარე წლის ნოემბერში გადაისროლა, როდესაც ISIS-ზე მაშტაბური შეტევა დაიწყო. გაყვანის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან ერთად კი პენტაგონში განაცხადეს რომ ამ თვითმფირნავებმა საკუთარი მისია შეასრულეს. 
 ეს ორი ფაქტი, იმით არის საინტერესო რომ სინამდვილეში შესაძლოა ნიშნავდეს - პირველი იმას რომ NATO ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აქტიურად ერთვება, რომელიც თავის მხრივ არ არის გამორიცხული აშშ-ში მომდევნო საარჩევნო წელს და შესაბამისად ადმინისტრაციის მოუცლელობას უკავშირდებოდეს და მეორე, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას ეს ნაბიჯი არის რუსული C-400-ების გაუვნებელყოფისთვის გადადგმული, რომელიც დიდი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ თურქული ავიაციისთვის, არამედ დასავლეთ კოალიციის სხვა წევრი ქვეყნების თვითმფრინავებისთვისაც რომლებიც კი სირიის ტერიტორიაზე ოპერაციაში მონაწილეობენ. ამ კონტექსტში გვერდს ვერ აუვლი რუსული C-400-ების შესახებ ატეხილ კაკაფონიას რუსულ მედიაში, რომელთა მტკიცებითაც ამ სისიტემების სირიაში გამოჩენამ შოკში ჩააგდო პენტაგონი. სინამდვილეში კი ამერიკელების განცხადებით ისინი ქმნიან დისკომფორტს მაგრამ არა საფრთხეს და მათი არავის ეშინია. რაც იმას ნიშნავს რომ რუსული "ანალოგის არ მქონე" ჰაერთავდაცვითი სისტემა, არც ისეთი მაგარია როგორც ამას რუსები ამტკიცებენ წყარო - ინგ. / წყარო - რუს
 მიუხედავად იმისა რომ რუსული პროპაგანდა მცდელობას არ აკლებს ისეთი წარმოდგენის შექმნას, თითქოს თურქეთს დასავლეთის მხარდაჭრა არ აქვს, რელაურად გადადგმული ნაბიჯები სრულიად საპირისპიროს მიანიშნებს და თურქეთის, როგორც დასავლეთის რეგიონალური მოკავშირის ფუნქციას სულ უფრო მეტად ამყარებს. რუსეთი კი ამ ფონზე გამოიყურება როგორც ავანტურისტი, რომელიც მიზნის მისაღწევად არაწონად ნაბიჯებს დგავს და ზოგადი უსაფრთხოების ნაწილში დიდ საფრთხეებს ქმნის, როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ისე რეგიონული მაშტაბით.


დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

NATO თურქეთში დამატებით ძალებს გაგზავნის 

ერდოღანი სირიის კომფლიქტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებას წინასწარმეტყველებს!

დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!

NATO ბალტიისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში აქტიურდება  

Комментариев нет:

Отправить комментарий