Страницы

суббота, 19 декабря 2015 г.

ჩინური მედია მედვედევის ვიზიტის პასუხად - "რუსეთი ჩიხშია"

გასულ კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მრავალდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, რომელის ფარგლებშიც რუსულ-ჩინურ ურთიერთობაში დიდ
გარღვევას ელოდნენ და როგორც რუსულ მედიას სჩვევია ხოლმე, ფანტასტიკური შედეგის მოლოდინი გააჩინა. თუმცა ყველაფერი იმით დამთავრდა რომ მედვედევი ეს ვიზიტი წარუმატებლობის თვლასაჩინო მაგალითი აღმოჩნდა და რუსულ მედიაში დასახელებული ოცდაათ დოკუმენტზე ხელმოწერა სინამდვილეში აღმოჩნდა ურთიერთგაგების არაფრისმთქმელ მემორანდუმებზე ხელმოწერები, რომლებიც არცერთ მხარეს არავითარ პასუხისმგებლობას არ უსაზღვრავს და შესაბამისად არც შედეგები ექნება (ვრცლად მედვედევის ვიზიტის შედგების შესახებ).
 მედვედევის ამ ვიზიტმა ყურადღება იმით მიიპყრო რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩინურმა გამოცემა "სინხუამ" უჩვეულოდ კრიტიკული სტატია გამოქვეყნა რუსეთის შესახებ, რომელიც მართლაც უჩვეულოა რადგან ამ დრომდე, ჩინელები რუსების მიმართ თავშეკავებულობით გამოირჩეოდნენ და ღია კრიტიკას ან თუნდაც რუსეთში არსებული ვითარების რეალურ შეფასებას, თავს არიდებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, რუსული აგრეიულობისა და პროპაგანდიტული მანევრების შედეგების გაცნობიერება ჩინეთმაც დაიწყო და რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი ინტერესების განხორციელებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაკავდა. სტატიის მიზანი სავარაუდოდ იმის ჩვენება იყო თუ რატომ არ არის დაინტერესებული ჩინეთი რუსულ ეკონომიკაში ინვესტირებით და ახსნილია ის ვითარება, რომელიც კრემლის არასწორი პოლიტიკის შედეგად შექმნილია რუსეთში. მის მიზანზე გარკვეულწილად სათაურიც მიანიშნებს - "გაუძლებს თუ არა რუსეთი მძიმე კრიზისით გამოცდას?!"
ჩინეთში ალბათ ყველაზე მეტად აცნობიერებენ კრემლის პოლიტიკის უტოპიურობას რაც იმაში გამოიხატება რომ მთელი სამყარო რუსების მტერია და მოთმინებით ელიან მომენტს, როდესაც ხაფანგში გაბმულ რუსეთის მოთხოვნებს, საკუთარი კაბალური პირობებით დააკმაყოფილებენ.  კაბალურობა კი იმაში გამოიხატება რომ ჩინეთის ნაბიჯები, რუსეთის არა თუ კრიზისიდან გამოყვანის ხელის შემწყობი იქნება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად მოწყვიტავს ცენტრს იმ რეგიონებს, სადაც ჩინური ინტერესები გადის და კრემლს, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის გარეშე დარჩენილს, იმ ტერიტორიებს წაართმევს, რომელიც სავარგულად გამოყენებადი მიწებია. ადრეც დამიწერია რომ ჩინეთი უკვე ფლობს რუსეთის ტერიტორიაზე საკმაო რაოდენობის სავარგულ მიწებს და მათი გამოყენების ეფექტურობით თავად რუსებიც გაოცებულები არიან. ის შრომისმოყვარეობა რომელიც ჩინელებს ახასიათებთ უცხოა რუსებისთვის და შედეგი, რომელიც ჩინელმა ფერმერებმა მიიღეს რუსულ მიწაზე - სასურველი, რაც ერთგვარ აგრესიას აჩენს რუს "ველიკოდერჟავნიკებში" და ერთი პატარა ინციდენტიც საკმარისი იქნება რომ ჩინეთის ექსპანსიონისტური მიზნების მთელი პალიტრა, რუსების თვალწინ გადაიფურჩქნოს. რომლის წინაშეც საკუთარ უძლურებას შეამჩნევენ თუმცა იმდენად გვიანი იქნება რომ მათი დამხმარე კაციშვილი აღარ დარჩება დედამიწაზე და მარტონი კი ჩინელ დრაკონთან ვერაფერს  გახდებიან, რაოდენ ხმამაღალც არ უნდა იმუქრონ ატომური ბომბების გამოყენებისა თუ "ანალოგის არ მქონე" სხვა საბრძოლო საშუალებების შესახე.  ჩინელებმა იმ პუბლიკაციით რომელიც ზემოთ ვახსენე და რუსულ მედიაში განხილვის საგანი გახდა, გამოავლინა ის უკმაყოფილება რომელიც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არსებობს და თვალსაჩინო გახადა ისიც რომ მედვდევმა, ჩინეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ვერ შესძლო, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს იმ უპასუხისმგებლო ტყუილებით, რომელიც ჩინეთ-რუსეთის ერთობლივ პროექტებს თან სდევს და პერიოდულად, არაოფიციალურ დონეზე ხდებოდა ხოლმე გავრცელება. მაგალითისთვის ყველაზე დიდი გაურკვევლობა პროექტ "Сила сибири"-ს ირგვლივ არსებობს, რომელის ფარგლებშიც რუსული მხარის ქცევა ხშირად ბევრი რუსი ექსპერტისთვისაც გაუგებარია ბმული
 ერთადერთი ხელშესახები რამ, რაც დიმიტრი მედვედევმა რუსეთში ჩაიტანა ჩინეთიდან, ეს არის ჩინური IT კომპანიის მიერ ნაჩუქარი "ვირტუალური რეალობის "შლემი"", რომელიც თავისი სიმბოლური მნიშვნელობით ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც რუსეთის სივრცეშია შექმნილი და ალბათ იმ დამოკიდებულებასაც, რომელიც ჩინეთს გააჩნია კრემლის მესვეურთა მიმართ.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

ჩინეთი რუსეთის მოკავშირე აღარ არის!    

სი ცზინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრახზე ალაპარაკდა!

პუტინი ჩინეთიდან უშედეგოდ ბრუნდება- რუსეთი იზოლაციაშია?!

რუსეთის საკითხი - პრორუსული ოპტიმიზმის უსაფუძვლობა!

Комментариев нет:

Отправить комментарий