ყარაბახის კონფლიქტის ზონაში კვლავ შეტაკებები მიმდინარეობს. ორივე მხარე იტყობინება წუხელ მომხდარი შეტაკებების შესახებ რომლის დროსაც სომხური მხარის ინფორმაციით აზერბაიჯანის არმიის სპეცდანიშნულების რამზებმა სამ მიმართულებაზე მიიტანეს იერიში, ე.წ.
ყარაბხის არმიისა და სომხური არმიის პოზიციებზე. როგორც წესი ასეთი გარღვევები მონათლულია დივერსიულ შეღწევის მცდელობებად. სომხური მხარე აცხადებს რომ ჯგუფების აღმოჩენის შემდეგ გახსნეს ცეცხლი რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ დიდი დანაკრგები განიცადა, თუმცა არ აკონკრეტებს ზუსტ შედეგს წყარო. აზებაიჯანული მხარის განცხადებით, მას დაღუპული ჰყავს ერთი მებრძოლი, რომელიც გუშინდელი შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა წყარო. რაც შეეხება სომხური მხარის დანაკარგებს სეპარატისტული თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებულია სამი სომეხი მებრძოლის დაღუპვა.
აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, ჩვეული დაბალი გაშუქების პირობებით გრძელდება და პერიოდულ დაძაბულობებს აღწევს სწორედ იმის გამო რომ იღუპებიან ადამიანები. ასეთ ინციდენტებს როგორც წესი მოჰყვება ხანმოკლე აქტიური საბრძოლო მოქმედებები და საერთაშორისო ძალისხმევით, უცბადვე ჩერდება რადგან ყველას კარგას ესმის რომ ამ კონფლქიტის განახლებას, მოჰყვება ზოგადი უსაფრთხოების გაუარესება რეგიონში, რომლისთვისაც არცერთი მხარე მოცემულ მომენტში მზად არ არის.
ახალი ირანის ფაქტორით კი მისი განუახლებლობის პირველი მსურველი სწორედ ირანი გახდა რადგან ყარაბახში აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლება საერთოდ ჩაკეტავს ისედაც იმ მცირე გასასვლელს რომელიც რუსეთთან და შავი ზღვის პორტების გავლით, აღმოსავლეთ ევროპასთან შესაძლო დაკავშირების მარშუტებს წარმოადგენს.
ახალი ირანის ფაქტორით კი მისი განუახლებლობის პირველი მსურველი სწორედ ირანი გახდა რადგან ყარაბახში აქტიური საბრძოლო მოქმედებების განახლება საერთოდ ჩაკეტავს ისედაც იმ მცირე გასასვლელს რომელიც რუსეთთან და შავი ზღვის პორტების გავლით, აღმოსავლეთ ევროპასთან შესაძლო დაკავშირების მარშუტებს წარმოადგენს.
ჩემი შეხედულებით ყარაბახის კონფლიქტის ზონაში მსგავსი ვითარება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული და დიდი ალბათობით მომავალი წლის ზაფხულისთვის შეიძლება მიაღწოს ესკალაციის პიკს, როდესაც დადგება კონფლიქტის სრული მაშტაბით განახლების უფრო მეტი ალბათობა ვიდრე დღეს არის. ვითარების ასეთი სცენარით განვითარება კი პირველ რიგში დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები ზოგადად რეგიონში თურქეთ -რუსეთის დაპირისპირების ფონზე.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას
ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий