ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჩინეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში, აშკარა გარღვევაა რადგან ისეთი მაშტაბის გარიგებები ხდება რომ ძნელია, მათი გადაწყვეტა პოლიტიკური შინაარსის გარეშე აღიქვა.
მიუხედავად იმისა რომ რუსული მედია ხშირად აქვეყნებს, ჩინეთისა და აშშ-ს დაპირისპირების შესახებ ე.წ. "ანალიტიკურ მასალებს", რეალობა სულ სხვაზე მოწმობს.
სექტემბერში ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ს ავიამწარმოებლ "Boeng"-ისგან 100 თვითმფრინავის შეძენის შესახებ გააკეთა განცხადება და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩინეთის ლიდერი სი ცზიანპინი ოფიციალური ვიზიტით უმყოფებოდა შტატებში. ამ ვიზიტსა და რამდენიმე ათეულ მილიარდიან შეთანხმებას მოჰყვა ცზიანპინის ვიზიტი ბრიტანეთის სამეფოში, სადაც ასევე უზარმაზარი მოცულობის ეკონომიკური შეთანხმებები გაფორმდა და რამდენიმე მილიარდის შეკვეთა ევროპის ავიამშენებელ "Airbus"-საც გაუკეთა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უშედეგოდ შეეცადა ჩინეთთან "ისტორიული შეთანხმების" გაფორმებას გაზის მიწოდების შესახებ, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ კი მონათლა მიღწეულ შეთანხმებად მაგრამ რეალურად რუსული მხარისთვის სასარგებლო პირობებით არ მომხდარა და ამ პროექტის მთლიანი მოცულობა, თანხობრივ გამოსახულებაში იმაზე ნაკლებია ვიდრე ჩინეთმა მხოლოდ "Boeng"-ს გადაუხადა. თანაც ეს პროექტი 2030 წლამდეა გაწელილი რაც რუსული ეკონომიკის მიმდინარე პრობლემებს ვერანაირ შეღავათს ვერ აძლევს. ამ კონტექსტში, გახსენების ღირსია ა/წ 15 ოქტომბერს გაეროში გამართული კენჭისყრა რომლის დროსაც უკრაინის უშიშროების საბჭოში წევრობის საკითხი წყდებოდა და ჩინეთმა ხმა რუსული პოზიციის საწინააღმდეგოდ, უკრაინის სასარგებლოდ მისცა. ეს იყო შიძლება ითქვას პირველი ანტირუსული ღია ჟესტი რუსეთის ბოლო წლების აგრესიული პოლიტიკის ფონზე, რომელმაც ნათელი მინიშნება გაუკეთა მსოფლიოს რომ ჩინეთი რუსეთისთვის საფლავში ჩაყოლას არ აპირებდა.
დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია რომ ჩინეთი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წევრი ხდება წყარო, რომლის ხელმძღვანელობამაც ჩინეთის წევრობას მხარი დაუჭირა. რაც იმას ნიშნავს რომ ჩინეთი დასავლეთ სტრუქტურებში ინტეგრირდება. ეს კი თავის მხრივ მიუთითებს იმაზე რომ პოლიტიკური დაპისპირება დასავლეთსა და ჩინეთს შორის, კრიტიკული არ არის და უფრო მეტიც, დაახლოებისკენ მიდის. ქართული მედიის უყურადღებობის გამო, ქართულ საზოგადოებას გამორჩა მხედველობიდან ის რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩინეთის ამჟამინდელმა ლიდერმა არსებული კომუნისტური პარტია გააკრიტიკა და განაცხადა რომ მან თავისი იდეა დაკარგა და რეფორმირების შესახებ აქტიური ლაპარაკი დაიწყო წყარო. საინტერესოა ასევე ის რომ EBRD-ის წესდების მიხედვით განსაზღვრულია თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა წევრობისთვის. ბანკის წევრი ქვეყნები უნდა იყვნენ მრავალპარტიული, დემოკრატიული ღირებულებების ერთგული სისტემების მქონე მმართველობის მქონენი, რასაც ჩინეთის ამჟამინდელი მმართველობის სისტემა ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად EBRD-ს ეს გადაწყვეტილება მრავლისმეტყველად მოსჩანს, სი ცზიანპინის მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკის გათვალისწინებით. ამ მოვლენას მოჰყვა ყველა ის ჩამოთვლილი მოვლენები, რომელზეც ზემოთ გავამხვილე ყურადღება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ჩინეთში, კომუნისტური ერთპარტიული მმართველობის ფორმა ან ტრანსფორმირდება, ან დასავლური ყაიდის დემოკრატიული სისტემით იცვლება!
როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე რომ ჩინეთი რუსეთის და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტორი არ იქნება. რაც მნიშვნელოვან არგუმენტს აცლის კრემლის აგრესიულ მოქმედებებს და ააშკარავებს იმ პარაზიტობას, რომელსაც რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემის მიმართ ავლენს!
ასევე წაიკითხეთ:
ჩინეთი რუსეთის მოკავშირე აღარ არის!
სი ცზინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრახზე ალაპარაკდა!
პუტინი ჩინეთიდან უშედეგოდ ბრუნდება- რუსეთი იზოლაციაშია?!
რუსეთის საკითხი - პრორუსული ოპტიმიზმის უსაფუძვლობა!
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას
ჩინეთი რუსეთის მოკავშირე აღარ არის!
სი ცზინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრახზე ალაპარაკდა!
პუტინი ჩინეთიდან უშედეგოდ ბრუნდება- რუსეთი იზოლაციაშია?!
რუსეთის საკითხი - პრორუსული ოპტიმიზმის უსაფუძვლობა!

Комментариев нет:
Отправить комментарий